E ISSN 1987 - 8257

კვირა 1, 2012 Печать E-mail
10.01.2012 10:08

სარჩევი

1. სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელი წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დაასრულა

2. საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სომხეთს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა
3. „ნაბუკოს" პროექტი სხვა მილსადენებთან შეერთებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
4. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიამ დაასრულა კიდევ 16 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება
5. გაერთიანებული სამეფოს მწვანე გეგმა შეიძლება ჩაიშალოს
6. Google-ის 94 მილიონი დოლარის ინვესტიცია მზის ელექტროსადგურების პროექტში
7. აშშ-ს ემისიების ნორმების უპირატესობა
8. კლიმატის ცვლილების დიდი სურათი – მოქმედების დროა
9. გოგა ხაჩიძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციის შედეგები შეაჯამა
10. პუბლიკაციები
11. ღონისძიებები


ნავთობი და გაზი

“სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელი წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დაასრულა

საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში, კომპანიამ ”სოკარ ჯორჯია გაზი“ მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დაასრულა. ახალი გაზსადენი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა გახსნეს. პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრიანი გაზსადენი აშენდა, რომელიც 140 პოტენციურ აბონენტს გაზით მოამარაგებს. ამ ეტაპზე მცხეთის რაიონში 18 კილომეტრის სიგრძის გაზსადენები შენდება, რომელიც გაზის ქსელში 590 აბონენტს ჩართავს.

http://minenergy.fas.ge/News/2011/2174


საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სომხეთს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა

საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, სომხეთს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით", ავარია მთავარი მაგისტრალური გაზსადენის „ყაზახ-საგურამოს" მონაკვეთზე ხუთშაბათს, 15:00 საათზე მოხდა.

კორპორაციაში ზუსტ ვადებს, თუ როდის დასრულდება ავარიის სალიკვიდაციო სამუშოები, ვერ ასახელებენ.

სომხეთი გაზს ქვეყანაში არსებული გაზსაცავებიდან იღებს.

http://news.boom.ge/geo/11/20111222/1521327/


„ნაბუკოს" პროექტი სხვა მილსადენებთან შეერთებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

გაზსადენის პროექტის Nabucco Gas Pipeline International მმართველი დირექტორის რეინჰარდ მიტჩეკის განცხადებით, „ნაბუკოს" პროექტი სხვა მილსადენებთან შეერთებისთვის მზად არის.

„მზად ვართ აზერბაიჯანი-თურქეთის გაზსადენთან Trans Anadolu (TANAP) შეერთების საკითხი განვიხილოთ, თუ ეს ნაბუკოს კონცეფციას უფრო გაამყარებს.

http://news.boom.ge/geo/11/20111222/1521175/



ელექტროენერგეტიკა

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიამ დაასრულა კიდევ 16 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება

გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავდა ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.

http://www.energo-pro.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27&info_id=2269



განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა

დიდი ბრიტანეთის მწვანე გეგმა შეიძლება ჩაიშალოს

დიდი ბრიტანეთის პროგრამა ქვეყანაში საბინაო სექტორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ (Green Deal) საფრთხის წინაშე დგას, აცხადებს კლიმატის ცვლილების კომიტეტი (CCC).

მთავრობის მრჩეველი ლორდი ადეირ ტერნერი, რომელიც იმავდროულად კლიმატის ცვლილების კომიტეტის თავმჯდომარეც არის, ენერგეტიკის მინისტრ ქრის ჰანის მიმართ ღია წერილში საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც პროგრამა დგას.

