E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

თბოენერგეტიკა Печать E-mail
20.01.2015 19:09

საზღვაო ექსპერიმენტული კვლევები ბათუმის და ანაკლიას აკვატორიებში

ვ.ჯამარჯაშვილი, ა.მირიანაშვილი, მ.ლორთქიფანიძე, დ.დგებუაძე, ე.თუმანიშვილი, ნ.ჩახვაშვილი, გ.ნინიძე, თ.ვაზაგაშვილი

(საქართველო)

შავი ზღვა უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით, მაში არსებული თერმოსოლის გამო, რომელშიც წყლის ტემპერატურის სიდიდე (6-80C) პრაქტიკულად არ იცვლება წყლის განვამლობაში.

ექსეპრიმენტული კვლევების ძირითად მიზანს შეადგენდა ქ.ბათუმის და ანაკლიას აკვატორიებში თერმოსოლში წყლის ტემპერატურის და ზღვის ნაპირიდან თერმოსოლის უმოკლესი მანძილის დადგენაში. დაფიქსირდა, რომ აღნიშნული აკვატორიების თერმოსოლებში წყლის ტემპერატურა საწყალოდ 8,02-8,050C-ის ფარგლებში იცვლება. შესაბამისად თბოსიცივის სისტემები დაფუძნებული შავი ზღვის სიღრმული წყლის გამოყენებაზე ეკონომიკურად ეფექტიანი როგორც სიცივის წარმოების, ასევე გათბობისა და ცხელწყალმომარაგებას უზრუნველყოფს.


 

 

საწვავის მიღება მუნიციპალური ნარჩენებიდან და წყლიდან

ა.ფრანგიშვილი, ზ.გასიტაშვილი, გ.გოგია, დ.გელენიძე,
მ.გელენიძე, გ.გელენიძე
(საქართველო)

სტატია ეძღვნება წყალბადით გამდიდრებული საწვავის მისაღები ელექტრორკალური რეაქტორის კონსტრუირებას.

ელექტრორკალური რეაქტორი (რომელიც იკვებება ფიქსირებული დენის წყაროდან) განკუთვნილია თხევადი საწვავისა და ისეთი საწვავი გაზის საწარმოებლად, რომელიც გამდიდრებულია წყალბადით და რომლის თბოუნარიანობა აღემატება ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობას და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად მუნიციპალური ნარჩენებიდან და წყლიდან დაბალ ტემპერატურებზე. 

მისი დადებითი მხარეებია:

1. მუნიციპალური ნარჩენების იაფი გადამუშავება.

2.  მუნიციპალური ნარჩენებისა და წყლის იაფი გარდაქმნა თხევად საწვავად და ისეთ საწვავ გაზად, რომელიც გამდიდრებულია წყალბადით და რომლის თბოუნარიანობა აღემატება ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობას.

3. მუნიციპალური ნარჩენებიდან დამატებით ისეთი სასარგებლო მასალების იაფად მიღება, როგორიცაა სუფთა (უკვამლო) ნახშირი და ფერადი და შავი ლითონები.

4. გარემოსათვის უსაფრთხო ტექნოლოგია ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე.

გამოქვეყნდა 21.01.2015 13:03
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.