მთავარი ელექტრონული ჟურნალი EOL წესები ავტორებისათვის


E ISSN 1987 - 8257

წესები ავტორებისათვის Печать E-mail
24.06.2009 09:01
ჟურნალი Energyonline
ავტორთა საყურადღებოდ!

ჟურნალი Energyonline (EOL) აქვეყნებს ორიგინალურ სამეცნიერო სტატიებს, მეცნიერულ მიმოხილვებსა და მოკლე ცნობებს ჰიდროენერგეტიკის, ატომური- და თბოენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, ელექტრონიკის, მექანიკისა და ავტომატიკის, საინფორმაციო, ენერგომომჭირნეობის ტექნოლოგიებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების დარგებში, აგრეთვე ენერგოუსაფრთხოების საერთაშორისო და რეგიონული, პროექტებისა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნოლოგიების მასალებს. EOL-ის ელექტრონული გვერდები ღიაა ენერგეტიკის დარგში მომუშავე ანალიტიკოს-ეკონომისტებისთვის, ლექტორებისთვის, გამომგონებლებისთვის და ექსპერტებისთვის. EOL-ის სტრატეგიული ხედვა და დევიზია პრინციპი: პროფესიონალები – პროფესიონალებს.

EOL-ში წარმოდგენილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს "წესების" ყველა მოთხოვნას. ამ მოთხოვნილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სტატიები არ იქნება განხილული.

თუ სტატიას თან ექნება დართული მონაცემების დიდი მოცულობა (მაგალითად, ცხრილები) 10-200 გვერდის ოდენობით, მაშინ ცხრილები და სქემები გამოქვეყნდება ცალკეული კატალოგების სახით ჟურნალის მონაცემების ბაზის ფარგლებში. მაგალითად: მ.ბოლქვაძე. მცირე სიმძლავრის ელექტროძრავები. EOL, გამოცემა 1, 2009. მ.ბოლქვაძე. მცირე სიმძლავრის ელექტროძრავები. ლაბორატორიული მონაცემების კატალოგი. EOL, მონაცემთა ბაზა, 2009.

EOL ღებულობს სტატიებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ყოველი სტატია ან სხვა მასალა უნდა შეიცავდეს ანოტაციას (არაუმეტეს 400 საბეჭდი ნიშნის მოცულობით) ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე. სტატიის საერთო სტრუქტურაში უნდა შედიოდეს:
  • დასახელება;
  • ავტორის (ავტორების) გვარი ქვეყნისა და სამუშაო ადგილის დასახელებით;
  • ანოტაცია;
  • შესავალი;
  • ძირითადი ტექსტი;
  • დასკვნა;
  • ლიტერატურა;
  • ცხრილები, გრაფიკული მასალა, ილუსტრაციები, ფოტო;
  • წარწერები ცხრილებსა და გრაფიკებზე და სხვ.
შესავალი არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს, ხოლო დასკვნა – 0,5 გვერდს.

ლიტერატურის ჩამონათვალი უნდა განლაგდეს ანბანური წესით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – წლების მიხედვით.
ლიტერატურის ჩამონათვალში მოყვანილი უნდა იქნას ყველა ავტორის გვარი და სახელი, სამუშაოების მთლიანი დასახელება, შესაბამისი ჟურნალის საერთაშორისო აბრევიატურა, გვერდების რიცხვი, გამოცემის ნომერი და წელი. კონფერენციის შრომებზე მითითების შემთხვევაში საჭიროა მითითებული იქნას მისი ზუსტი დასახელება, თარიღი და ჩატარების ადგილი, ხოლო წიგნებზე მითითების შემთხვევაში კი – გამომცემლობის მთლიანი დასახელება და გამოცემის წელი.

მაგალითისთვის: ჯონსონი ტ. თანამედროვე ტრანსფორმატორების მახასიათებლები. მოსკოვი. ენერგოგამომცემლობა. ტ. 119, 507 გვ. 2001.

