E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ალტერნატიული ენერგეტიკა Печать E-mail
17.03.2011 16:46

ჩრდილოეთ თურქეთში საპანკას ტბის გრუნტის წყლით შევსების შედარება დისტანციურ გაზომვებთან

ჰ. გონკა კოსკუნ, ლევენტ ილმაზ, უგურ ალგანცი
(თურქეთი)

წინამდებარე კვლევაში დისტანციური გაზომვის (დგ) ტექნიკა გამოყენებულია როგორც იარაღი, რომლის საშუალებითაც დგინდება ჩრდილოეთ თურქეთში საპანკას ტბის გრუნტის წყლით შევსება. საჭიროა უკანასკნელ მონაცემებსა და გრუნტის წყლით შევსების პინდერის თეორიაზე მუშაობა, რათა შედარებული იქნას გრუნტის წყლით შევსება დგ მეთოდთან. საპანკას ტბის აუზის ფართობი, მის გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვანი ურბანიზაციისა და ინდუსტრიული განვითარების გამო, წარმოადგენს დაბინძურებულ წყალშემკრებ აუზს. დგ არის მნიშვნელოვანი იარაღი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება გრუნტის წყლის ხარისხის კონტროლი. წარმოებს მისი შედარება ტბის ზედაპირის დაბინძურების ფართობთან და მარმარილოს ზღვის იზმიტ ბეის ფართობთან. ეს უკანასკნელი არ მდებარეობს შორს საპანკას ტბიდან. ტბასა და ბეის შორის ადგილი აქვს ფილტრაციულ შევსებას. ამ მიზნით ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრავლიკურ ლაბორატორიასა და დისტანციური გაზომვების ლაბორატორიაში შედგა პროექტი. შესწავლაში, საპანკას მდინარისა და იზმით ბეის ნაწილის წყლის ხარისხის ანალიზისათვის, გამოიყენება 1996 წლის LISS-III სატელიტური მონაცემები. დგ მონაცემები გადაყვანილი იქნა UTM კოორდინატების სისტემაში. გამოყენებულია გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესების ტექნიკა. საპანკას ტბიდან იზმიტ ბეიში ფილტრაციის დისპერსიის შედეგად გაკეთდა რეკომენდაციები საპანკას ტბის აუზის დაბინძურებული გარემოს დაგეგმვისა და მართვის შესახებ. გრუნტის წყლით შევსების გაზომვა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია აუზის დაბინძურების წყაროების თავიდან აცილებისათვის და წყალშემკრები აუზის შემდგომი განვითარების კონტროლისათვის. განხორციელდა დისტანციური გაზომვის ტექნიკა და შედეგები შედარებული იქნა გრუნტის წყლის დაბინძურების თეორიულ შეხედულებებთან.

გამოქვეყნდა 18.03.2011 13:36
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.