E ISSN 1987 - 8257

კვირა 46 Печать E-mail
17.11.2011 09:21

სარჩევი

1. იმერეთის სოფელ სიქთავრაში საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა
2. მექსიკის ყურეში სანაპირო ზოლის გაწმენდის დასრულების გეგმა მოწონებულ იქნა შეერთებული შტატების საველე კოორდინატორის მიერ
3. კინტრიშაჰესის“ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდა
4. მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს
5. თბილისში საქართველო–ნორვეგიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა
6. 5 წელიწადში ჩინეთში ვარვარა ნათურები აიკრძალება 
7. შოტლანდიის 100%–იანი განახლებადი ენერგიის მიზანი ვერ განხორცილედება – ნათქვამია  ანგარიში
8. კომპანია „ალსტომი“ გეგმავს დაამონტაჟოს 6 MW ქარის ტურბინა
9. კლიმატის ცვლილება ჩინეთის მარცვლეულის მოსავალს ემუქრება
10. საერთაშორისო კონფერენცია „კლიმატის ცვლილება კავკასიაში“
11. პუბლიკაციები
12. ღონისძიებები

ნავთობი და გაზი

იმერეთის სოფელ სიქთავრაში საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

დასრულებული სამუშაოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ მხარის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან ერთად დღეს დაათვალიერა და ერთ–ერთი მოსახლის ოჯახში ბუნებრივი აირის ანთებას დაესწრო.

სამუშაოები კომპანიამ „იტერა–საქართველო“ შეასრულა. სოფელში საშუალო წნევის 4 კმ სიგრძის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც 700 ოჯახს საშუალება მიეცემა ბუნებრივი აირი მიიღოს.
საპრეზიდენტი პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში იგეგმება საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება. 
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=748

მექსიკის ყურეში სანაპირო ზოლის გაწმენდის დასრულების გეგმა მოწონებულ იქნა შეერთებული შტატების საველე კოორდინატორის მიერ

18 თვიანი დაძაბული შრომის შემდეგ, რომელიც მექსიკის ყურის ღრმა წყლების ინცინდენტის შემდეგ მიმდინარეობდა სანაპირო ზოლის გასაწმენდად, შეერთებული შტატების საველე კოორდინატორმა მოიწონა სამუშაოების დასრულების გეგმა, რაც გზას უხსნის სანაპირო ზოლის აღდგენაზე დასაწყებ სამუშაოებს.
http://www.bp.com/genericarticle.do?categoryId=2012968&contentId=7072121

ელექტროენერგეტიკა

„კინტრიშაჰესის“ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდა
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი მდინარე კინტრიშზე ასაშენებელი „კინტრიშაჰესის“ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 4 ნოემბერს დასრულდა. ჰესის მშენებლობით ქართული კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანია“ დაინტერესდა. „კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 30 მლნ კვტ.საათს შეადგენს. მშენებლობის დაწყება 2012 წლის მარტში იგეგმება. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წლის სექტემბერში შევა. 
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=746

მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს

კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ახორციელებს. მიმდინარე სამუშოები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, 4 ნოემბერს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ დაათვალიერა.

სამუშაოების შედეგად, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები 696 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტში „ენერგო–პრო ჯორჯია“ ჯამში 208,800 ლარის ინვესტირებას გეგმავს.

„ენერგო–პრო ჯორჯიამ“ საქართველოს მასშტაბით 500 ათასამდე აბონენტი უკვე გაამრიცხველიანა. აქედან, მიმდინარე წლის 10 თვეში 94,703 აბონენტი გამრიცხველიანდა, წლის ბოლომდე დამატებით 36,400 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება იგეგმება.
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=744

თბილისში საქართველო–ნორვეგიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა

საქართველო–ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმი სასტუმროში „თბილისი–მარიოტი“ დღეს გაიხსნა.
ფორუმი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონას გარ სთორმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ყაველაშვილმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. გარდა ამისა, მხარეებმა ენერგეტიკული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

შეხვედრას ნორვეგიის დელეგაციის გარდა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროენერგეტი-კული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და საინვესტიციო კომპანიების წარმომა-დგენლები ესწრებოდნენ.
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=749

განახლებადი და ენერგოეფექტურობა

5 წელიწადში ჩინეთში ვარვარა ნათურები აიკრძალება  ერთ-ერთი ჩინური საინფორმაციო მედიის ცნობით, მომდევნო ხუთ წელიწადში  ჩინეთში არაეფექტური ვარვარა ნათურები თანდათანობით აიკრძალება. უკვე მომავალი წლიდან ჩინეთი აკრძალავს 100 ვატიანი ვარვარა ნათურების იმპორტირებას და გაყიდვას, 2014 წლიდან 60 ვატიანის, ხოლო 2014 წლიდან კი 15 ვატიანის.