პეტრიაშვილი ზ., ბოლქვაძე ვ. აირსატუმბი სადგურების მექანიკური კვანძები. 21 საუკუნის ენერგეტიკა. გამომცემლობა იმპულსი, თბილისი, 1990, გვ. 24-28.

ცხრილში მოთავსებული მონაცემები აღარ უნდა გამეორდეს ძირითად ტექსტში.


გრაფიკები, ილუსტრაციები, ფოტოგრაფიები დაიშვება შავ_თეთრი ან ფერად გამოსახულებაში. არ არის მიზანშეწონილი ნახაზებსა და სქემებზე ხელით შესრულებული მონაცემებისა ან სიდიდეების მოყვანა. სქემებსა და რეპროდუქციებს უნდა გააჩნდეთ მკვეთრი გამოსახულება, ხოლო გრაფიკების ღერძები გარკვევით უნდა იქნას აღნიშნული. მაგალითად: ღერძი X_T (კელვინი).

ნებისმიერი ილუსტრაციის დამახასიათებელი ნიშნებია თვალსაჩინოება, გრაფიკული გამომსახველობა, სიცხადე.
არ არის მიზანშეწონილი ერთი და იგივე ნახაზის მრავალი ცალკეული შემადგენელი ელემენტებით გადატვირთვა.
სტატიის ძირითადი ტექსტი, მათ შორის შესავალი და დასკვნა, საჭიროა აიკრიფოს Time New Roman შრიფტით, 12 ზომით, 1,5 სმ სტანდარტული ინტერვალით სტრიქონებს შორის. ტექსტში მითითებები საჭიროა მოყვანილი იქნას ფრჩხილებში, რომლებიც შეიცავენ პირველი ავტორის გვარს, სახელს და გამოცემის წელს. მაგალითად: (ლომსაძე დ.გ., 2005) ან (პეტრენკო ა.ნ. და სხვ., 2007).

ტექსტში მოყვანილი ფორმულები საჭიროა აღინიშნოს გამჭოლი, რიგითი ნუმერაციით: (1); (2);...(15) შესაბამისი მათემატიკური გამოსახულების მარჯვენა მხარეს.

ნახაზებისა და ცხრილების რიგითი ნომრები აღინიშნება მრგვალ ფრჩხილებში. მაგალითად: (ნახ.1), (ნახ.4).
ფიზიკური სიდიდეები და მათი აღნიშვნები უნდა შეესაბამებოდეს ერთ-ერთ საერთაშორისო სისტემას (CDS, SI).
EOL-ის რედაქცია ურჩევს ავტორებს ისარგებლონ სტანდარტული საპროგრამო პაკეტებით, მათ შორის Office 2003; Adob; Photo shop.

სტატიების მიღება სწარმოებს doc; txt; rtf, pdf ფორმატებში, ხოლო გრაფიკების – jpg, tif, bmp ფორმატებში.
ჟურნალი ანოტაციებსა და საკვანძო სიტყვებს აქვეყნებს HTML ფორმატში, ხოლო სტატიების მთლიან ტექსტებს – pdf ფორმატში.

სტატიების წარდგენა რედაქციაში სწარმოებს ან E-mail-ის, ან ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. E-mail-ით წარდგენილი სტატიები არის მხოლოდ attachments.

ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნილ სტატიებს უნდა ჰქონდეთ ერთი ქაღალდის გახსნის სახე პლიუს ერთი CD, რომელშიც მოთავსებული იქნება ყველა ფაილები.

შემოსული სტატიები გადაიცემა რეცენზირებაზე. მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ თვეს. სტატიები, რომლებიც გაეგზავნება ავტორებს საბოლოო დამუშავებაზე, საჭიროა დაბრუნდეს რედაქციაში მათი გადაგზავნის დღიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

ვიმედოვნებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას პატივცემულ ავტორებთან.

სტატიების წარდგენის კონტაქტი
Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript
0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ., 70.

გამოქვეყნდა 18.10.2009 19:39
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.