E ISSN 1987 - 8257

კვირა 10 Печать E-mail
09.03.2011 17:12

სარჩევი

1. გლობალურ ბირჟებზე 1 მარტს სანავთობო ფიუჩერსების ფასი გაიზარდა
2. ბათუმის ნავთობტერმინალიდან ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელი იანვარ-თებერვალში შემცირდა
3. ნავთობიმპორტიორთა კავშირმა ბენზინის ბუნებრივი აირით ჩანაცვლების ტენდენცია დაინახა
4. შარშან საქართველოში გაზის მოპოვების მაჩვენებელმა 8 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა
5. საქართველოში შარშან 51 441 ტონა ნავთობი მოიპოვეს
6. „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში მონაწილეობისთვის ემზადება
7. ამერიკული კომპანია Dow ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად და ემისიების შესამცირებლად 100 მლნ. დოლარს გამოყოფს
8. ჯავახეთის მოსახლეობისთვის 400 000 ევრო დაიხარჯება
9. პუბლიკაციები
10. ღონიძიებები

 

 

 

 

ნავთობი და გაზი


გლობალურ ბირჟებზე 1 მარტს სანავთობო ფიუჩერსების ფასი გაიზარდა
მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე სანავთობო ფიუჩერსების ფასი გაიზარდა. სააგენტო RBC-ის ინფორმაციით, 1 მარტის სავაჭრო სესიის შედეგებით, ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე სანავთობო ფიუჩერსის IPE Brent Crude ფასი გაიზარდა და 115,42 (+3,62) აშშ დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკის New York Mercantile Exchange-ზე კი სანავთობო ფიუჩერსის Brent Crude ფასი გაიზარდა და 99,63 (+2,66) აშშ დოლარს მიაღწია.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45839

ბათუმის ნავთობტერმინალიდან ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელი იანვარ-თებერვალში შემცირდა
ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2011 წლის იანვარ-თებერვალში 814 237 ტონა ნავთობპროდუქტი გადაიზიდა.
როგორც GBC-ის ბათუმის ნავთობტერმინალიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 45%-ით ჩამორჩება. ნავთობტერმინალის მეშვეობით 2010 წლის იანვარ-თებერვალში 1,184 მლნ ტონა ნავთობპროდუქტია გადაზიდული.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გადაზული ნავთობპროდუქტების მთლიანი მოცულობიდან 453 418 ტონა იანვარზე, 360 819 ტონა თებერვალზე მოდის.
2011 წლის იანვარ-თებერვალში გადაზიდული მთლიანი მოცულობიდან, 722 347 ტონა ნედლ ნავთობზე, 35 179 ტონა ბენზინზე, 16 556 ტონა დიზელის საწვავზე, 2 617 საავიაციო ნავთსა და 29 907 ტონა სხვა საწვავის გადაზიდვაზე მოდის.
2010 წლის განმავლობაში ნავთობტერმინალის მეშვეობით სულ 6,115 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა განხორციელდა.
ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მეშვეობით აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის გადაზიდვა ხორციელდება. ოპერაციებს ამერიკული კომპანია ExxonMobil-ი ახორციელებს. კომპანია წელიწადში რკინიგზის მეშვეობით საშუალოდ 10 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
ბათუმის პორტისა და ტერმინალის მფლობელი ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზია".
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45817

