მთავარი ქსელები და სისტემები ვარციხეჰესების კასკადი


E ISSN 1987 - 8257

ვარციხეჰესების კასკადი Печать E-mail
28.01.2010 12:23

ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადში გაერთიანებულია 4 ჰესი -ვარციხეჰესი 1, 2, 3 და 4. მათ ასაშენებლად გამოყენებულია მდინარე რიონის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელი ვარციხიდან მდინარე გუბისწყლის სათავემდე. საერთო წყალსაცავის კაშხალი  მდებარეობს მდინარე რიონთან მდინარე ყვირილასა და მდინარე ხანისწყლის შესართავის მახლობელ ტერიტორიაზე. ჰიდროტექნიკური ნაგებობები განლაგებულია მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ისინი წარმოადგენენ იდენტური სიმძლავრისა და გამომუშავების დერივაციული ტიპის უნიფიცირებულ ჰიდროელექტროსადგურებს. ყოველი მათგანის საპროექტო დაგმული სიმძლავრეა 64 (2 32) მეგავატი და გამომუშავება 250 მილიონი კილოვატსაათი.

 

ვარციხეჰესი 1 ექსპლუატაციაში შევიდა 1976 წელს, ვარციხეჰესი 2 1978 წელს, ვარციხეჰესი 3 1980 წელს და ვარციხეჰესი 4 1987 წელს.

 

ჰესი იმყოფება კერძო საკუთრებაში.

გამოქვეყნდა 28.01.2010 12:23
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.