E ISSN 1987 - 8257

ინოვაცია Печать E-mail
21.12.2017 18:06

ბეტონის კაშხლებში შეკლებისა და ბზარწარმოქმნის პროცესის მონიტორინგი და დაიგნოსტიკა ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის მეთოდის გამოყენებით

გ.დალაქიშვილი, ო.საჯაია, კ.ყალიჩავა, გ.თურმანიძე
(საქართველო)

განხილულია ექსპერიმენტული კვლევები ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში, კერძოდ ბეტონის კახლებში ისეთი ხანგრძლივი პროცესებისა, როგორიც არის შეკლება და ბზარწარმოქმნა, კვლევა ჩატარდა ურღვევი მეთოდის, ჰოლოგრაფიული ინტერფერო-მეტრიის გამოყენებით.

აღნიშნული მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ხარისხობრივად და რაოდენობრივად შევაფასოთ მყარი სხეულის დეფორმაციული მდგომარეობა და სხვადასხვა შედგენილობის ბეტონის შეკლების, ბზარწარმოქმნის და მისი განვითარების პროცესები, ექსპერიმენტის მიმდინარეობაში გამოიყენებოდა ჰელიუმ-ნეონის ЛГИ-215 ლაზერი, რომლის სიმძლავრეა 60 მვტ. გამოკვლეული იქნა ერთდროულად სტრუქტურული ფორმირების ადრეულ სტადიაზე ბზარის ჩასახვა, მისი განვითარება და დეფორმაციის ველი მისი წვერის მახლობლად. გაზომვის სიზუსტე ამ ხარისხით მეტია (632.8 ნ.მ), ვიდრე ფოტოდრეკადი ფენის დატანის უკონტაქტო მეთოდით. არსებული კვლევა მიზნად ისახავს ერთის მხრივ დაზუსტებას ნაკერ-ნაჭდევის იმ პარამეტრების, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზებული ბზარწარმოქმის პროცესს.

აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა კაშხალმშენებლობაში გამოყენებული იქნას მონიტორინგის და დიაგნოსტიკის სახით.

ჩატარებულია სათანადო ლიტერატურული მიმოხილვა და მოცემულია ექსპერიმენტული მონაცემები ინტერფეროგრამების სახით.

გამოქვეყნდა 21.12.2017 18:08
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.