ნავთობიმპორტიორთა კავშირმა ბენზინის ბუნებრივი აირით ჩანაცვლების ტენდენცია დაინახა
საქართველოში 2010 წლის მონაცემებით დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, ბენზინის - შემცირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, დიზელის საწვავის იმპორტი 2005 წლის შემდეგ მუდმივად იზრდება. 2010 წელს კი ქვეყანაში 26 ათასი ტონით მეტი დიზელის საწავავია იმპორტირებული, ვიდრე 2009 წელს.
სტატისტიკურად ქვეყანაში 2010 წელს 45 ათასი ტონით ნაკლები ბენზინი შემოვიდა, ვიდრე 2009 წელს.
მთლიანობაში ორივე კატეგორიის ნავთობპროდუქტის იმპორტის მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 20 ათასი ტონით არის შემცირებული.
2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ იმპორტირებულია 808 970 790 ტონა საწვავი, აქედან 409 092 726 ტონა ბენზინია, 399 878 064 ტონა დიზელის საწვავი.
კავშირში ბენზინის იმპორტის შემცირების ძირითად მიზეზად 2009 წელს მსოფლიოში ნავთობზე დაბალ ფასს ასახელებენ. "2009 წლის 6 თვის განმავლობაში 1 ლიტრი ბენზინი 0,95-1,00 ლარი ღირდა, 2010 წელს კი ბენზინი 70-80%-ით გაძვირდა. შესაბამისად,  გაზრდილი ფასის პირობებში ბენზინის მოხმარება შემცირდა,  ბენზინზე მომუშავე ბევრი სატრანსპორტო საშუალება კი ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდა," - განმარტავენ კავშირში.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, კავშირში ამბობენ, რომ მიუხედავად მაღალი ფასისა, მისი იმპორტი გაიზარდა, რაც განპირობებულია მისი მოხმარების ზრდით. "გაზრდილია სატრანზიტო გადაზიდვები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მოცულობა; აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები; დაწყებულია კრიზისის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის პროცესი. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მოსაზღვრე სახელმწიფოში - თურქეთში დიზელის საწვავი თითქმის ორჯერ ძვირია საქართველოსთან შედარებით. შესაბამისად, აქეთ გადმოსული სატრანსპორტო საშუალებები მაქსიმალური ოდენობის საწვავით კვეთენ საზღვარს უკან," - ამბობენ კავშირში.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45803

შარშან საქართველოში გაზის მოპოვების მაჩვენებელმა 8 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა
2010 წელს საქართველოში გაზის მოპოვების მაჩვენებელმა 8 მლნ კუბ. მეტრი შეადგინა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, მოპოვებული გაზიდან სახელმწიფომ წილის სახით 2,8 მლნ კუბ. მეტრი მიიღო.
საქართველოში გაზის მოპოვებას კომპანიები „კანარგო" და Jindal Petroleum Ltd-ი აწარმოებს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45801

საქართველოში შარშან 51,441 ტონა ნავთობი მოიპოვეს
2010 საქართველოში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმა 51 441 ტონა შეადგინა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, მოპოვებული ნავთობიდან სახელმწიფომ წილის სახით 12 100 ტონა მიიღო.
საქართველოში ნავთობის მოპოვებას კომპანიები „კანარგო", „ფრონტერა" და Jindal Petroleum Ltd-ი ახორციელებენ, ხოლო ჭაბურღილზე „სუფსა-შრომისუბანი" მოპოვებით სამუშაოებს „ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აწარმოებს.
როგორც კორპორაციაში განმარტავენ, სახელმწიფოს მიერ მიღებულ წილში „ფრონტერას" მოპოვებული ნავთობი არ შედის, რადგან კორპორაციას კომპანიასთან წილობრივი განაწილების შესახბ ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.
2002-2010 წლების განმავლობაში, ნავთობის მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 140 ათასი ტონა, 2003 წელს დაფიქსირდა. 
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45775

განახლებადები და ენერგოეფექტურობა


„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში მონაწილეობისთვის ემზადება
ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში მონაწილეობისთვის მზადებას იწყებს.
ევროპაში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 11-15 აპრილს გაიმართება. კვირეულის ფარგლებში "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" ორგანიზებით, საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღეები მოეწყობა.
"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" ინფორმაციით, მათი ორგანიზებით სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართება, სადაც სამეცნიერო წრეების, დონორი ორგანიზაციების, შესაბამისი სამინისტროებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
გარდა ამისა, თემაზე "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება" გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მათ შორის, საუკეთესო ტელე-რადიო და საგაზეთო რეპორტაჟების ავტორები ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=45746

ამერიკული კომპანია Dow ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად და ემისიების შესამცირებლად 100 მლნ. დოლარს გამოყოფს
ამერიკული კომპანია Dow ქიმიური საშუალებების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანიიის ქარხანა და რამდენიმე საწარმო ილინოისის შტატში მდებარეობს. ენერგოეფექტურობის გაზრდის და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით კომპანია მზადაა გამოყოს 100 მლნ დოლარი და განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიას საკუთარი მოსაზრებები და პროექტები შესთავაზოს.
http://www.energyefficiencynews.com/i/3843/

