E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ჰიდრავლიკა Печать E-mail
27.09.2010 17:57

წყლის გრუნტის კომპოზიციური გარემოს დინამიკის განტოლებათა ანალიზის ზოგიერთ საკითხისთვის

ლ.მინკინი(ისრაელი)

განიხილება პროფ. თ.ვოინიჩ-სიანოჟენცკის მიერ შემოთავაზებული გრუნტის წყლის ნარევის მოძრაობის განტოლებათა სისტემა. მოყვანილია ავტორის მიერ შემუშავებულ განტოლებათა სისტემის ზოგიერთი ამონახსნი განსახილველი საკითხის წრფივი და არაწრფივი დაყენების შემთხვევაში. განხილულია ამ ამონახსნების დაყვანა ჯერ ბიურგერსის განტოლებების, შემდეგ კი - თბოგამტარობის საერთო დებულებების სისტემებამდე.

გაანგარიშებები შესრულდა ტალღების პარამეტრების შეფასების გათვალისწინებით სხვადასხვა არსებული მეთოდიკის გამოყენებით. პირველი გულისხმობს ნაკადის მოძრაობის განტოლებათა სისტემის რიცხობრივ ამონახსნს ავტორის მიერ ადრეულ წლებში შემუშავებული მახასიათებლების მეთოდის მხედველობაში მიღებით. მეორე გულისხმობს სისტემის მიახლოებით ამოხსნას დრესლერის სქემის გამოყენებით. მესამე დამყარებულია მცირე პარამეტრების ცნობილი წესის გამოყენებაზე. დაბოლოს, მეოთხე ამონახსნის შესრულებისას გამოყენებულია როგორც ამოცანის ძირითადი განტოლებების ბიურგერსის განტოლებაზე დაყვანის მეთოდიკა (რაც გულისხმობს, როგორც შედეგი, თბოგამტარობის განტოლებამდე მიყვანას), ასევე ჯ.უიზემის ნაშრომში "ხაზოვანი და არახაზოვანი ტალღები" (1977 წ.) მოყვანილ მზა დამოკიდებულებები.

გამოქვეყნდა 02.10.2010 19:09
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.