E ISSN 1987 - 8257

კვირა 48 Печать E-mail
13.12.2010 12:37

სარჩევი

 

1.      SOCAR-ის პრეზიდენტმა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებით დაინტერესების შესახებ განაცხადა

2.      ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა გაზი მიიღეს

3.      "გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" ერთობლივ საწარმოს შექმნიან

4.      აზერბაიჯანის ნავთობკომპანიას მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის შეძენა სურს

5.      საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის გაზრდა იგეგმება

6.      ენერგეტიკის სამინისტრო კუთვნილი აქტივების IPO-სთვის სტრატეგიას შექმნის

7.      კალიფორნიაში ავტომაგისტრალებს მზის ენერგიის მისაღებად გამოიყენებენ

8.      ევროკომისია იტალიას და ესპანეთს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს

9.      Gamesa ქარის გიგანტურ ტურბინას შექმნის

10.  სელფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მშენებარეენერგეტიკული სახლიმომავალი წლიდან იფუნქციონირებს

11.  ამერიკელი მოხალისეები გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტების მიმართულებით ითანამშრომლებენ

12.  პუბლიკაციები

13.  ღონისძიებები

 

 

 

 

 

ნავთობი და გაზი

SOCAR-ის პრეზიდენტმა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებით დაინტერესების შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოში გაზის ბაზრის 75%- აკონტროლებს.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო abc.az-ის ინფორმაციით, ამის შესახებ SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.

საქართველოში გაზს არა მხოლოდ SOCAR-ის 30 გამანაწილებელ ქსელს ვაწვდით, არამედ სხვა მომხმარებლებსაც ვამარაგებთ", - განაცხადა აბდულაევმა.

SOCAR-ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის სხვა ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიას ინტერესი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციაში მონაწილეობის თაობაზე ჯერ კიდევ გააჩნია.

საქართველოში 30 გაზგამანაწილებელი ქსელის მართვასსოკარ ჯორჯია გაზი" 2008 წლის დეკემბერიდან,  საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად ახორციელებს.

SOCAR- საქართველოში შვილობილი კომპანიასოკარ ენერჯი ჯორჯია" გააჩნია, რომლის შემადგენლობაშიცსოკარ ჯორჯია გაზი", „სოკარ გაზ საფლაი"  დასოკარ პეტროლიუმ ჯორჯია" შედის.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43321

 

ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა გაზი მიიღეს

ნუცუბიძის ქუჩაზე, 130- ბაგა-ბაღში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა 23 ოჯახმა გაზი მიიღო.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 130- ბაგა-ბაღში მცხოვრებ დევნილებს წლის ბოლომდე ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველიც დაუმონტაჟდება.

საქართველოს მასშტაბით დევნილთა ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირები პროცესი 5 თვეში დასრულდება.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43468

 

 

"გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" ერთობლივ საწარმოს შექმნიან

რუსული "გაზპრომი" და უკრაინული ნაციონალური სააქციო კომპანია "ნეფტოგაზი" ერთობლივ საწარმოს შექმნიან, ამის შესახებ "გაზპრომის" პრეს-სამსახური იუწყება.

ამასთან, რუსული გაზის მონოპოლისტი თანამშრომლობის პირობებს არ ახმაურებს. როგორც "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, "გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" ერთობლივ  პროექტებზე იმუშავებენ, თუმცა, კონკრეტულად, რა პროექტებზეა ლაპარაკი, ჯერჯერობით უცნობია.

წელს, გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას "გაზპრომისა" და "ნეფტოგაზის" გაერთიანება შესთავაზა. თუმცა, კიევი მხოლოდ პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმოს შექმნას დათანხმდა.  

http://www.ambebi.ge/ekonomika/28356-qgazpromiq-da-qneftogaziq-erthobliv-satsarmos-sheqmnian.html

 

აზერბაიჯანის ნავთობკომპანიას მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის შეძენა სურს

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია საქართველოზე გამავალ რუსეთ-სომხეთის გაზსადენზე კონტროლის მოპოვებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ნიუსაზეირბაიჯანი" აზეირბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე მიმართა საქართველოს გაზის კომპანიას და გაზსადენის პრივატიზების ან მმართველობაში გადაცემის პროცესით დაინტერესება გამოხატა.

გაზსადენის შესაძლოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2010 წლის დასაწყისში გავრცელდა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული მხარე სადენის გაყიდვას არ აპირებს.

http://www.ambebi.ge/ekonomika/28199-azeirbaijanis-navthobkompanias-magistraluri-gazsadenis-saqarthvelos-monakvethis-shedzena-surs.html

 

ელექტროენერგეტიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის გაზრდა იგეგმება

საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ერევანში, 24 ნოემბერს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორის წარმომადგენელმა მოაწერეს. ხელმოწერას სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელები, სომხეთის ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოსა და სომხეთის მისიების ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსე- ინფორმაციით, მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში პარტნიორობას გულისხმობს. კერძოდ, პროექტში Tetra Tech-, რომელიც USAID-ისა და აშშ-ის ენერგეტიკული ასოციაციის დაფინანსებით ხორციელდება.

მემორანდუმით სომხეთი და საქართველო ელექტროსისტემების თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაზრდიან. იგეგმება ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ექსპორტის გაფართოება, ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიკაცია და ენერგოსისტემების ოპტიმალური განვითარება.

