E ISSN 1987 - 8257

მასალათმცოდნეობა Печать E-mail
17.07.2018 08:55

ამორფულ და ნანოკრისტალურ  თი- ძრ - Gე  და  თი-ძრ-ში შენადნობთა მიღება და შესწავლა

მ.მიქაბერიძე,  ა.გაჩეჩილაძე, ბ.გაბუნია, დ.რამაზაშვილი
(საქართველო)

ლითონთა სწრაფი წრთობის მეთოდით მიღებულია ამორფული თი-55ძრ-15Gე და ნანოკრისტალური თი-23ძრ-16ში შენადნობები. შინაგანი ხახუნის და დრეკადობის მოდულის ტემპერატურული დამოკიდებულება მიუთითებს, რომ გერმანიუმით ლეგირება სილიციუმთან შედარებით აუმჯობესებს შენადნობთა მექანიკურ მახასიათებლებს მაღალი ტემპერეტურის პირობებში.

ელექტროქიმიური კვლევების შემდეგ შენადნობთა ზედაპირზე ჩატარებულმა ელექტრონულ - დიფრაქციულმა ანალიზმა უჩვენა, რომ 10% NაOH და Hჩლ ხსნარებში გამოცდის შედეგად შენადნობთა ზედაპირზე წარმოიქმნება ძრO2 დათიO2, რაც განაპირობებს შენადნობთა პასივაციას და მათი კოროზიული მედეგობის ზრდას.

შენადნობები რეკომენდირებულია მრავალჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების ზედაპირის გასამტკიცებლად. ამ შენადნობთა გამოყენებით გაიზრდება ინსტრუმენტების ფუნქციონალური თვისებები, ხარისხი, საიმედოობა და მუშაობის ხანგრძლივობა.

მაღალი კოროზიული მედეგობის, სისალის და სიმტკიცის აღნიშნული შენადნობები შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო სამედიცინო ინსტრუმენტებისათვის, არამედ ამჟამად არსებული   სხვადასხვა ტიპის მასალების თვისებების გასაუმჯობესებლად.



რენტგენის ფოტონებით დასხივებული p-ტიპის Si0,96Ge0,04 შენადნობის არადრეკადი მახასიათებლების ცვლილებათა თავისებურებანი

ი.ყურაშვილი, თ.ქიმერიძე, ი.ტაბატაძე, დ.მხეიძე, გ.დარსაველიძე
(საქართველო)

შესწავლილია 5.1015 სმ-2 ფლუენსის რენტგენის ფოტონებით დასხივებული, ჩოხრალსკის მეთოდით მიღებული p-ტიპის მსხვილმარცვლოვანი Si0,96 Ge0,04 შენადნობის შინაგანი ხახუნისა და ძვრის დინამიკური მოდულის ამპლიტუდური დამოკიდებულება. ნაჩვენებია, რომ რენტგენის სხივებით რადიაციული ზემოქმედება იწვევს კრისტალიზაციის პროცესში წარმოქმნილი დეფექტების ქვესისტემის მოდიფიცირებას. 20-400⁰C ტემპერატურულ ინტერვალში მოწვების გავლენით გამოვლინდა დინამიკური მექანიკური განმტკიცების ტენდენცია, რაც განპირობებულია მინარევების ატმოსფეროში არსებული რადიაციული დეფექტების გამსხვილებითადა დისლოკაციების ბლოკირების გაძლიერებით. 


გამოქვეყნდა 09.01.2019 17:44
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.