http://www.energyefficiencynews.com/i/4743/


Google-ის 94 მილიონი დოლარის ინვესტიცია მზის ელექტროსადგურების პროექტში

გასულ თვეში Google-ის განახლებადი ენერგიების ახალი ინიციატივის განცხადების შემდეგ, პრესაში კეთდებოდა დასკვნები, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მოახდენდა მთელი განახლებადი ენერგიების ბაზრის ამოქაჩვას. ბაზრის ექსპერტების აზრით Google-ის ეს სვლა განპირობებულია კომპანიის სტრატეგიის ცვლილებით, რომელიც მიმართულია კვლევის პროცესების დასრულებისაკენ და პროექტების უშუალო განვითარებისკენ, რაც ენერგეტიკის ამ სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

http://www.renewableenergyworld.com/rea/news/article/2011/12/googles-solar-flair-94-million-investment-in-pv-projects?cmpid=SolarNL-Thursday-December22-2011



კლიმატის ცვლილება

აშშ-ს ემისიების ნორმების უპირატესობა

გასულ კვირას აშშ-ს გარემოსდაცვითმა სააგენტომ  (EPA) შემოიღო სტანდარტები ვერცხლისწყლითა და მავნე აირებით (დარიშხანი, ნიკელი, სელენიუმი, ციანიდი) დაბინძურების შემცირების შესახებ, რომლებსაც გამოყოფენ თბოელექტროსადგურები. ეს სტანდარტები დაიცავს მილიონობით ოჯახებსა და ბავშვებს დაბინძურებული აირებისაგან, ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობას, რაც გაცილებით ძვირფასია.

http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3954


კლიმატის ცვლილების დიდი სურათი – მოქმედების დროა

თუ განვიხილავთ მეცნიერებას კლიმატის შესახებ და შევადარებთ ჩვეულებრივ დამტკიცებულ მითებს, ადვილად აგვებნევა გზაკვალი. ყოველივე ამის პასუხად მეცნიერებმა გააკეთეს განცხადება, რომ ყველასთვის კარგად ცნობილი პლანეტის დათბუნება გამოწვეულია ადამიანების მიერ და უმოქმედობის შემთხვევში დაკავშირებულია რეალურ რისკებთან, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენად დიდია რისკი.

http://www.energy-enviro.fi/index.php?PAGE=3&NODE_ID=5&LANG=1&ID=3951



გოგა ხაჩიძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციის შედეგები შეაჯამა

გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრმა გოგა ხაჩიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც სამხრეთ აფრიკაში გამართული გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის შედეგები შეაჯამა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სწორედ საქართველო იქნება მნიშვნელოვანი კომიტეტების წევრი. დურბანში მხარეთა მე-17 კონფერენციაზე მოხდა მწვანე კლიმატის ფონდის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს განვითარებადი ქვეყნებისათვის ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას 2020 წლამდე. საქართველოს დელეგაციის აქტიურობის შედეგად, გადაწყდა ფონდის საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩართვა და შედეგად, საქართველო ნომინირებული იქნება მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

ბრიფინგზე მინისტრმა მომავალი წელი გარემოსდაცვითი განათლების წლად გამოაცხადა. 2012 წელს მსოფლიოში გარემოსდაცვით განათლებაზე მუშაობის 35 წელი სრულდება, რასაც საფუძველი საქართველოში, თბილისის დეკლარაციით ჩაეყარა.

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1670



პუბლიკაციები

„ბიოენერგია მდგრადი განვითარებისათვის და საერთაშორისო კონკურენცია

შაქრის ლერწმის როლი აფრიკაში

გამოცემა: ფრანსის ჯონსონი და ვიკრამ სიბალუკი

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102738&v=513520



ღონისძიებები

„ოფშორული ქარის ენერგია 2012“

ოფშორული ქარის ენერგია ჩრდილოეთ აფრიკაში

22–24 თებერვალი 2012

ბოსტონი, აშშ

http://www.greenpowerconferences.com/EF/?sSubSystem=Prospectus&sEventCode=WE1201RO&sSessionID=771f5b9de7852f5fbca21027f62780c3-7571375

 

ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი

ქუთაისი, იმერეთის რეგიონი

9-13 იანვარი, 2012

http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

გამოქვეყნდა 11.01.2012 09:08
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.