მხარეები 2011 წლის 15-16 მარტს, თბილისში გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43524

 

ენერგეტიკის სამინისტრო კუთვნილი აქტივების IPO-სთვის სტრატეგიას შექმნის

ენერგეტიკის სამინისტრო კუთვნილი აქტივების  IPO-თვის სტრატეგიის შექმნას გეგმავს.

სამინისტრო საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე შპსნავთობისა და გაზის კორპორაციისა" და შპსსახელმწიფო ელექტროსისტემის" აქციების განთავსების საკითხს განიხილავს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, აუდიტორი კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის და შექმნის სტრატეგიას, რომლის საფუძველზეც მთავრობა აქციების ბირჟაზე გაყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, სტრატეგია სავარაუდოდ 1,5 წელში მომზადდება. აქციების გაყიდვა ენერგოსექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განხორციელდება.

ვალიშვილის განმარტებით, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქცითა 20-20% განთავსდება.

მისივე თქმით, რომელ საფონდო ბირჟაზე განთავსდება ენერგეტიკული კომპანიების აქციები, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43171

 

 

განახლებადები და ენერგოეფექტურობა

კალიფორნიაში ავტომაგისტრალებს მზის ენერგიის მისაღებად გამოიყენებენ

შვედმა არქიტექტორმა მანს თამმა მზის პანელების ურბანულ არეალში განთავსების ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა - მის მიერ მომზადებული პროექტით, ლოს-ანჯელესის ხელისუფლებას ის საგზაო მაგისტრალების გადახურვას და სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას სთავაზობს.

თამმა თავის პროექტს "მზის კლაკნილი სამოთხეში" დაარქვა. მის მიხედვით, ლოს-ანჯელესის გარეუბან სანტა მონიკასკენ მიმავალი საგზაო მაგისტრალის 24-კილომეტრიანი მონაკვეთი მსუბუქი კონსტრუქციით უნდა დაიხუროს, რომელზეც მზის პანელები განთავსდება. გზის სიგანე 40 მეტრია, სულ კი გადახურვის ფართობი 960,000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს, რომელზეც მზის 600,000 პანელი განთავსდება. ამ პანელებით კი წელიწადში საერთო ჯამში, 150 გიგავატი საათში ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარე ქალაქ ვენეციის მოთხოვნილება (მოსახლეობა 40,000-ზე მეტი) სრულად დააკმაყოფილოს.

http://24saati.ge/index.php/category/society/science/2010-11-14/11369.html

 

ევროკომისია იტალიას და ესპანეთს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიამ ესპანეთს და იტალიას ოფიციალურად მოუწოდა იზრუნონ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე და ახალი სტანდარტების დაცვაზე. გარდა ამისა, ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შენობების ენერგოეფექტურობაზე და მათთვის სერთიფიკატების მინიჭებაზე.

http://www.energyefficiencynews.com/i/3598/

 

Gamesa ქარის გიგანტურ ტურბინას შექმნის

ესპანური კომპანია Gamesa, რომელიც ტურბინების შექმნითაა დაკავებული, ქარის გიგანტურ ტურბინას შექმნის. ტურბინის სიმძლავრე 15 მგვტ. იქნება. პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა დასახა სტრატეგია 2020 წლისათვის გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% ქარის სადგურებისგან იქნეს მიღებული.

http://www.energyefficiencynews.com/i/3596/

 

სელფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მშენებარეენერგეტიკული სახლიმომავალი წლიდან იფუნქციონირებს

სელფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მშენებარეენერგეტიკული სახლიმომავალი წლის იანვრიდან იფუნქციონირებს. “ენერგეტიკული სახლიჩვეულებრივი საცხოვრებლის მსგავსი იქნება. სახლში იქნება წყალი, გაზი და ელექტროენერგია, ასევე სრულად იქნება წარმოდგენილი საოჯახო ტექნიკა. “ენერგეტიკულ სახლშიდააკვირდებიან კომუნალურ ხარჯებს და გაზომავენ ენერგოეფექტურობას.

http://www.energyefficiencynews.com/i/3593/

 

კლიმატის ცვლილება

ამერიკელი მოხალისეები გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტების მიმართულებით ითანამშრომლებენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორმა რიჩარდ რეკორდმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველია საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის, სადაც სამი თვის განმავლობაში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები იმუშავებენ გარემოსდაცვითი განათლების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული განათლების დონის შესწავლაში.

ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის პროექტები დაიგეგმება, რაც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი განათლების დონის გაუმჯობესებას და ცნობიერების ამაღლებას. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები უნივერსტეტებსა და საჯარო სკოლებში ეკო-კლუბების შექმნის სახელმძღვანელოს მოამზადებენ. ასევე, სამინისტროს ახალგაზრდებში ეკო-დაჯილდოების სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=991

 

პუბლიკაციები

საინჟინრო განათლება და მდგრადი განვითარება

ახალი წიგნისაინჟინრო განათლება და მდგრადი განვითარებაეხმაურება 21- საუკუნის მოთხოვნებს და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102734&v=513507

 

ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი

დედოფლისწყაროს რაიონი, საქართველო.

2010 წლის 29 ნოემბერი – 3 დეკემბერი

http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

 

გამოქვეყნდა 13.12.2010 12:42
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.