E ISSN 1987 - 8257

ჰიდრავლიკა Печать E-mail
15.04.2014 16:53

სითხის არასტაციონარული ლამინარული მოძრაობის კვლევა წრიული განივი კვეთის ცილინდრულ არხებში

ა. სარუხანიანი
(სასომხეთი)

არასტაციონარული დინების კვლევების ძირითად ამოცანას წარმოადგენს ჰიდრავლიკური დანაკარგების ანგარიში. მოყვანილია ჰიდრავლიკური დანაკარგების ანგარიშის არასტაციონარული დაწნევის დროს. ფორმულის ცალკეული წევრისა და ენერგიის კარგვის ანგარიშისთვის აუცილებელია არასტაციონარული დინებების სტრუქტურული ცვლილებების კვლევა. გამოკვლეულია ბლანტი სითხის არასტაციონარული ლამინირებული მოძრაობა ცილინდრულ მილში. ასიმეტრიული დაწნევითი მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების ინტეგრირებით მიღებულია დინების ჰიდრავლიკური ცვლილებების კანონზომიერება სასაზღვრო და საწყის პირობებში. ზოგადი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიღებულია დაწნევითი არასტაციონარული დინების ჰიდრავლიკური პირობების საანგარიშო ფორმულა წნევის გრადიენტის მყისიერი ცვლილების დროს. კომპიუტერული ექსპერიმენტალური გამოკვლევებით აგებულია მყისიერი სისტემების, მხები ძაბვების, დინების საშუალო სიჩქარის, მოძრაობის რაოდენობისა და კინეტიკური ენერგიის ცვლილებების გრაფიკები.

 

 


შტორმული ტალღების ზემოქმედების პირობებში ზღვისპირა ქალაქების სანიაღვრე წყალარინების სისტემების ეფექტური ორგანიზაცია

ზ. ციხელაშვილი, გ.ბერძენაშვილი, თ.ყირიმლიშვილი-დავითაშვილი
(საქართველო)

განხილულია შტორმული ტალღების ზემოქმედების პირობებში ზღვისპირა ქალაქების სანიაღვრე წყალარინების სისტემის საშუალებით წყალშემკრები ტერიტორიებიდან  ფორმირებული დაბინძურებული ზედაპირული წყლის შეკრება - გაყვანის, გაწმენდისა და ჩაშვების ეფექტური ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემური საკითხები (როგორც საპროექტო, ასევე საექსპლუატაციო ეტაპზე განსახორციელებლად) - ქალაქმშენებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ძირეული მოთხოვნების შესაბამისად.

გამოქვეყნდა 15.04.2014 18:31
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.