E ISSN 1987 - 8257

კვირა 06 Печать E-mail
10.02.2011 11:11

სარჩევი

1. შარშან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებით 42,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
2. ყულევის ტერმინალიდან იანვარში 33 435 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები  გადაიზიდა
3. ევროკავშირმა ენგური/ვარდნილის რეაბილიტაციისათვის 5 მლნ ევრო გამოყო
4. ელექტროენერგიის ექსპორტმა შარშან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
5. ესკო-ს წმინდა მოგებამ 2010 წელს 5,591 მილიონი ლარი შეადგინა
6. თურქულ-ავსტრიული კონსორციუმი მდინარე მტკვარზე ჰესების კასკადს ააშენებს
7. „საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია „ნესკრაჰესის" მშენებლობისათვის ინვესტიციებს მოიზიდავს
8. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა 10 მილიარდი ევროს ოდენობის ტენდერი პირველი ოფშორული ქარის სადგურისთვის
9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განიხილა კლიმატის ცვლილების საკითხები დავოსის ფორუმზე
10. პუბლიკაციები
11. ღონისძიებები

ნავთობი და გაზი

შარშან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებით 42,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებით 42,4 მლნ ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, შარშან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში 38,379 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობია გადაზიდული. ეს მაჩვენებელი 2009 წელს 38,271 მლნ ტონას შეადგენდა. დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 2010 წელს სუფსის ტერმინალში 3,985 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 2009 წლის ტრანზიტის მაჩვენებლებზე 502 ათასი ტონით ნაკლებია. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ექსპერტთა შეფასებით, ნავთობის ტრანზიტის შემცირება გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44880


ყულევის ტერმინალიდან იანვარში 33 435 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდა
შავი ზღვის ტერმინალმა (ყულევი) 2011 წლის იანვარში 362 668 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიიღო. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფორმაციით, ყულევის ტერმინალიდან იანვარში 33 435 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 131%-ით მეტია.  2010 წელს ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობამ 3,6 მლნ ტონა შედაგინა, რაც 2009 წლის მონაცემს 56%-ით აღემატება.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45130



ელექტროენერგეტიკა

ევროკავშირმა ენგური/ვარდნილის რეაბილიტაციისათვის 5 მლნ ევრო გამოყო
27 იანვარს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ენგური/ვარდნილ ჰესების რეაბილიტა-ციისათვის, ევროკავშირის მიერ გრანტის სახით, 5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთგურმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ენგურჰესის კაშხლის უსაფრთხოების გაზრდა ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაციის გზით; ენგურჰესის  1 და 5-ე აგრეგატების სრული რეაბილიტაცია რის შედეგადაც ელექტროენერგიის წარმოება თითოეული აგრეგატიდან 20-30% –ით გაიზრდება.  5 მილიონი ევროდან 4 მილიონი მოხმარდება ვარდნილჰესამდე მისასვლელი გზის შეკეთებას და საინჟინრო სამუშაოებს ვარდნილჰესის სადერივაციო არხზე. 1 მილიონი გათვალისწინებულია პროექტის ზედამხედველობისა და მონიტორინგისთვის რომელსაც, ევროკავშირთან სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, განახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბაკი
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=524


ელექტროენერგიის ექსპორტმა შარშან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2010 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. "ელექტრო-ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" (ესკო) ინფორმაციით, შარშან საქართველოდან 1,524 მლრდ კვტ. საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2009 წლის მაჩვენებლზე 2-ჯერ მეტია (749,43 მლნ კვტ.საათი). 2008 წელს საქართველოდან ექსპორტზე 679,59 მლნ კვტ. საათი ელექტროენერგია გავიდა, ხოლო 2007 წელს - 625,47 მლნ კვტ.საათი. შარშან ენერგოსისტემამ ექსპორტი ოთხივე მეზობელ ქვეყანაში განახორციელა. აქედან, 1,117 მლრდ კვტ. საათი რუსეთზე მოდის, აზერბაიჯანი - 14,344 მლნ კვტ. საათი, თურქეთი - 303,366 მლნ კვტ. საათი, ხოლო ამ პერიოდში  89,447 მლნ კვტ. საათი ელექტროენერგიის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს, შარშან იმპორტირებული ელექტროენერიის მოცულობამ 222,08 მლნ კვტ. საათი შეადგინა. აქედან, 211,94 მლნ კვტ. საათის რუსეთიდან, ხოლო 10,138 მლნ კვტ. საათის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ესკოს ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, ელექტროენერგიის 9 ექსპორტიორი და 6 იმპორტიორი კომპანიაა რეგისტრირებული.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45033


ესკო-ს წმინდა მოგებამ 2010 წელს 5,591 მილიონი ლარი შეადგინა
2010 წელს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" (ესკო) წმინდა მოგებამ 5,591 მლნ ლარი შეადგინა. ესკო-ს ინფორმაციით, 2009 წელთან შედარებით, ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება გაორმაგდა და 2007 წლის მოგების მაჩვენებელს გადააჭარბა. 2009 წელს ესკო-ს წმინდა მოგება 2,512 მლნ ლარი იყო, 2008 წელს - 2,438 მლნ ლარი, 2007 წელს - 5,134 მლნ ლარი.  ამ პერიოდში კომპანიის შემოსავლებმა 151,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელზე 22 მლნ ლარით მეტია.  ესკო-ს შემოსავლის ძირითადი წყაროებია: ექსპორტის ოპერაციებიდან და მომსახურებიდან მიღებული თანხები, ასევე კვალიფიციურ საწარმოებზე დარიცხული საურავები.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45036


