მთავარი ბიზნესი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე)


E ISSN 1987 - 8257

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) Печать E-mail
23.10.2009 05:53
ჩვენს შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) შეიქმნა 2002 წელს ს/ს “ელექტროგადაცემისა” და შპს “ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000”-ის შერწყმის შედეგად და წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს. მისი დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “საწარმოთა მართვის სააგენტო”, ხოლო წილების პრივატიზებასა და განკარგვის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2002 წლის დეკემბრიდან სსე-ას მენეჯმენტს უწევდა ირლანდიური კომპანია “ი-ეს-ბი” ინტერნეშენალი, რომელმაც კომპანიის 5 წლიანი მართვის უფლება მოიპოვა “მსოფლიო ბანკის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში - “ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდამჭერი პროექტი”.

2007 წლის ნოემბრიდან აღნიშნული პროექტი დასრულდა და სსე-ის მართვა ქართულმა დირექტორატმა განაგრძო.

ჩვენ ვახორციელებთ საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:
  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემის (ტრანსპორტირება, ტრანზიტი) უზრუნველყოფა;
  • ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია.
გადაცემა

საქართველოს ენერგოსისტემის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე შეადგენს 11296.7 კმ.-ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ბალანსზე ირიცხება 35-110-220 კილოვოლტის ხაზები ჯამური სიგრძით 3009.8 კმ, მათ შორის:
  • 220კვ. ხაზების სიგრძე – 1609 კმ.
  • 110კვ. ხაზების სიგრძე – 863.4 კმ.
  • 35 კვ. ხაზების სიგრძე – 537 კმ.
ქვესადგურების სრული რაოდენობა შეადგენს 89 ერთეულს, დადგმული სიმძლავრით – 8030.5 მეგავატი, მათ შორის:
  • 500 კილოვოლტიანი ქვესადგური – 3 (დადგმული სიმძლავრე 3014.6 მეგავატი ფაქტობრივი)
  • 220 კილოვოლტიანი ქვესადგური – 17 (დადგმული სიმძლავრით 4355.1 მეგავატი ფაქტობრივი)
  • 110 კილოვოლტიანი ქვესადგური – 24 (დადგმული სიმძლავრით 467.2 მეგავატი ფაქტობრივი)
  • 35 კილოვოლტიანი ქვესადგური – 45 (193.6 მეგავატი ფაქტობრივი)

დისპეტჩერიზაცია

საქართველოს ენერგოსისტემის ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი განლაგებულია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შენობაში, თბილისის ცენტრში. ის პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, 500-220-110-35 კილოვოლტიანი გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ცენტრალური სადისპეტჩერო უზრუნველყოფს ენერგოსისტემის, როგორც ერთიანი ობიექტის მუშაობას, როგორც ნორმალურ, ასევე ავარიულ რეჟიმში.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ისტორია

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ისტორიის განვითარება 19–ე საუკუნის 80-იან წლებში იღებს დასაბამს. გამოჩენილმა ეკონომისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ 1884 წლის 20 ნოემბერს ქალაქის საბჭოში წინადადება შეიტანა, რომლის მიხედვითაც თბილისის ქუჩების განათება ნავთის ფანრების ნაცვლად ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიით უნდა განხორციელებულიყო. თუმცა წინადადება წინადადებადვე დარჩა და საზოგადოებამ კიდევ დიდხანს ვერ მიიღო გადაწყვეტილება, აირის თუ ელექტროენერგიის საშუალებით გაენათებინათ დედაქალაქი. 1903 წლამდე თბილისის ქუჩები ნავთის ფანრებით ნათდებოდა.

პირველად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 1887 წელს დაიწყო. ილია ჭავჭავაძის მოთხოვნით, ქალაქ თბილისის დრამატული თეატრის გასანათებლად თბური ძრავები დამონტაჟდა. სამუშაოები შვედურმა კომპანია “ბლანშე”-მ ჩაატარა.

1897 წელს მიხეილ რომანოვის განკარგულებით, ბორჯომის მინერალური წყლების ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექციის წევრს - მოლდენგაუერს, ლიკანის სასახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაევალა.  პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს ამუშავებული ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური იყო, რომლის ნაგებობის მშენებლობის ინიციატორი მოლდენგაუერი იყო. ჰიდროელექტროსადგურს 103 კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო.

ტრადიციულად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზის განვითარება ყოველთვის ჩამორჩებოდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდის ტემპებს. შესაბამისად, ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსი ყალიბდებოდა, როგორც საკუთარი წყაროების წარმოებით (75-90%), ასევე მეზობელი ენერგოსისტემებიდან ელექტროენერგიის შემოდინებით (25-10%). ელექტროენერგიის დეფიციტი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 25-40%-ს აღწევდა.

მიუხედავად ასეთი დეფიციტისა, მეზობელ ენერგოსისტემებთან პარალელური მუშაობის პირობებში, ენერგოსისტემის მდგრადი მუშაობა უზრუნველყოფილი იყო მათთან არსებული სიმძლავრეების რეზერვებით.

კომპანიის მისია

ვუზრუნველყოთ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ეფექტური და უწყვეტი მომსახურება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.

კომპანიის ხედვა:
მომავალში სსე მსოფლიო სტანდარტების შესაფერისი და მომგებიანი გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის კომპანიად ჩამოყალიბდება; მუდმივად სიახლეების შესწავლის და ათვისების პროცესში იქნება; დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და საზოგადოებისათვის სასურველ სამუშაო ადგილად იქცევა.

კომპანიის ფასეულობები:                     
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფასეულობა ერთნაირად მნიშვნელოვანია;

  • პატიოსნება;
  • ერთგულება;
  • ერთიანობა;
  • გამჭვირვალობა;
  • პატივისცემა;
  • მომხმარებელზე ორიენტირება;
  • პროფესიონალიზმი;
  • დისციპლინა;
  • გუნდური მუშაობა
  • ადაპტაცია/პრო-აქტიურობა

კომპანიის სტრატეგიული ამოცანები:

  • სსე-ს ფინანსურად მყარ და დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბების მიზნით, ფონდების მოპოვება       და მათი ეფექტური მართვა;
  • სსე-თვის კვალიფიცირებული თანამშრომლების ეფექტურად დაქირავების, მათი შესაფერის თანამდებობებზე დასაქმებისა და შენარჩუნებისათვის, დაჩქარებული ტრეინინგებისათვის მეთოდებისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;
  • სსე-ის გადამცემი ქსელის გრძელვადიანი მუშაობისა და მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, აქტივების ეფექტური მართვა;
  • საიმედო ტელეკომუნიკაციის საშუალებებისა და “სკადა” სისტემების მეშვეობით კომპანიის მიერ საქართველოს ელექტროსისტემის ეფექტური მართვა;
  • სსე-ს პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, უახლესი ტექნიკისა და მოწყობილობების შეძენა, მონტაჟი და სათანადო მართვა;
  • ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მომსახურებაში სსე-ის როლის განვითარება;
  • სსე-ს გადაადგილება დინამიურ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში;
  • სსე-ის პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით უფლებამოსილებების მართებულად დელეგირება.

ზოგადი სტრუქტურა

კომპანიის მართვისა და ხელმძღვანელობის ორგანოს წარმოადგენს:

  • პარტნიორთა კრება
  • რეაბილიტაციის მმართველი
  • მმართველთა საბჭო
  • მმართველთა საბჭოს მოადგილეები
  • მმართველთა საბჭოს წევრები


მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე:
სულხან ზუმბურიძე   



მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
დავით ნიორაძე

  
 
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ვახტანგ ქინქლაძე

გამოქვეყნდა 23.10.2009 06:22
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.