E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ელექტროენერგეტიკა Печать E-mail
15.04.2014 16:44

ელექტროენერგეტიკულ სისტემაში განუსაზღვრელობის პირობებში აქტიური სიმძლავრის ოპერატიული რეზერვის ოპტიმალური დაგეგმვა

დ. ჯაფარიძე, თ. მაღრაძე
(საქართველო)

დასაბუთებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში აქტიური სიმძლავრის ოპერატიული რეზერვის ოპტიმალური დაგეგმვის აუცილებლობა და შესწავლილია შესაბამისი მსოფლიო გამოცდილება. შემუშავებულია აქტიური სიმძლავრის მოცდენის შეფასების ზოგადი ალბათურ-ვარიანტული ალგორითმი, არამკაფიო ლოგიკის მეთოდის გამოყენებით ცალკეული დატვირთვის კვანძების და მთლიანად ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის დონეების და მისაღები რისკების განმსაზღვრელი მეთოდოლოგია. შემუშავებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული რეზერვის ყოველსაათობრივი რაოდენობის განმსაზღვრელი ალგორითმი. პარალელურად მომუშავე გენერატორებზე ყოველსაათობრივად განხორციელებულია ოპერატიული რეზერვის და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიმძლავრეთა განაწილების სიმულაცია ნორმალური და ავარიული რეჟიმების დროს. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული ელექტროგადაცემის ხაზებში დროის გარკვეულ მონაკვეთში გამტარუუნარობის არსებობის შემთხვევისთვის შემუშავდა ოპტიმიზაციის ზოგადი ფუნქცია შეზღუდვებით და შესაბამისი მაკორექტირებელი ალგორითმი, რომელიც ახდენს რეზერვის და სიმძლავრეთა ისეთ გადანაწილებას სისტემაში, რომ ნორმალური და ავარიული რეჟიმების დროს არსებული გადატვირთული ელექტროგადაცემის ხაზი ან ხაზები განიტვირთება. შემუშავებული მეთოდიკის პრაქტიკაში აპრობაციის მიზნით მაგალითისათვის განხილულია ელექტროენერგეტიკული სისტემა და მიღებულია შესაბამისი შედეგი.

გამოქვეყნდა 15.04.2014 18:36
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.