E ISSN 1987 - 8257

ინოვაციები Печать E-mail
23.04.2012 16:43

 

შავი ზღვისპირეთისათვის თბოსიცივით მომარაგების კოევოლუციური მეთოდის ეფექტურობის დასაბუთება ქ.ბათუმის სასტუმრო კომპლექსის მაგალითზე

ვ.ჯამარჯაშვილი, ა.მირიანაშვილი, მ.ლორთქიფანიძე, გ.თუმანიშვილი, გ.სულაძე, დ.დგებუაძე
(საქართველო)

 

წარმოდგენილია თბოსიცივით მომარაგების კოევოლუციური მეთოდი შავი ზღვისპირეთისათვის. აღნიშნული მეთოდი დაფუძნებულია შავ ზღვაში წყლის ტემპერატურის სიღრმის მიხედვით ანომალურ განაწილებაზე, კერძოდ, არსებული (110 წლიანი) მონაცემებით თერმოსოლში 30-50 მ-დან 150-200 მ სიღმემდე წყლის ტემპერატურა შეადგენს 6-80ჩ და პრაქტიკულად არ იცვლება წლის განმავლობაში. 2 წლის (2009-2010 წწ.) განმავლობაში ქ.ბათუმის აკვატორიის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევევით დადასტურდა, რომ წყლის სიღრმული ტემპერატურა 50 მ და მეტ სიღრმეზე 7,8-80ჩ-ის ტოლია და პრაქტიკულად არ იცვლება სიღრმის ზრდასთან ერთად 150 მ-მდე წლის განმავლობაში ყველაზე ცხელ (ივნისი-სექტემბერი) თვეებშიც კი.

შავი ზღვის სიღრმული წყლის გამოყენების საფუძველზე თბოსიცივით მომარაგების ინოვაციური სისტემის გაანგარიშების შედეგები ცალსახად მოწმობს შემოთავაზებული მეთოდის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უპირატესობაზე არსებულ მეთოდებთან შედარებით, კერძოდ, ელექტროენერგიის ხარჯი ჰაერის კონდიცირებაზე (გაგრილებაზე) 11-12-ჯერ ნაკლებია ტრადიციულ ორთქლკომპრესორულ მეთოდთან შედარებით, ხოლო წლიური საექსპლუატაციო ხარჯები თბომომარაგებაზე 3,2-ჯერ ნაკლებია ბუნებრივ გაზზე მომუშავე ბოილერებით თბომომარაგებასთან შედარებით.

 

გამოქვეყნდა 27.04.2012 12:40
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.