ბრიტანეთის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ზღვის მიმოქცევის სისტემას ხელახლა გამოიკვლევს
ბრიტანეთის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ზღვის მიმოქცევის სისტემას ხელახლა გამოიკვლევს. კვლევის შედეგად მეცნიერები დარწმუნებულეები არიან, რომ მიმოქცევის ენერგიის გამოყენების ახალი მოდელის შექმნას შეძლებენ. კვლევებისათვის 450.000 ფუნტი გამოიყო. მეცნიერები მზად არიან ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობით.
http://www.energyefficiencynews.com/i/3837/

კლიმატის ცვლილება


ჯავახეთის მოსახლეობისთვის 400 000 ევრო დაიხარჯება
ახალციხეში ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა ჭკადუა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (ჭჭF) პროექტის დირექტორი ნიკოლოზ მალაზონია, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ჯავახეთის ეროვნული პარკის დაარსებისა და სოციალური პროექტების განხორციელების საკითხები. ეს არის მცირე გრანტები, რომელიც დაიხარჯება ეროვნული პარკის გარშემო მცხოვრები მოსახლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად," განაცხადა გიორგი შონვაძემ. მონაწილეებმა დამხმარე ზონის მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროგრამები განიხილეს. 400,000 ევროს დაფინანსება „ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის" პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაიხარჯება.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური პროექტების შერჩევას.
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1414


პუბლიკაციები

”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” და ”ქ. თბილისის მერია” აცხადებენ კონკურსს ”მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის” ლოგოს დიზაინზე
2011 წლის 11-15 აპრილს ევროპის მასშტაბით ტარდება მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული. კვირეულის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის მთავარი დირექტორატი ენერგეტიკის დარგში, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, ევროპული ინსტიტუტები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.
”ენერგოეფექტურობის ცენტრი” და ”ქ. თბილისის მერია”  პროექტ : MODEL CIUDAD - ენერგო ქალაქების  ფარგლებში, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, აცხადებს კონკურსს მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ლოგოს დიზაინის შექმნაზე.
ლოგოს დიზაინი უნდა ასახავდეს მდგრადი ენერგეტიკის თემატიკას (განახლებადი ენერგიის წყაროები და ტექნოლოგიები, ენერგოეფექტურობა, მწვანე ქალაქები და ა.შ) აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.eusew.eu, www.energycities.eu,
ლოგო უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, იყოს სადა, მარტივად დასამახსოვრებელი. ლოგოზე შეგიძლიათ დაიტანოთ წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე ”მდგრადი ენერგეტიკის კვირეული, 11-15 აპრილი, 2011 ქ. თბილისი”   ან   ”თბილისის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული, 11-15 აპრილი, 2011”
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ამა წლის 25 მარტამდე  უნდა გამოაგზავნოთ ლოგოს დიზაინის თქვენეული ვერსია მისამართზე Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript   ან მოიტანოთ ენერგოეფექტურობის ცენტრის ოფისში: თბილისი, დავით გამრეკელის ქ. #19, ოფისი 611.
გამარჯვებული დაჯილდოვდება 300 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით.
ინფორმაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონებზე:
ტელ: +995 32 47 42 47, +995 32 24 25 40, +995 32 24 25 41
ფაქსი: +995 32 24 25 42
ვებ-გვერდი: www.eecgeo.org
ელ-ფოსტა: Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript

 


ღონისძიებები

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული
11-15 აპრილი, 2011
თბილისი, საქართველო
http://www.facebook.com/note.php?saved&&note_id=193352074021969

ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
მიმდინარე წლის 7-11 მარტს ენერგოავტობუსი იმოგზაურებს გარდაბანის რაიონში.
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

ბუნებრივი გაზით ვაჭრობა და რისკის შეფასება
2010 წლის 6-7 აპრილი
ჰიუსტონი, ტეხასის შტატი, აშშ
www.paradigmtraining.com

გამოქვეყნდა 09.03.2011 17:16
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.