E ISSN 1987 - 8257

კვირა 47 Печать E-mail
26.11.2011 19:32

შინაარსი

1. აშშ გარემოს დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა ჰიბრიდული სადგურის აშენებაზე
2. Shell–მა  განაცხადა ერაყის ბუნებრივი გაზის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ
3. მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობა სრულდება
4. ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში
5. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჩინელ ჟურნალისტებს შეხვდა
6. კომპანიები  Boeing და Hawai’i BioEnergy ერთობლივად მუშაობენ საავიაციო ბიოსაწვავის შექმნაზე
7. ევრო კავშირი ცდილობს იყოს ლიდერი დურბანის მოლაპარაკებებში
8. როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილება ნიუ იორკზე
9. პუბლიკაციები
10. ღონისძიებები

 

ნავთობი და გაზი

აშშ გარემოს დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა ჰიბრიდული სადგურის აშენებაზე

აშშ გარემოს დაცვის სააგენტომ გასცა უფლება 570 მგვტ სიმძლავრის გაზის და მზის ჰიბრიდული ელექტროსადგურის აშენებაზე კალიფორნიაში, პალმდეილში. ამ სადგურის ემისიების დასაშვები ზღვარი 1 მგვტ/სთ ენერგიის გამომუშავებისას არ უნდა აღემატებოდეს 350 კილოგრამს.

http://www.power-eng.com/articles/2011/11/natural-gas-and-solar-power-plant-awarded-permit-from-epa.html


Shell–მა  განაცხადა ერაყის ბუნებრივი გაზის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ

ერაყის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება Royal Dutch Shell–სა და Mitsubishi–ს კორპორაციასთან ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც მოახდენს თანამდევი ბუნებრივი აირის შეგროვებას ნავთობის სამი მთავარი საბადოდან, რაც ადგილობრივი ენერგიის მნიშვნელოვანი დამატებითი წყარო გახდება  და შექმნის გაზის ექპორტირების პოტენციალს. ერთობლივი საწარმოს, რომლის 51% ეკუთვნის ერაყის სამხრეთ კომპანიას, 44% კომპანია Shell–ს და 5% Mitsubishi-ს, სახელწოდება იქნება ”ბასრა გაზის კომპანია” (BGC).

კომპანია Shell უზრუნველყოფს პროექტის ტექნიკურ ექსპერტიზას და მართვას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს ერაყელი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და შემდგომში მათ დანიშვნას წამყვან პოზიციებზე.

www.youroilandgasnews.com/shell+announces+iraq+natural+gas+joint+venture+gets+final+approval_70886.html


მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობა სრულდება

17 ნოემბერს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა  და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა  დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები მოინახულეს.

ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობა სამწლიანი პროექტის ”წითელი ხიდი-საგურამოს” ბოლო ეტაპია.  პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს რაიონებისათვის გაზის მუცულობით მიწოდების უზრუნველყოფას. აგრეთვე, მილსადენის აშენების შემდეგ მაღალი წნევის გაზსადენი ქალაქგარეთ გადავა.

http://www.menr.gov.ge/News/2011/2113


ელექტრო ენერგეტიკა

ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში

ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში. თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები დაუმონტაჟდა 630 აბონენტს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია განახორციელა 189 000 ლარის ინვესტიციას.

სოფელ ეწერში მიმდინარე გამრიცხველიანების სამუშაოები ს.ს ენერგო–პრო ჯორჯიასთან ერთად დაათვალიერა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ.

გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავდა ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.

http://energo-pro.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27&info_id=2201


ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჩინელ ჟურნალისტებს შეხვდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ა. ხეთაგური საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩინელ ჟურნალისტებს შეხვდა. მინისტრმა ჟურნალისტებს ენერგეტიკაში გატარებული რეფორმები, ასევე ჰიდროპოტენციალი და საინვესტიციო პროექტები გააცნო. ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან მართავენ. დელეგაცია საქართველოს საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.

http://www.menr.gov.ge/News/2011/2127


განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა

კომპანიები  Boeing და Hawai’i BioEnergy ერთობლივად მუშაობენ საავიაციო ბიოსაწვავის შექმნაზე

თვითფრინავების დამამზადებელი კომპანია Boeing–მა  და განახლებადი ენერგიის კომპანია Hawai’i BioEnergy–მ  განაცხადეს  ერთობლივ  გეგმაზე იმუშავონ   საავიაციო ბიოსაწვავის შექმნაზე.

ორივე კომპანია გეგმავს, ერთობლივად მოახდინონ ბიოსაწვავის ისეთი წყაროს იდენტიფიცირება, რომელიც ჰავაიზე იზრდება, როგორცაა სორგო (მარცველული) და ევკალიპტი  და მათთგან აწარმოოს  მდგრადი საწვავი. ჰავაიმ დაისახა ამბიციური მიზანი,  2030 წლისთვის მიაღწიოს 70%–იან სუფთა ენერგიას, მიუხედავად იმისა, რომ იგი იმპორტირებულ საწვავზე არის დამოკიდებული.

http://www.energyefficiencynews.com/i/4641/


კლიმატის ცვლილება

ევრო კავშირი ცდილობს იყოს ლიდერი დურბანის მოლაპარაკებებში

ევრო კავშირის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევრო კავშირი უნდა იყოს ლიდერი გაერთიანებული ერების კლიმატის სამიტზე დურბანში და გააგრძელოს ბრძოლა CO2 ემისიების შემცირებისთვის. რეზოლუციის თანახმად, ევრო კავშირმა უნდა უზრუნველყოს კიოტოს პროტოკოლის  „საჯარო და  არაორაზროვანი“  მხარდაჭერა, როგორც  საერთაშორისო შეთანხმების დამაკავშირებელი ორიენტირი, ავალდებულებს რა  განვითარებულ ქვეყნებს, შეამცირონ ემისიები.

პარლამენტს სურს თავიდან  აიცილოს ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც დაკავშირებული იქნება მიმდინარე ფაზის დასრულების შედეგ  (2012 წელი). გაიმეორებს რა წინა კლიმატის რეზოლუციას, რეზოლუციის თანახმად ევრო კავშირი კვლავ გააგრძელებს სვლას 2020 წლისთვის ემისიების 20%–ით შემცირების მიზნისკენ. ამგვარად,  შენარჩუნებული იქნება მისი ეკონომიკური ინტერესი - შეიქმნას „მწვანე სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური უსაფრთხოება“.

http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3894


როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილება ნიუ-იორკზე

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად მოსალოდნელია დამანგრეველი წყალდიდობები (კატასტროფები), მსგავსად ნიუ-იორკში მომხდარი ქარიშხლისა ”აირენ” და ტროპიკული შტორმისა ”ლი” .

http://www.newsday.com/news/region-state/how-climate-change-will-affect-ny-1.3327357


პუბლიკაციები

საინჟინრო სწავლება და მდგრადი განვითარება

სახელმძღვანელო ცოდნის გასაუმჯობესებლად და ასამაღლებლად

ავტორი: ჩერილ დეშა და კარლსონ ”ჩარლი” ჰარგროუვსი

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102734&v=513507


ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - ენერგოავტობუსის პროექტი

საქართველო, ბათუმი, აჭარა

21 – 24 ნოემბერი, 2011

http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html


ელექტრო მანქანები

13 -14 თებერვალი 2012

ლონდონი, სასტუმრო ” Copthorne Tara”

http://www.smi-online.co.uk/events/overview.asp?is=5&ref=3715

 

გამოქვეყნდა 26.11.2011 19:39
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.