ეროვნული განვითარებისა და რფორმების კომიტეტის (NDRC) განცახადებით, ვარვარა ნათურების აკრძალვით ჩინეთი შეძლებს დაზოგოს 48 მილიარდი კვტ.სთ ენერგია და შეამციროს 48 მილიონი ტონა CO2 ემისია ყოველწლიურად.
ამჟამად ჩინეთის მთლიანი ელექტროენერგიის 12% განათებაზე მოდის და წელიწადში აწარმოებს 3,85 მილიარდ ვარვარა ნათურას, აქედან 1,07 მილიარდი  იყიდება და გამოიყენება ადგილობრივად.
http://www.energyefficiencynews.com/i/4618/

შოტლანდიის 100%–იანი განახლებადი ენერგიის მიზანი ვერ განხორცილედება, ნათქვამია  ანგარიში
შოტლანდიის მთავრობის განცხადება - 2020 წლისთვის აწარმოოს ელექტროენერგია მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, გახდა მექანიკოს ინჟინერთა ინსტიტუტის (IMechE) კრიტიკის საგანი.

IMechE-ის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ მიზანს „მკაცრი საინჟინრო ანალიზი არ ადასტურებს“. აღნიშნული მიზნის მისაღწევი გეგმა არ არის შესაბამისად შემუშავებული, არ შეესაბამება არსებულ ღირებულებას და არარეალისტურია“. ანგარიში ნათქვამია, რომ შოტლანდიის მთავრობის გეგმაში არ არის გათვალისწინებული ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ბიომასა ან გეოთერმული ენერგია, მაშინ როცა მხოლოდ ქარის და მზის ენერგია ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავებას არასასურველი ამინდის პირობებში.
http://www.energyefficiencynews.com/i/4614/

კომპანია „ალსტომი“ გეგმავს დაამონტაჟოს 6 MW ქარის ტურბინა
საინჟინრო კომპანია „ალსტომი“-მა  უპასუხა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერს გააშენოს საფრანგეთის სანაპირო ზოლზე ქარის ფერმები ელექტროენერგიის მისაღებად.

გეგმის თანახმად  „ალსტომი“–ს მიერ  მოხდება 100 მილიონი ევროს ინვესტირება  სენ–ნაზარის პორტის ტერიტორიაზე ლუარა–ატლანტიკის რეგიონში და შერბურის პორტის ტერიტორიაზე მანშის რეგიონში, სადაც დამონტაჟდება „ჰალიად 150“ ტიპის 6 MW ქარის ტურბინები. შერჩეული  ორი ადგილმდებარეობა იქნება „ალსტომის“ პირველი ოფშორული ქარის  ფერმა, რომელიც ამავდროულად შექმნის 1000 პირდაპირ და 4000 არაპირდაპირ სამუშაო ადგილს.
http://www.energyefficiencynews.com/i/4612/

კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილება ჩინეთის მარცვლეულის მოსავალს ემუქრება

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი სპეციალისტების პროგნოზით ჩინეთი მზარდი, სასტიკი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგება შემდგომი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რისი მიზეზიც იქნება ხორბლის მოსავლის მკვეთრი ვარდნა ქვეყანაში, გამოწვეული კლიმატის ცვლილებებით.
http://news.smashits.com/728029/Climate-change-threatens-Chinas-crops-warns-expert.htm

საერთაშორისო კონფერენცია „კლიმატის ცვლილება კავკასიაში“

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში VII საერთაშორისო კონფერენცია - "კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები კავკასიაში" გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ჰოლანდიის ელჩი პიტერ იან ლანგენბერგი, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი და ლიხტენშტეინის სატყეო, ბუნების და ლანდშაფტის სამთავრობო განყოფილების გენერალური დირექტორი ფელიქს ნეშერი.

ყოველწლიურ კონფერენციაზე ბუნებრივი, ანთროპოგენული, გარემოსა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით კლიმატის ცვლილების შესახებ დისკუსია გაიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, მოეწყო კლიმატის ცვლილების შესახებ კლიპის პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1632

პუბლიკაციები

უდაბნოს ენერგია
ტექნოლოგიის, ზემოქმედებისა და შესაძლებლობების გზამკვლევი
ავტორი: ალასდარ კამერონი
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102743&v=513536

ბიოენერგია მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისათვის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა
შაქრის ლერწამის ფუნქცია აფრიკაში
ავტორები: ფრანსის ჯონსონი, ვიკრამ სებალუკი
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102738&v=513519

ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველო, ქალაქი ბათუმი, აჭარა
14  – 18 ნოემბერი, 2011
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

ევროპის რეგიონის მთავარი მოსამზადებელი კონფერენცია
წყლის მე-6 მსოფლიო ფორუმის (WWF), რომელიც უნდა გაიმართოს 2012 წელს მარსელში, მოსამზადებელი შეხვედრა
14-15 ნოემბერი 2011
საქართველო, თბილისი, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”
http://www.rec-caucasus.org/n.php?id=1320218462&lang=en

მე-3 ყოველწლიური კონფერენცია ნავთობისა და ენერგო რისკების მართვის შესახებ
29-30 ნოემბერი, 2011
შვეიცარია, ჟენევა, სასტუმრო ”Luxurious Mandarin Oriental”
http://www.platts.com/ConferenceDetail/2011/pc186/index

 

გამოქვეყნდა 17.11.2011 09:30
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.