E ISSN 1987 - 8257

კვირა 2, 2012 Печать E-mail
17.01.2012 17:24

შინაარსი

1. ტანერ ილდიზი – "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა "ნაბუკოს" რეალიზაციას არ შეაფერხებს
2. "რომპეტროლ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
3. დასრულდა 28 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება
4. ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 5 სოფელში დასრულდა
5. შეიხ მუჰამედის მზის ენერგიის პროექტი
6. დიდი ბრიტანეთის მწვანე ენერგო კომპანია „ეკოტრისიტის“ მიერ წარმოებულმა ქარის ენერგიამ 18%–ს გადააჭარბა
7. ა.შ.შ. ცდილობს მიიღოს საპასუხო ზომები  ევროკავშირის მიერ შემოღებულ კარბონ გადასახადზე
8. პუბლიკაციები
9. ღონისძიებები

 

 ნავთობი და გაზი

ტანერ ილდიზი – "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა "ნაბუკოს" რეალიზაციას არ შეაფერხებს
"სამხრეთ ნაკადთან" დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება "ნაბუკოს" რეალიზაციაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ტანერ ილდიზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ყველა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ "სამხრეთ ნაკადის" შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება "ნაბუკოს" რეალიზაციას შეაფერხებს, ტყუილია", - აღნიშნა ილდიზმა. მისივე თქმით, "ნაბუკო" და "სამხრეთ ნაკადიც" ხელს შეუწყობს თურქეთისა და რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
www.ambebi.ge/ekonomika/46528-taner-ildizi-qsamkhreth-nakadisq-mshenebloba-qnabukosq-realizacias-ar-sheaferkhebs.html#ixzz1j3V3E73Q


"რომპეტროლ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
კომპანია "რომპეტროლ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.
კომპანიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს ახალ ხელმძღვანელს, ნურკენ მურზაგალიევს "რომპეტროლის" სათაო ოფისის ვიცე-პრეზიდენტი ერჟან ორინბასაროვი დღეს, სასტუმრო "რედისონში" წარუდგენს.
ერჟან ორინბასაროვი საგანგებოდ ამ მოვლენისთვის თბილისში ბუქარესტიდან ჩამოფრინდება. ცვლილება მენეჯმენტის როტაციის ფარგლებში ხორციელდება.
ნურკენ მურზაგალიევს ნავთობის ბიზნესში სოლიდური გამოცდილება გააჩნია.
www.interpressnews.ge/ge/ekonomika/189379-qrompetrol-saqarthvelosq-akhali-generaluri-direqtori-hyavs.html



ელექტროენერგეტიკა

დასრულდა 28 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება
2012 წელს კომპანია ისევ განაგრძობს რეგიონების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.
http://energo-pro.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27&info_id=2281


ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 5 სოფელში დასრულდა
ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა კიდევ 5 სოფელში. კერძოდ, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები დაუმონტაჟდა 279 აბონენტს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში, 1440 აბონენტს რუსთავის რაიონის სოფელ ვაზიანში, 507 აბონენტს თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში, 551 აბონენტს წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში და 560 აბონენტს ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში. საერთო ჯამში გამრიცხველიანდა 3 337 აბონენტი. აღნიშნული პროექტის ინვესტიციამ შეადგინა 1 001 100 ლარი.
 გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავდა ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.
http://energo-pro.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=27&info_id=2322