თურქულ-ავსტრიული კონსორციუმი მდინარე მტკვარზე ჰესების კასკადს ააშენებს
თურქულ-ავსტრიული კონსორციუმი "ენერჯიზა" მდინარე მტკვარზე ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. როგორც GBC -ის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განუცხადა, ეს არის თურქული "საბანჩისა" და ავსტრიული Ferburd-გან შემდგარი კონსორციუმი, რომელიც მდინარე მტკვარზე 220-მეგავატიან კასკადს ააშენებს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, წინასაკვალიფიკაციო განაცხადების მიღება 2010 წლის ზაფხულში დასრულდა. „ამჟამად თურქულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჰესის მშენებლობა ტრანს-სასაზღვრო პროექტია, ანუ კასკადის ზედა ჰესი საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება, ამისათვის კი, ქვეყნების საერთაშორისო დონეზე შეთანხმებაა აუცილებელი", - განმარტავს ენერგეტიკის მინისტრი. მისი თქმით, პროექტის განხორციელების ვადები და ღირებულება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ განისაზღვრება.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45153



„საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია „ნესკრაჰესის" მშენებლობისათვის ინვესტიციებს მოიზიდავს
„საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია Georgian Railway Construction-ი „ნესკრაჰესის" მშენებლობისათვის კერძო ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. როგორც GBC-ის Georgian Railway Construction-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გიორგაძემ განუცხადა, ამჟამად ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც მარტის ბოლოს დასრულდება. გიორგაძე ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას წლის ბოლომდე ვარაუდობს. მისივე თქმით, პროექტის განხორციელების ვადები ფინანსების მოძიებაზე იქნება დამოკიდებული. 240-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის საერთო ღირებულება 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიამ ფინანსური კონსულტანტი დაიქირავა, რომელიც მენეჯმენტს ინვესტიციების მიზიდვის კუთხით დაეხმარება. მისივე განმარტებით, ჰესს ზამთარში ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა აქვს, რითაც შესაძლებელი იქნება ზამთრის პერიოდში თბოელექტროსადგურის ერთი ბლოკის ჩანაცვლება და შესაბამისად, გამომუშავებაში ჰიდროენერგიის წილის გაზრდა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45149



განახლებადები და ენერგოეფექტურობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა 10 მილიარდი ევროს ოდენობის ტენდერი პირველი ოფშორული ქარის სადგურისთვის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოაცხადა 10 მილიარდი ევროს ოდენობის ტენდერი ქვეყანაში პირველი ქარის ოფშორული სადგურის მშენებლობისთვის, პროექტის ფარგლებში უნდა დამონტაჟდეს 600 ქარის გენერატორი 3 გვტ საერთო სიმძლავრით. გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება მომავალ წელს.
http://www.energyefficiencynews.com/i/3750/



კლიმატის ცვლილება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განიხილა კლიმატის ცვლილების საკითხები დავოსის ფორუმზე
მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე ლიდერებმა მოუწოდეს აშშ-ს კომპანიებს უფრო აქტიურად მიხედონ კლიმატის ცვლილების საკითხს, რადგან დღეისათვის ჩინეთი ლიდერობს “მწვანე რბოლაში”. კლიმატის ცვლილების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კრისტინა ფიგურესმა განაცხადა, რომ “ჩინეთი ცდილობს ჩვენს უკან ჩამოტოვებას ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე, მაგრამ ჩინელები ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ გადაარჩინონ პლანეტა, არამედ იმიტომ რომ ამ ღონისძიებების გატარება დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.
http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3498


პუბლიკაციები

მდგრადი რესურსების გამოყენების წარმოდგენა
ავტორი კალუმ ჰილი
კალუმ ჰილის ავტორობით გამოიცა წიგნი, სადაც  შესანიშნავად არის გადმოცემული რესურსების მარაგის მოთხოვნისა და ზემოქმედების დაწვრილებითი განხილვა. ამ წიგნში მკითხველი ეცნობა ინდუსტრიულ რევოლუციას, თერმოდინამიკას, მნიშვნელოვან ლითონებსა და სტრატეგიების შემსუბუქების გზებს.
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102564&v=513243



ღონისძიებები

ინდოეთის მზის ენერგიის სამიტი
ნიუ დელი, ინდოეთი
17 – 18 თებერვალი 2011
http://www.earthscan.co.uk/tabid/467/Default.aspx


მსოფლიოს მდგრადი ენერგეტიკის დღეები
ველსი, ავსტრია
02 – 04 მარტი 2011
http://www.earthscan.co.uk/tabid/467/Default.aspx


ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველო, გორის რაიონი
07 – 11 თებერვალი 2011
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html


სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის 7-ე კონგრესი და გამოფენა
13 – 15 აპრილი, 2011
სოფია, ბულგარეთი
http://www.reeep.org/43.17618/international-congress-and-exhibition-on-energy-efficiency-renewable-energy-sources-for-south-east-e.htm


ევროპის მომავლის ტექნოლოგიების კონფერენცია და გამოფენა
4 – 6 მაისი, 2011
ბუდაპეშტი, უნგრეთი
http://www.fet11.eu/

გამოქვეყნდა 10.02.2011 11:18
 
© 2020 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.