მთავარი ქსელები და სისტემები გუმათჰესების კასკადი


E ISSN 1987 - 8257

გუმათჰესების კასკადი Печать E-mail
28.01.2010 12:02

გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათჰესი I და გუმათჰესი II ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12 კმ მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე. . ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდინარე რიონზე აგებულია 30 სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც ქმნის 13 მლნ 3 სასარგებლო მოცულობის წყალსაცავს.

 

გუმათჰესი I

 

გუმათჰესების კასკადის პირველ საფეხურს წარმოადგენს დღე-ღამური  რეგულირების,  კაშხალთანმდებარე ტიპის ჰიდროელექტროსადგური _ გუმათჰესი-1. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1958 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 44 (4 11) მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 249 მილიონი კილოვატსაათი.

 

გუმათჰესი II

 

გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური _ გუმათჰესი II. სადგური მუშაობს გუმათჰეს I-ის მიერ ტურბინებში გატარებულ წყალზე, რომელიც მიეწოდება გუმათჰესს II.

 

სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1956 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 22.8 (3 7.6) მვტ და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 127 მლნკვტსთ.

 

იმყოფება კერძო საკუთრებაში.

გამოქვეყნდა 28.01.2010 12:03
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.