განახლებადები და ენერგოეფექტურობა

შეიხ მუჰამედის მზის ენერგიის პროექტი
დუბაი: მისი აღმატებულება შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, რომელიც არის არაბეთის გაერთიანებული ემირატების  ვიცე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, გახდა ინიციატორი 12 მილიარდი დირჰამის ღირებულების მზის ენერგიის პროექტის –  მოჰამედი ბინ რაიდ ალ მაკტუმის მზის პარკისა, რომელიც მიზნად ისახავს 1,000 მეგავატი ენერგიის წარმოებას.
პროექტს უხელმძღვანელებს დუბაის ელექტროენერგიის და წყლის რესურსების სამართველო (Dewa). პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, რომელიც 2013 წელს დასრულდება, შესაძლებელი გახდება 10 მეგავატი ენერგიის მიღება. მთავრობის წარმომადგენელების განცხადებით პროექტი 12 მილიარდი დირჰამი დაჯდება.
დუბაის ენერგიის ინტეგრირებული სტრატეგიის თანახმად, მთავრობა ცდილობს მოახდინოს ენერგიის დივერსიფიკაცია  განახლებადი ენერგიის კუთხით - დუბაის განახლებადი ენერგიის წყაროებით 1% მომარაგება 2020 წლისთვის  და 5% მზის ენერგიით 2030 წლისთვის.
http://gulfnews.com/business/investment/shaikh-mohammad-launches-dh12b-solar-power-project-1.963515


დიდი ბრიტანეთის მწვანე ენერგო კომპანია „ეკოტრისიტის“ მიერ წარმოებულმა ქარის ენერგიამ 18%–ს გადააჭარბა
დიდი ბრიტანეთის მწვანე ენერგო კომპანიის „ეკოტრისიტის“ განცხადებით, გასულ წელს მათ მიერ წარმოებულმა ქარის ენერგიამ 18%-ს გადააჭარბა. კომპანიის მფლობელობაშია 51 ქარის ტურბინა, რომელიც შეადგენს 16 ქარის ფერმას შოტლანდიიდან სომერსეტამდე და რომელიც აწარმოებს დაახლოებით 123,8 გვტ.სთ ენერგიას.
„ეკოტრისიტის“ განცხადებით, საერთო ჯამში მათ შეძლეს მიეწოდებინათ ენერგია 37,500 სახლისთვის. „ეკოტრისიტი“ სამომავლოდ გეგმავს ააშენოს 19 ახალი ქარის ტურბინა დიდი ბრიტანეთის 5 რეგიონში, რაც საშუალებას მისცემთ მათ გაზარდონ წარმადობა 50%-ით. კომპანია ასევე ცდილობს აიღოს ნებართვა კიდევ 78 ახალი ტურბინის მშენებლობაზე, რაც საშუალებას მისცემთ ელექტროენერგია მიაწოდონ 100,000 სახლს.
http://www.energyefficiencynews.com/i/4759/


კლიმატის ცვლილება

აშშ ცდილობს მიიღოს საპასუხო ზომები  ევროკავშირის მიერ შემოღებულ კარბონ გადასახადზე
ობამას ადმინისტრაცია ცდილობს მიიღოს საპასუხო ზომები ევროპულ კანონზე, რომელიც ავალდებულებს ავიაკომპანიებს გადაიხადონ გადასახადი კარბონ ემისიებზე.
ბოლო პერიოდში დისკუსია წამყვან სააგენტოებს შორის საკმაოდ გაიზარდა, თუმცა  არც ერთი მხარე რაიმე კონსენსუსზე ვერ შეთანხმდა .
ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი კანონი ძალაში შევიდა 1 იანვრიდან,  და სავალდებულოს ხდის გადასახადს კარბონ ემისიებზე ევროპის ქვეყნებში ფრენის დროს.
რამოდენიმე ექსპერტის განცხადებით, ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში  ა.შ.შ-ს შეუძლია გააკეთოს, ეს არის  ზეწოლა ევროკავშირის პოლიტიკოსებზე.
http://www.enn.com/business/article/43817


პუბლიკაციები

 „განახლებადი ენერგიის წყაროები“
4 ტომეული
გამოცემა: ბენტ სორენსონი
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102417&v=512421



ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველო, ქალაქი ქუთაისი, იმერეთის რეგიონი
16 – 19 იანვარი, 2012
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

გამოქვეყნდა 17.01.2012 17:30
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.