E ISSN 1987 - 8257

კვირა 49 Печать E-mail
07.12.2011 06:53

 

სარჩევი

1. ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი
2. ВР-იმ, SOCAR-მა და BOTAŞ-მა გაზის ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს
3. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ძველი დავალიანებების გაცემას განაგრძობს
4. ჩეხური კომპანია „ენერგო პრო“ საქართველოში ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
5. თბილისის  მერი  გიგი  უგულავა  მერების შეთანხმების ყოველწლიურ  სესიას დაესწრო 
6. ბრაზილიის ენერგო მომარაგების პროგნოზი 2015 წლისთვის
7. კლიმატის ცვლილების კონფერენცია დურბანში 
8. გოგა ხაჩიძემ გარემოსდაცვითი განათლების პროექტის შედეგები შეაჯამა 
9. “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსი”
10. მზის ტექნოლოგიები
11. 2010 წლის აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი

 

 

ნავთობი და გაზი

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. პროექტი დააფინანსა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და  განხორციელებულ იქნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ,  მშენებლობითი სამუშაოებისთვის აუქციონის წესით შერჩეულ იქნენ ქართული და საერთაშორისო კომპანიები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს წარმატებით დასრულდა.

წყარო: http://www.menr.gov.ge/en/News/2011/2142


ВР-იმ, SOCAR-მა და BOTAŞ-მა გაზის ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს

ბრიტანულმა ВР-მ, SOCAR-მა (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) და თურქეთის ოპერატორმა კომპანიამ BOTAŞ, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ტრანსპორტირების შესახებ თოთხმეტივე დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს „ტრენდის" ინფორმაციით, გაფორმებული ხელშეკრულება ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით ოპერაციების გაგრძელებასა და „შაჰ-დენიზის" საბადოს სრულ დამუშავებას ითვალისწინებს.

„შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც მოხდა, „შაჰ-დენიზის" საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების სამართლებლივ მხარეს უზრუნველყოფს, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება", - აცხადებენ BP-ში.

წყარო: http://news.boom.ge/geo/11/20111129/1511961/



ელექტროენერგეტიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ძველი დავალიანებების გაცემას განაგრძობს

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით სსე-ს რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი დღეს თანამშრომლებს შეხვდნენ და გადახდის პროცედურებს გააცნეს.  მიმდინარე წელს სსე 917 017 ლარს გადაიხდის. დავალიანებას მიიღებენ სსე-ის როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი თანამშრომლები, რომელთაც აღნიშნულ წლებში სახელფასო, სამივილინებო ან საქვეანგარიშო დავალიანება დაუგროვდათ.

სსე-ს გასულ წლებში დაგროვილი დავალიანება 3 მლნ ლარს აღემატება. კომპანიამ 2008 წლიდან დღემდე 474 921 ლარი დაფარა. დავალიანების გასტუმრება ეტაპობრივად განხორციელდება და 2013 წელს დასრულდება. დავალიანებების მქონე პირთა მონაცემები შესაბამის რეგიონალურ ქსელებში გროვდება და სსე-ის სათაო ოფისს გადმოეცემა, სადაც ხდება საბუთების მომზადება გადარიცხვისთვის.

წყარო: http://www.menr.gov.ge/News/2011/2139


ჩეხური კომპანია „ენერგო პრო“ საქართველოში ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს

„ენერგო-პროს“ წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინიტრი ნიკა გილაური შეხვდა, რომელიც ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, „ექსპორტ ბანკი-ს" მეშვეობით საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ენერგეტიკაში. ამასთან, ჩეხეთის კერძო სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროთია დაინტერსებული.

წყარო:  http://www.radiokalaki.ge/index.php?cid=39&act=view&id=8077


განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა

თბილისის  მერი  გიგი  უგულავა  მერების შეთანხმების ყოველწლიურ  სესიას დაესწრო

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მერების შეთანხმების (Covenant of Mayors) ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევრო-კომისია, ევროპარლამენტი, რეგიონების კომიტეტი და მერების შეთანხმების ოფისი. დამსწრეებსა და გამომსვლელებს შორის იყვნენ ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა ქალაქის მერები.

წყარო: http://new.tbilisi.gov.ge/


ბრაზილიის ენერგო მომარაგების პროგნოზი 2015 წლისთვის

ბრაზილიის ენერგო მომარაგებაში ქარისგან მიღებულმა ენერგიამ შეიძლება 2015 წლისთვის მეორე ადგილი დაიკავოს. ეს გახლავთ თემა, რომელზეც მთელს ბრაზილიაში ბევრს საუბრობენ. ქარის ენერგიის წილის ზრდა სიურპრიზი უკვე აღარავისთვის აღარ არის, მას შემდეგ  რაც ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა მისი ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის 11.5 გიგავატი სიმძლავრის ქარის ელექტრო სადგურების მშენებლობის დასრულებას, მათ შორის 1.5 გიგავატი უკვე დასრულებულია.

წყარო: http://www.renewableenergyworld.com/rea/news/article/2011/11/wind-could-become-brazils-second-power-generation-source-in-2015?cmpid=WindNL-Thursday-December1-2011



კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილების კონფერენცია დურბანში

სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოდან გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია მიიღებს. შეხვედრა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოთა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომაგდენლებს აერთიანებს.

დურბანში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მისაღწევად 192 ქვეყნის დელეგატები და ექსპერტები იმსჯელებენ. მოლაპარაკებებზე მხარეები იმსჯელებენ კონვენციისა და კიოტოს პროტოკოლის დანერგვის შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ბალის სამოქმედო გეგმაზე, რაზეც მხარეები 2007 წელს მხარეთა კონფერენციის მე-13 შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ასევე, მოლაპარაკებები გაგრძელდება კანკუნის შეთანხმებაზე, რომელიც მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული იქნა 2010 წლის დეკემბერში. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია კიოტოს ოქმის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან კიოტოს ოქმის მოქმედების ვადა 2012 წელს სრულდება.

კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-17 შეხვედრა 28 ნოემბერს დაიწყო და 9 დეკემბრამდე გრძელდება.

წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=40&info_id=1659


გოგა ხაჩიძემ გარემოსდაცვითი განათლების პროექტის შედეგები შეაჯამა

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე თბილისის სკოლების 30 მასწავლებელს შეხვდა და მათთან ერთად მთელი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა, რომელიც მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

გარემოს დაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმ სკოლების დაჯილდოვება გაიმართა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროექტში "ბაღის ფრინველთა საათი". მინისტრმა წარმატებულ პედაგოგებს სერთიფიკატები და პროექტის შედეგების ამსახველი მასალები გადასცა.

წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1651


პუბლიკაციები

მზის ტექნოლოგიები

საგამომცემლო სახლ ”ერსქენის” სახელმძღვანელო მზის ენერგიის გამოყენების შესახებ გათბობისა, გაგრილებისთვის, ასევე ელექტროენერგიის წარმოებაში.

ავტორი: დევიდ თორპი

წყარო: http://www.earthscan.co.uk/?TabId=102739&v=513523


2010 წლის აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან და ავტო-ტრანსპორტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ყოველწლიური ანგარიში (2010).

http://aarhus.ge/index.php?lang=eng&page=114


ღონისძიებები

“ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსი”

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 5-9 დეკემბერს ენერგოავტობუსი ესტუმრება გურიას, ოზურგეთის რაიონს.

წყარო: www.eecgeo.org

 

გამოქვეყნდა 07.12.2011 07:00
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.