E ISSN 1987 - 8257

კვირა 08 Печать E-mail
22.02.2011 13:35

სარჩევი

1. სოფელი ზემო ალვანი გაზიფიცირებულია
2. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაჭირდება
3. „სოკარ ჯორჯია გაზს" ზემო ალვანის გაზიფიცირება 2,93 მილიონი ლარი დაუჯდა
4. იანვარში ენერგოსისტემამ ექსპორტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში განახორციელა
5. „კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" „მტკვარიჰესის" მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავიდა
6. ენერგეტიკის დეპარტამენტი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობისათვის 3,2 მილიარდ დოლარს ითხოვს 2012 წლისთვის
7. 2010 წელს გლობალური ქარის ენერგიის პოტენციალი 22%-ით გაიზარდა
8. სამთავრობო პროგრამაში "განახლებადი ენერგია 2008" ცვლილებები შევიდა
9. ნაციონალური ტყეების სამართავად შეერთებული შტატები ახალ გეგმას გვთავაზობს
10. პუბლიკაციები
11. ღონისძიებები

ნავთობი და გაზი

სოფელი ზემო ალვანი გაზიფიცირებულია
საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში კომპანია ”სოკარ ჯორჯიამ“ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის გაზიფიცირება დაასრულა.
პროექტის ფარგლებში განცხორციელდა 41 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზადენის მშენებლობა და დაიხარჯა 2  930 000 ლარი.
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=540

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაჭირდება
ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისათვის დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო.
ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, მთავრობას სურს ქვეყანაში 4,5 მლრდ ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის საწარმო ააშენოს. თუმცა ქარხნის სიმძლავრე და განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შექმნის შემდეგ განისაზღვრება.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45451

„სოკარ ჯორჯია გაზს" ზემო ალვანის გაზიფიცირება 2,93 მილიონი ლარი დაუჯდა
კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი" ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის გაზიფიცირება დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, განხორციელდა 41 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა, რაზეც 2,930 მლნ ლარი დაიხარჯა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45454


ელექტროენერგეტიკა

იანვარში ენერგოსისტემამ ექსპორტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში განახორციელა
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ენერგოსისტემამ ექსპორტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში განახორციელა.
„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" (ესკო) ინფორმაციით, ამ პერიოდში თურქეთში 41,483 მლნ კვტ. საათის ელექტროენერგიის ექსპორტი მოხდა.
ესკო-ს ცნობით, იანვარში რუსეთიდან 77,044 მლნ კვტ. საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45445

განახლებადები და ენერგოეფექტურობა

„კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" „მტკვარიჰესის" მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავიდა
კომპანია „კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" (CEI, GSE: NRGY) „მტკვარიჰესის" მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავიდა.
კომპანიის ინფორმაციით, ჰესის სამშენებლო მოედნის ზემო ნაწილზე, გადამგდები არხის მშენებლობა დაიწყო. 220 მეტრი სიგრძის გადამგდები არხი მშენებლობის პერიოდში მდინარეს შეუცვლის კალაპოტს, რათა კაშხალის მშენებლობა მშრალ გრუნტზე მოხდეს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45452

აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობისათვის 3,2 მილიარდ დოლარს ითხოვს 2012 წლისთვის
14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ 2012 წლისთვის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბიუჯეტის მოთხოვნა შეადგენს 29,5 მილიარდ დოლარს, ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ოფისის კეთილმოწყობის ხარჯების ჩათვლით 3,2 მილიარდი დოლარის ოდენობით. მოთხოვნილი ბიუჯეტი 2010 წელს შეადგენდა 2,2 მილიარდ დოლარს რაც დღეისათვის 44%-ით არის გაზრდილი.
http://apps1.eere.energy.gov/news/news_detail.cfm/news_id=16728

2010 წელს გლობალური ქარის ენერგიის პოტენციალი 22%-ით გაიზარდა
2 თებერვალს გლობალური ქარის ენერგიის საბჭომ განაცხადა, რომ ქარის ენერგიის გლობალური პოტენციალი 2009 წლის მონაცემებთან (158,7 გვტ.) შედარებით 22,5%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით 35.8 გვტ-ს შეადგენს. ყოველივე ეს გამოიწვევს ქარის ენერგიის პოტენციალის ზრდას 194,4 გვტ-მდე, რაც ხელს შეუწყობს გლობალური ქარის ენერგიის ინდუსტრიის განვითარებას.
http://apps1.eere.energy.gov/news/news_detail.cfm/news_id=16732

სამთავრობო პროგრამაში "განახლებადი ენერგია 2008" ცვლილებები შევიდა
სამთავრობო პროგრამაში "განახლებადი ენერგია 2008" ცვლილებები განხორციელდა.
ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის ბრძანების თანახმად,  სამინისტრომ მცხეთა-მთიანეთში ასაშენებელი რამდენიმე ჰესი პროგრამიდან ამოიღო. კერძოდ, მდინარე თერგზე ასაშენებელი 99,9 მგვტ საპროექტო სიმძლავრის "დარიალი",  17,2 მგვტ-ი სიმძლავრის "თერგი" (მდ. თერგი), 8,3 მგვტ-იანი "ამალაჰესი" (მდ.ამალა), 14,8 მგვტ-იანი "ჩხერიჰესი" (მდ. ჩხერი), 8,9 მგვტ-იანი "ჯუთაჰესი" (მდ. ჯუთა), 17,8 მგვტ-იანი "სნოჰესი" (მდ. სნოწყალი), 11 მგვტ-იანი "კობიჰესი" (მდ. თერგი), 8,7 მგვტ-იანი "თრუსოჰესი" (მდ. თერგი) და 57,1 მგვტ-იანი "ცდოჰესი" (მდ. თერგი).
როგორც GBC-ის ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, ჰესებზე გარკვეული პარამეტრები დასაზუსტებელია და პროცესის დასრულების შემდეგ, პროგრამაში კორექტირებული სახით ჩაიდება.
მთავრობის იმიერ ინიცირებული პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008" ქვეყანაში 78 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ასაშენებელი ჰესების ნუსხა ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზეა (http://www.minenergy.gov.ge) განთავსებული. აქედან, რამდენიმე ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებები ქართულ და უცხოურ კომპანიებთან უკვე გაფორმებულია.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45521

