მთავარი მშენებლობა


E ISSN 1987 - 8257

მშენებლობა Печать E-mail
26.12.2015 04:31

წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების შეჩერების საინჟინრო-ტექნოლოგიური გადაწყვეტები

ვ.ლოლაძე, მ.ლორთქიფანიძე, შ.ბაქანიძე, ი.ზუბიტაშვილი
(საქართველო)

წყნეთი-კოჯორის და წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზების მონაკვეთზე განვითარებული მეწყრის სტაბილიზაციისათვის გთავაზობთ სამშენებლო ღონისძიებების ჩატარებას, შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენებით:

 

  1. მეწყრული მასების გამაგრება გრუნტული ანკერებით.
  2. მეწყრული ფერდოდან არამდგრად მდგომარეობაში მყოფი გრუნტის მასების მოშორება.სამუშაოთა შესრულების უსაფრთხოების მიზნით, შეიძლება დამუშავებულ, ტრანსპორტირებულ და განთავსებულ იქნეს დაგეგმილ ადგილზე მიწის სამუშაოების ჰიდრომექანიზაციის საშუალებით.
  3. დამეწყრილი ფერდოს გასუფთავება ლოდებისაგან (დიდი ზომის ქვის ბლოკები).

 

ძირითადი მეწყრის სტაბილიზაციისათვის ჩასატარებელ სამუშაოთა საორიენტაციო საერთო ღირებულება 1850 ათასი ლარი სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ზედნადები ხარჯებისა და სხვა დანამატების გათვალისწინებით - 2700 ათასი ლარი.







ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენებისას წყლის სტიქიით გამოწვეული კატასტროფული შედეგების დამცავი ღონისძიებების გატარება გოგირდბეტონის საშუალებით

ვ.ლოლაძე, მ.ლორთქიფანიძე, ი.ზუბიტაშვილი
(საქართველო)

არანორმირებადი ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ნალექებისაგან და, შესაბამისად, მდინარეების დონის მკვეთრი მომატების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, დამცავი ნაგებობების მოწყობისათვის შემოთავაზებულია გოგირდბეტონის, ნარევისა და თხევადი გოგირდის გამოყენების რამდენიმე ვარიანტი. 

მეწყერული ზონების სტაბილიზაციისათვის შემოთავაზებულია გრუნტის ანკერები გოგირდბეტონის ფუძით დრენაჟულ სისტემასთან ერთად. გრუნტისა და ფილტრსაწინააღმდეგო კედლების გამაგრებისათვის მიღებულია გოგირდის ხსნარის წნევით ინექსირება გრუნტის ხვრეტებში.

წინადადებები დაფუძნებულია კონსტრუქციებში გოგირდბეტონისა და გოგირდის ხსნარის სწრაფი გამყარების უნარზე, რაც უზრუნველყოფს შენობების და ნაგებობების მაღალ ტექნიკურ და საექსპლუატაციო მახასიათებლებს.

 

 

გამოქვეყნდა 26.12.2015 13:21
 
© 2018 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.