E ISSN 1987 - 8257

კვირა 14 Печать E-mail
06.04.2011 19:10

სარჩევი

1. მთავრობა გაზის მოხმარების შემცირების პერსპექტივას ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ჰიდრორესურსების განვითარებაში ხედავს
2. წითელი ხიდი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 10-კილომეტრიან მონაკვეთს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ააშენებს
3. საქართველოში საექსპორტო მნიშვნელობის ნავთობგადამამუშავებელი ქახანა შენდება
4. მარტის ბოლოს თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია GIOGIE-2011 გაიმართება
5. „სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამერიკულ Schweitzer Engineering Laboratories, INC-თან თანამშრომლებს იწყებს
6. გერმანული „ვინდ ენერჯი ინვესტმენტი" ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაში 72 მილიონ დოლარს ჩადებს
7. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში „ვუდ სერვისი" რამდენიმე ღონისძიებას გამართავს
8. პუბლიკაციები
9. ღონისძიებები






ნავთობი და გაზი

მთავრობა გაზის მოხმარების შემცირების პერსპექტივას ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ჰიდრორესურსების განვითარებაში ხედავს
მთავრობა გაზის მოხმარების შემცირების პერსპექტივებს ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ჰიდრორესურსების განვითარებაში ხედავს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა პარლამენტის ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ქვეყანაში არამარტო გაზის მოხმარებას შეამცირებს, არამედ ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრიას განავითარებს. ხეთაგურის განმარტებით, ამჟამად თბოელექტოსადგურებს 1000 კუბ. მეტრი გაზი შეღავათიან ტარიფად, 143 აშშ დოლარად მიეწოდება, რათა გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი სტაბილური იყოს. ქვანახშირზე მომუშავე 300-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობას ტყიბულში ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" გეგმავს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46356



წითელი ხიდი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 10-კილომეტრიან მონაკვეთს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ააშენებს
წითელი ხიდი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 10 კმ-იან მონაკვეთს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ააშენებს. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო ტენდერით შეირჩა. როგორც კორპორაციაში განმარტავენ, ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა და კომისიამ გადაწყვეტილება „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სასარგებლოდ მიიღო. ტენდერის გამოცხადებისას,  პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 მლნ ლარი იყო. თუმცა  გამარჯვებულმა კორპორაციას პროექტის ღირებულებად ყველაზე ნაკლები ფასი, 3,3 მლნ ლარი შესთავაზა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მაგისტრალური გაზსადენის 10 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამოაცხადა. წითელი ხიდი-საგურამოს 80-კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტი საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, გარდაბანი-ნავთლუღის 30 კმ-იანი მონაკვეთი 2006 წელს აშენდა, ხოლო 10 კმ-იანი მონაკვეთი - 2010 წელს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46335



საქართველოში საექსპორტო მნიშვნელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება
შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ოთხშაბათს პარლამენტში, სამთავრობო დებატების მიმდინარეობისას ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც იქნება გათვლილი. "საუბარია 4,5 მლნ ტონა წარმადობის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე, რომელიც ყველა სახის ნავთობპროდუქტს გამოუშვებს. რეგიონში დიდი რაოდენობით ნავთობის მარაგია და საჭიროა მისი დროული გადამუშავება. ვფიქრობთ, რომ ჩვენთან წარმოებული ნავთობპროდუქტებით თურქეთის და უკრაინის ბაზრებზე შევალთ", - განმარტა ხეთაგურმა, რომლის ინფორმაციითაც, ქვეყანა 800 ათას ტონა ნავთობპროდუქტს მოიხმარს. გარდა ამისა, მინისტრმა ახალი მილსადენების მშენებლობასა და ძველების რეაბილიტაციაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ შესაბამისი პროცესები 2013 წლამდე დასრულდება. "ამ მიმართულებით 353 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება", - დასძინა ალექსანდრე ხეთაგურმა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46346




ელექტროენერგეტიკა

მარტის ბოლოს თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია GIOGIE-2011 გაიმართება
29-30 მარტს თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია GIOGIE-2011 გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, ყახაზეთიდან, უკრიანიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მსჯელობა ენერგეტიკის დარგის განვითარებაზე 2020 წლის ჩათვლით. კონფერენციაზე განხილული იქნება ასევე ენერგეტიკული პროექტები საქართველოში და პროექტები საქართველოს ენერგოუსაფრთხოების შესახებ. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ასევე "სამხრეთ დერეფნის" შესახებაც. შეგახსენებთ, რომ GIOGIE ყოველწლიურად იმართება და წელს მაში 15 ქვეყნიდან 150 დელეგატი მონაწილეობს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46378



„სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამერიკულ Schweitzer Engineering Laboratories, INC-თან თანამშრომლებს იწყებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამერიკულ კომპანიასთან Schweitzer Engineering Laboratories, INC თანამშრომლებს იწყებს. „სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც ტენდერის საფუძველზე შეირჩა, ვალდებულებად 500-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებზე „იმერეთი, „ქართლი 1" და „ქართლი 2" სასისტემო ავტომატიკის დამონტაჟება აიღო. „სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, ავარიის შემთხვევაში გამორთვების ჯაჭვური რეაქცია თავიდან ავიცილოთ, რათა არ შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს და არ მოხდეს ქვეყნის სრული ჩაქრობა" - განაცხადა „სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ. მისი თქმით, ელექტროგადამცემ ხაზებზე სამუშაოები ზაფხულში დასრულდება
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46292



განახლებადები და ენერგოეფექტურობა

გერმანული „ვინდ ენერჯი ინვესტმენტი" ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაში 72 მილიონ დოლარს ჩადებს
გერმანული კომპანია „ვინდ ენერჯი ინვესტმენტი" ახალციხეში, 50-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაში 72 მლნ აშშ დოლარს ჩადებს. როგორც GBC-ის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანიასთან დეტალები ზუსტდება და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ხელშეკრულებით გერმანული მხარე ვალდებულებას იღებს, ექსპერტები ჩამოიყვანოს და შესაბამისი სამუშაოები აწარმოოს. ენუქიძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგოსისტემას მიეწოდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 23 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით ჰიდროენერგეტიკის განვითარება იაფია, რადგან დღეისთვის ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ია ათვისებული და ინვესტორებიც სწორედ ჰესების მშენებლობებით ინტერესდებიან, ქარის და სხვა ალტერნატიულ წყაროებზე მომუშავე სადგურებთან შედარებით. ხეთაგურის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლის მაისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2013 წელს შევა.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46360



კლიმატის ცვლილება

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში „ვუდ სერვისი" რამდენიმე ღონისძიებას გამართავს
კომპანია „ვუდ სერვისი" „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული" მიმდინარე წლის 11-15 აპრილს ევროპის „მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეულის" ფარგლებში გაიმართება. კვირეული მიზნად მდგრადი ენერგიის, განახლებადი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს. ღონისძიება თბილისის მერიის, „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს", კავშირის „მდგრადი განვითარებისთვის ეკოხედვა", „მწვანეთა მოძრაობისა" და ევროკომისიის ორგანიზებით მოეწყობა. „ვუდ სერვისის" ინფორმაციით, 12 აპრილს, კომპანიის ახალი ტექნოლოგიების საკონფერენციო დარბაზში Green Hall-ი სკოლის მასწავლებლებისთვის ენერგიის დაზოგვის თემაზე სემინარი გაიმართება. სემინარი კავშირის "ეკოხედვა"  ორგანიზებით ჩატარდება. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების ცეტრში დაგეგმილია  ენერგოეფექტურობისა და განახლებადიი ენერგიის წყაროების განვითარების ხელმშემწყობი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ზემოხსენებული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას სამშენებლო სექტორში. მოეწყობა განახლებადი ენერგიის ინიციატივებისა და ტექნოლოგიების გაშუქების მხარდაჭერის მიზნით 2010 წელს გამოცხადებული მწვანე ჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.  კომპანიის ცნობით, მოეწყობა მდგრადი არქიტექტურის კონკურსის იდეის პრეზენტაცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მდგრადი სამშენებლო ინიციატივების და ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46537



პუბლიკაციები

მდგრადი რესურსების გამოყენების წარმოდგენა
ავტორი კალუმ ჰილი
წიგნში შესანიშნავად არის გადმოცემული რესურსების მარაგის მოთხოვნისა და ზემოქმედების დაწვრილებითი განხილვა. ამ წიგნში მკითხველი ეცნობა ინდუსტრიულ რევოლუციას, თერმოდინამიკას, მნიშვნელოვან ლითონებსა და სტრატეგიების შემსუბუქების გზებს.
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102564&v=513243



ღონისძიებები

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული
თბილისი
11-15 აპრილი, 2011
http://www.facebook.com/note.php?saved&&note_id=193352074021969



ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველო, თეთრიწყაროს რაიონი
4 – 8 აპრილი 2011
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html



3-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ენერგიისა და კლიმატის ცვლილების შესახებ
საბერძნეთი, ათენი
13 – 14 ოქტომბერი 2011
http://www.kepa.uoa.gr/kepaenglish1.html

გამოქვეყნდა 06.04.2011 19:15
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.