კლიმატის ცვლილება

ნაციონალური ტყეების სამართავად შეერთებული შტატები ახალ გეგმას გვთავაზობს
შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო ტყის სერვისის მიერ შემოთავაზებული გეგმა სამომავლოდ ითვალისწინებს ახალი ნაციონალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას მიწათმოქმედების განსავითარებლად, რაც შეინარჩუნებს ტყეებს წყლის მოსახმარებლად, ასევე შეინარჩუნებს ველურ ბუნებას, ხელს შეუწყობს რეკრეაციას და სოფლის საზოგადოების ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობას. გეგმის წესების მიხედვით ტყე გახდება გაცილებით ელასტიური და სიცოცხლისუნარიანი საფრთხეების, მავნე პარაზიტების, კატასტროფული ხანძრების და კლიმატის ცვლილების მიმართ.
http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3522

პუბლიკაციები

ორჰუსის ცენტრის მიმართვა საქართველოს მთავრობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის თაობაზე
მიმდინარე წლის 8 თებერვლის საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ იგეგმება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტროს რეორგანიზაცია, კერძოდ, ბუნებრივი რესურსების საკითხების გამოყოფა და გარემოს დაცვის სამინისტროს რიგი ფუნქციების სხვა სამინისტროებში გადანაწილება. ასევე ცნობილია, რომ ამასთან დაკავშირებით მუშავდება რამდენიმე ვარიანტი.
ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი უფრო სუსტი რგოლია აღმასრულებელი ხალისუფლების განხორციელების თვალსაზრისით. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის აპარატად გარდაქმნა გამოიწვევს გარემოს დაცვის დარგის დასუსტებას, რაც არ არის შესაბამისობაში საქართველოს მიერ ამ სფეროსთან მიმართებაში ოფიციალურად დეკლარირებულ პოლიტიკასთან . ეკოლოგიური პრობლემების აქტუალობას და პატარა ქვეყნების როლს მათ მოგვარებაში ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმაც თავის გამოსვლაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე ქ. კანკუნში (მექსიკა) და “მწვანე ამბიციას” გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები უწოდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის აპარატად გადაკეთების შემთხვევაში გაუგებარია გარემოს დაცვის სფეროში არსებული უმნიშვნელოვანესი მარეგულირებელი მექანიზმის _ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის – ბედი, რაც შეშფოთების საფუძველს ქმნის იმ მხრივაც, რომ ეს პროცედურა წარმოადგენს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობის მიღების ერთადერთ მექანიზმს საქართველოში. საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არსებული კანონმდებლობითაც არ არის სრულყოფილი და მკვეთრ გაუმჯობესებასა და ორჰუსის კონვენციასთან  შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს. სახელმწიფო აპარატის ფუნქციებიდან გამომდინარე, იქმნება საზოგადოებისათვის მონაწილეობის უფლების შეზღუდვის რისკი, რაც დაგვაშორებს საქართველოს მიერ ორჰუსის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და ზოგადად,  ქვეყნის მიერ არჩეულ განვითარების კურსს.
ასევე ყურადსაღებია სამინისტროს ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების მოსალოდნელი გადანაწილება, როგორიცაა გარემოს ეროვნული სააგენტო. სააგენტოს როლი უკიდურესად მნიშნელოვანია ქვეყნის მიერ ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. შესაბამისად, მისი არაოპტიმალური რეორგანიზაცია შეიძლება გახდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შედეგად, საზოგადოების ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველი, რაც ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულების პირდაპირი დარღვევაა. ასევე კითხვებს ბადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადატანის მართებულობა.
ზემოხსენებული საკითხები აქტუალურია მაშინაც კი, თუ შენარჩუნებული იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს სტატუსი, მაგრამ მისი რეგულირების სფეროდან გამოვა დაცული ტერიტორიები, სატყეო სექტორი და, სავარაუდოდ, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩატარდეს ფართო კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და მოხდეს სამინისტროს რეორგანიზაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების საჯარო განხილვა ორჰუსის კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად (საზოგადოების მონაწილეობა აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში).
ორჰუსის ცენტრი საქართველოში
თბილისი 0114, გულუას ქ. ¹6
ტელ.: +995 32 752419
ფაქსი: +995 32 752390
Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript
www.aarhus.ge

ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
ენერგოავტობუსი მიმდინარე წლის 21-25 თებერვალს იმოგზაურებს კასპის რაიონში.
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

თბილისში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო კონფერენცია იმართება
თბილისში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
ორდღიანი კონფერენცია ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით, ორშაბათს 09:00 საათზე სასტუმროში "ქორთიარდ მერიოტი" გაიხსნა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45405

მოწვევა პრეზენტაციაზე
გვინდა მოგიწვიოთ ა/წ 25 თებერვალს,  არასამთავრობო კოალიციის მიერ მომზადებული ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2010”-ის პრეზენტაციაზე.

მომავალი ნახშირბადის ემისიების გარეშე
22.02.2011 - 24.02.2011
იოჰანსბურგი, მიდრანდი, გალაჰერის ყრილობის ცენტრი
http://www.25degrees.net/index.php?view=details&id=144%3Aa-low-carbon-future&option=com_eventlist&Itemid=61

გამოქვეყნდა 22.02.2011 13:41
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.