E ISSN 1987 - 8257

ელექტროენერგეტიკა Печать E-mail
23.04.2012 16:40

 

დაბალსიხშირიანი საარხო დანადგარები დაბალი სიმძლავრის მეტალების ელექტრონული დნობისათვის

ჟ. დავიდიანი, პ. მანუკიანი, ა. არუთინიანი
(სომხეთი)

შემოთავაზებულია დაბალსიხშირიანი საარხო დანადგარის ახალი კონსტრუქცია, ჩატვირთული მაგნიტური გაყვანილობით, ადვილადდნობადი დაბალი სიმძლავრის ფერადი მეტალების დნობისათვის, რომელსაც აქვს უპირატესობა ტრადიციულ სქემიან დანადგარებთან შედარებით.

მოყვანილია ღუმელის სიმძლავრისა და წარმადობის, აგრეთვე მოკლედჩართული მეტალის რგოლის წინააღმდეგობის დამოკიდებულება, აბაზანის კონსტრუქციასა, გეომეტრიულ ზომებსა, მეტალის სახეობასა და მასაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საინჟინრო გათვლებისათვის.



დაბალი ინფრასიხშირის ენერგიის გარდამქნელი

ჟ. დავიდიანი, რ. გასპარიანი
(სომხეთი)

განხილულია 50 ჰც ქსელის კომუნიტაციური ნახევარგამტარების ძაბვის გარდამქნელი ინფრადაბალი სიხშირის სინუსოიდალურ ძაბვებში და აგრეთვე მისი გამოყენება შენადნობის ასარევად მაღალსიხშირიანი მეტალების დნობის ინდუქციურ ტიგელურ დანადგარებში.



ელექტროენერგეტიკულ სისტემაში განუსაზღვრელობის პირობებში აქტიური სიმძლავრის ოპერატიული რეზერვის ოპტიმალური დაგეგმვა

დ.ჯაფარიძე, თ.მაღრაძე
(საქართველო)

დასაბუთებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში აქტიური სიმძლავრის ოპერატიული რეზერვის ოპტიმალური დაგეგმვის აუცილებლობა და შესწავლილია შესაბამისი მსოფლიო გამოცდილება. შემუშავებულია აქტიური სიმძლავრის მოცდენის შეფასების ზოგადი ალბათურ-ვარიანტული ალგორითმი, არამკაფიო ლოგიკის მეთოდის გამოყენებით ცალკეული დატვირთვის კვანძების და მთლიანად ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის დონეების და მისაღები რისკების განმსაზღვრელი მეთოდოლოგია. შემუშავებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული რეზერვის ყოველსაათობრივი რაოდენობის განმსაზღვრელი ალგორითმი. პარალელურად მომუშავე გენერატორებზე ყოველსაათობრივად განხორციელებულია ოპერატიული რეზერვის და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიმძლავრეთა განაწილების სიმულაცია ნორმალური და ავარიული რეჟიმების დროს. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ელექტროგადაცემის ხაზებში დროის გარკვეულ მონაკვეთში გამტარუუნარობის არსებობის შემთხვევისთვის შემუშავდა ოპტიმიზაციის ზოგადი ფუნქცია შეზღუდვებით და შესაბამისი მაკორექტირებელი ალგორითმი, რომელიც ახდენს რეზერვის და სიმძლავრეთა ისეთ გადანაწილებას სისტემაში, რომ ნორმალური და ავარიული რეჟიმების დროს არსებული გადატვირთული ელექტროგადაცემის ხაზი ან ხაზები განიტვირთება. შემუშავებული მეთოდიკის პრაქტიკაში აპრობაციის მიზნით მაგალითისათვის განხილულია ელექტროენერგეტიკული სისტემა და მიღებულია შესაბამისი შედეგი.

 

გამოქვეყნდა 10.05.2013 08:18
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.