E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

საერთო ნაწილი Печать E-mail
17.03.2011 16:33

საქართველოს კაშხლებთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხოების შესახებ

გ.ხელიძე, ი.ნონიევი, რ.პატარაია
(საქართველო)

ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უსაფრთხო ექსპლუატაციის მსოფლიო მასშტაბით მეტად დიდი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნება ენიჭება. ამ პრობლემის გადაწყვეტა საჭიროა შესრულდეს კომპლექსური ღონისძიებები: იურიდიული, ადმინისტრაციული და საინჟინრო-ტექნიკური. ეს ღონისძიებები დამუშავებულია მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში. საჭიროა მათი ადაპტაცია საქართველოს პირობებთან ან ახალი ღონისძიებების შემუშავება.

საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების თავისებურებებთან მიმართებაში ავტორების მიერ დამუშავებულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია: წყალდამჭერი ნაგებობების კლასიფიკაციის შემუშავება, რომელშიც მთავარი ყურადღება დაეთმობა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: გაბარიტები, ნაგებობების ინსპექტირების ვადების დანიშვნა მათი შესაძლო საავარიო სიტუაციების შექმნასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების კრიტერიუმების დადგენა ქვედა ბიეფში მცხოვრები მოსახლეობის დანაკარგებისა და ქონების ზარალის გათვალისწინებით.

გამოქვეყნდა 24.06.2011 07:19
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.