მთავარი ქსელები და სისტემები ვარდნილჰესი - 2, 3 და 4


E ISSN 1987 - 8257

ვარდნილჰესი - 2, 3 და 4 Печать E-mail
28.01.2010 12:26

ვარდნილჰესი  - 2, 3 და 4 წარმოადგენენ იდენტური სიმძლავრისა და გამომუშავების, ენგურჰესის წყალგამყვან არხზე განთავსებულ დერივაციული ტიპის უნიფიცირებულ ჰიდროელექტროსადგურებს. ისინი ვარდნილჰესი-1-დან შესაბამისად დაშორებულები არიან 5.5 კილომეტრით, 10.1 კილომეტრით და 14.9 კილომეტრით. თითოეულ სადგურს აქვს საკუთარი წყალსაგდები და წყალჩამქრობი ჭა. აგრეთვე 110/35 კილოვოლტი ძაბვის ღია გამანაწილებელი ქვესადგური.

 

თითოეული ჰესის დადგმული სიმძლავრეა 40 (2 20) მეგავატი, გამომუშავება 120 მილიონი კილოვატსაათი. ვარდნილჰესი 2 ექსპლუატაციაში შევიდა 1971 წელს, ვარდნილჰესი 3 და 4 1972 წელს.

 

ჰესები მდებარეობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. ისინი ამჟამად დაძირულია, ხოლო მათი მდგომარეობა შეუსწავლელი.

 

ჰესი იმყოფება სახელმწიფოს საკუთრებაში.

გამოქვეყნდა 28.01.2010 12:26
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.