მთავარი ბიზნესი შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერაციის ობიექტები


E ISSN 1987 - 8257

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერაციის ობიექტები Печать E-mail
25.10.2009 19:40
ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძი 1985 წელს გაუშვეს ექსპლუატაციაში. ჰიდროკვანძის კვეთში წყალსაკრების ფართობი 1900 კმ2 შეადგენს, საშუალო წლიური ხარჯი - 43,8 მ3/წმ-ს, ხოლო საშუალო წლიური ჩამონადენი – 1384 მლნ. მ3-ს.

ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის სქემით გათვალისწინებულია სეზონური რეგულირების 520 მლნ მ3 მოცულობის წყალსაცავის შექმნა ენერგეტიკის, წყალმომარაგების და სარწყავი მიზნებისთვის.
ჰიდროკვანძის შემადგენლობაში შედის:

მიწა-ქვის 101 მ კაშხალი ცენტრალური თიხნარიანი ბირთვით; წყალსაკრები; ღია ტიპის უქმი წყალსაგდები 1240 მ3/წმ საანგარიშო ხარჯით; სიღრმული წყალსაგდები 1000 მ3/წმ  ხარჯისთვის (შესაძლებელია მისი გამოყენება ჟინვალის წყალსაცავის ასამოქმედებლად). წყალსაკრები (სიმაღლე – 55 მ) კლდის ქანებზე მდებარე ოთკუთხა რკინაბეტონის კოშკს წარმოადგენს და წვრილი ცხაურა აქვს, ბრტყელი თვლიანი ფარით და ნაგავსაწმენდი გრეიფერით.

წყალსაკრებიდან წყალი ჰიდროელექტროსადგურის ტურბინებს მიეწოდება მიწისქვეშა 650 მ სიგრძის გვირაბისებრი წყალსატარის საშუალებით.

ჰესის შენობა კაშხლის უკან მდებარეობს 70 მ-ის სიმაღლეზე, მდინარის კალაპოტის ქვეშ. სამანქანო დარბაზში 4 ჰიდროაგრეგატი იდგმება, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 32,5 ათასი კვტ-ია.  გენერატორების გამომუშავებული ელექტროენერგიია 110 და 220 კვ  ღია აწევის ქვესადგურს გადაეცემა, რომელიც კაშხლის ქვედა ფერდოსთან მდებარეობს. სადგურის საშუალო წლიური გამომუშავება 390 მლნ. კვტ-სთ შეადგენს.

ჰესის უდაწნეო სარინი ტრაქტი გაანგარიშებულია 115 მ3/წმ  წყლის გაშვებაზე. იგი 8,6 კმ სიგრძის  გვირაბისებრი მონაკვეთისა და 1,0 კმ სარინი არხისგან შესდგება. მის ბოლოს ბუფერული აუზია აგებული, რომელიც ქვედა ბიეფში მდებარეობს და გამიზნულია ჰესის გაჩერების საათებში მომხმარებლის წყალმომარაგებისთვის, აგრეთვე, ჰესის დატვირთვის მკვეთრი ზრდის დროს მდინარე არაგვის კალაპოტში ხარჯის სწრაფი ზრდის შესანელებლად.

ბუფერული აუზის ტევადობა (1 მლნ. მ3) განისაზღვრება ჰესის მუშაობის პირობებით დღეღამის განმავლობაში. 

ბუფერული აუზი ივსება მდინარის ნატბორის ხარჯზე 5 მ სიმაღლეზე, რომელსაც 6,5 მ სიმაღლის კაშხალი და ჭალის კენჭნარის ნაყარით შექმნილი გადასაღობი ჯებირები ქმნის.

დალამვის თავიდან ასაცილებლადმდინარე არაგვის წყალს ბუფერული აუზის  გვერდის ავლით ატარებენ შემოვლითი არხით.

ბუფერულ აუზში გათვალისწინებულია წყალგამოშვება, გაანგარიშებული 4000 მ3/წმ ხარჯზე, რომლის საშუალებითაც წყლის ნაწილი ქვედა ბიეფის გაწყლოვანებისთვის მიეწოდება (მინიმალური ხარჯი 10 მ3/წმ).

მდინარის ბუნებრივი დინების გასწვრივ წყალმომხმარებლები არიან: მუხრანის და საგურამოს სარწყავი სისტემები და ქალაქ თბილისის წყალმომარაგების წყაროების არაგვის ჯგუფი, რომლებიც ^მდინარე არაგვის ფილტრატებით იკვებება.

ბუფერული აუზიდან წყლის ნაწილის (11,6 მ3/წმ) აღება მაგისტრალურ წყალსატარში ხდება სამეურნეო და სასმელი წყალმომარაგების წყალმიმღების გავლით, რომელიც სარწყავ ნაგებობებთან არის გაერთიანებული.

წყლის ნაწილი (7,0 მ3/წმ) სარწყავად გამოიყენება და მას თბილისის ზღვაში აგდებენ, ხოლო ნაწილი (4,6 მ3/წმ) ქ. თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოიყენება.

არაგვის წყლის თბილისის ზღვაში მოხვედრა საშუალებას იძლევა, რომ მდინარე ივრის წყალი გამოყენებული იქნეს ქვემო სამგორის სარწყავ სისტემაში.

სამეურნეო და სასმელი წყალმომარაგების წყალსატარის სიგრძე 36,7 კმ, საიდანაც 18,64 კმ –რკინაბეტონის მილებით აწყობილი 3,3 მ დიამეტრის ღია ტიპის წყალსატარია; 11,4 კმ – 5 გვირაბია, 1,4 მ დიამეტრიც 6,7 კმ – ლითონის წყალსატარის ოთხი ძაფია.

წყალსატარის ბოლოში გამყოფის საშუალებით წყალი ნაწილდება წყალმომარაგებაზე და მორწყვაზე.
წყალი, რომელიც წყალმომარაგებაზე გამოიყენება, გადამუშავდება გამწმენდ ნაგებობებში ჟინვალის ჰიდროკვანძის კომპლექსში.

თეთრიხევის ჰესი – დადგმული სიმძლავრე 12 მვტ, ექსპლუატაციაში გაშვებულია 1955 წელს. ჰესში წყალი შედის სიონის წყალსაცავიდან. შადაწნეო მილსადენის სიგრძე 100 მ-ა, წყლის საანგარიშო ხარჯი – 13 მ3. თეთრიხევის ჰესს აქვს 35/6 კვ ქვესადგური. 2008 წელს ჰესის დერეგულირება მოხდა (და გამომუშავებული ენერგიის გაყიდვა უკვე თავისუფალი ტარიფით არის შესაძლებელი). ჰესის საშუალო გამომუშავება 25 მლნ კვტ.სთ შეადგენს.    
 
 
გამოქვეყნდა 25.10.2009 19:50
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.