E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ჰიდრავლიკა Печать E-mail
26.12.2015 04:35

ნატანების გავრცელების ფორმების პროგნოზირების თეორიული მეთოდი ეროზიის ცვლადი ბაზის შემთხვევაში

პ.ბალჯიანი, გ.კარაპეტიანი, ა.სარუხანიანი, ნ.ოვუმიანი
(სომხეთი)

ნაშრომში განიხილება არხების ცვლილებების პროცესი მდინარის შესართავთან. ამ ამოცანის გადაჭრას მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რამდენადაც ნატანების სანაპირო ზოლში გავრცელება ქმნის დელტის შექმნის ხელსაყრელ პირობებს, რომელიც სერიოზულად ემუქრება ახლომდებარე ობიექტებს. არხების შესაძლო განვითარების ცვლილებების პროცესის პროგნოზირებისათვის შემუშავებული მათემატიკური მოდელის საფუძველზე, შემოთავაზებულია სანაპიროს დონის ამაღლებისას, მდინარის შესართავის ჭრილში, სტაბილური არხების პარამეტრების ცვლილებების გამოთვლის მეთოდი.




გრძივი ტალღები არხებში და მათი მოქმედება ნაპირის ფერდობებზე

შ.გაგოშიძე, მ.ლორთქიფანიძე
(საქართველო)

ღია მდინარისა და საზღვაო არხებში დომინირებენ ნაპირგასწვრივი ტალღები. წყლის მონაკვეთებისათვის, რომლებიც მხოლოდ ერთის მხრივ არიან შეზღუდული თვითნებურად დაქანებული ნაპირით, რომელიც უსასრულოდ მიემართება ზღვის სიღრმისაკენ, ისინი ჯერ კიდევ შეისწავლა სტოკსმა,თუმცა მნიშვნელოვანი მათემატიკური სირთულეების გამო, სასრული სიღრმის არხებისათვის, ზუსტი გადაწყვეტები რაოდენობა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე კერძო შემთხვევით, რომელის გამოყენებაც რთულია პრაქტიკაში.

წარმოდგენილია პრობლემის მიახლოებითი გადაწყვეტის რამდენიმე შედეგი, რომელიც შეეხება ტრაპეზოიდულ არხში სტაციონარულ ნაკადზე მდებარე ნაპირგასწვრივი ტალღის გავრცელებას. გადაწყვეტა ეფუძნება გალიორკინ-კანტოროვიჩის მეთოდის პირდაპირ გამოყენებას ცილინდრული კოორდინატების სისტემაში დაწერილი ტალღების ჰიდრომექანიკის სამგანზომილებიან წრფივ განტოლებაში. მიღებული გადაწყვეტები ნაპირის ფერდობზე ინარჩუნებენ ტალღების სამგანზომილებიან სტრუქტურას და უზრუნველყოფენ შედეგებს, რომლის გამოყენებაც ადვილია საინჟინრო დაპროექტების დროს.

 

 

გამოქვეყნდა 26.12.2015 13:22
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.