მთავარი ელექტრონული ჟურნალი EOL გასული წლის პუბლიკაციები


E ISSN 1987 - 8257

გასული წლის პუბლიკაციები Печать E-mail
28.06.2009 11:09
აირგენერატორული პროცესების გაანგარიშების კომპიუტერული მოდელირება. მ.ყიფშიძე, თ.ჯიშკარიანი, გ.არაბიძე, ნ.ბჟალავა. "ენერგია". თბილისი. 2005. №3(35). გვ. 24-28. ქართ. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.
 
ნახშირების გაზიფიკაციის პროცესი, როგორც მყარი ენერგეტიკული სათბობის ტექნოლოგიური და ეკოლოგიური მაჩვენებლის რადიკალური გაუმჯობესების საშუალება, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ენერგეტიკოსების მხრიდან. გაზიფიკაცია ანუ მყარი სათბობის ორგანული ნაწილის საწვავ აირებად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს აირგენერატორებში. შესაბამისად ამისა, განიხილება აირგენერატორული პროცესები.
 
აირგენერატორული პროცესების გაანგარიშება თავისი სირთულის გამო მოითხოვს შრომისა და დროის დიდ დანახარჯებს. ამიტომ ბოლო დროს გავრცელებას პოულობს აირგენერატორული პროცესების გაანგარიშების კომპიუტერული მოდელირება.
 
დამუშავებულია გენერატორის აირის შედგენილობის გაანგარიშების ბლოკ-სქემა. კომპიუტერული პროგრამის აპრობაციისთვის საწყის სათბობად აღებულია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირი. გაანგარიშება შესრულებულია აირგენერატორში ჩატვირთული 100 კგ სათბობისთვის. გაანგარიშების შედეგად მიღებული მონაცემები შეტანილია ცხრილში. დადგენილია, რომ გენერატორული აირის კუთრი გამოსავლიანობისა და დაწვის სითბოს მნიშვნელობების გაზრდით, იზრდება გაზიფიკაციის მქ კოეფიციენტის მნიშვნელობაც. ილ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 5 დას.


თბოელექტროსადგური სათბობით ნაწილობრივი თვითუზრუნველყო-ფით. ვ.ჯამარჯაშვილი, ნ.არაბიძე. "ენერგია". თბილისი. 2005. №1(33). გვ.38-41. ქართ. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.
 
ბიომასის ყოველწლიური რესურსი მსოფლიო მასშტაბით 1,25-109 ტ პირობითი სათბობის ეკვივალენ-ტურია და იგი მეოთხეა სათბობის სხვადასხვა სახეობებს შორის, ხოლო მათგან განსხვავებით კი – განახ-ლებადია. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ტრადიციული სათბობის ბიომასით ჩანაცვლება სათბობის ეკო-ნომიასთან ერთად განაპირობებს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ეფექტსაც.
 
განხილულია ახალი იდეა, რომლის თანახმად თესის Q2 სითბო გამოიყენება სათბურებში, ხოლო მიღებული ბიომასა კი - ამავე თესში სათბობად.
 
კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ ბიომასით შესაძლებელია 20%-მდე ორგანული სათბობის ჩანაცვლება. ეს კი, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ახალი იდეა არ არის მოკლებული რეალობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადასტურებს მის პერსპექტიულობას და ხელს უწყობს ბიოენერგეტიკის განვითარებას.
 
დამუშავებული და შემოთავაზებულია თბური ენერგიის ფარდობითი სიდიდის - მნიშვნელობა. იგი განკუთვნილია ბიოთესის დამატებითი თბოგენერატორის დაგეგმარებისთვის.
 
წარმოდგენილი მასალა შეიცავს 2 ნახაზს, რომლებზედაც გამოსახულია ბიოთესისა და ბიოაირტურბინული ელექტროსადგურის პრინციპული სქემები. ილ.2, ლიტ.7 დას.


ელექტრული წრედების ელემენტებით სიმძლავრეთა ნაკადების გადაცემა, განაწი-ლება და ელექტრომაგნიტური პროცესები. გ.კოხრეიძე, დ.ლაოშვილი, ნ.გოგინაშვილი, მ.ფერაძე. "ენერგია". თბილისი. 2006. №2(38). გვ. 30-42. რუს. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.
 
ალტერნატიული მიდგომით შესრულებულია მუდმივი და ცვლადი დენის ელექტრული წრედების ელემენ-ტებისათვის ელექტრული წონასწორობის განტოლებების ჩაწერა და ელექტროენერგიის წყაროსა და მომხმა-რებლებს შორის ენერგეტიკული ურთიერთმოქმედების ანალიზი.
 
ფიზიკური მოდელების რეალურ ენერგეტიკულ მოვლენებთან ადეკვატურობის აუცილებელ კრიტერიუმად გვევლინება მათი შესაბამისობა ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის კანონებთან. "დენისა და სიმძლავრის მიმარ-თულებათა რევერსის" პრინციპის თანახმად ენერგეტიკულ კონტურში მიიღება ენერგიის ნაკადების პირობითად დადებითი და უარყოფითი მიმართულებანი.
 
ენერგიის წყაროს კონტური დაიყოფა გენერატორულ და მიმღებ შტოებთან, გენერატორულ შტოში დენი მიმართულია კვების წყაროს მომჭერებზე ძაბვის საწინააღმდეგოდ. მიმღებ შტოში დენი მიმართულია დატვირთ-ვაზე ძაბვის მიმართულებით. კვების წყაროსა და მიმღების წყვილ მომჭერებს შორის ძაბვის ვექტორის მიმარ-თულება განიცდის რევერსს კონტურის წრიული შემოვლის მიმართ.
 
წარმოდგენილი მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელსაც არ სჭირდება ფიზიკის ფუნდამენტური კანონების რევიზია, რეკომენდებულია გამოყენებული იქნას მრავალფაზა ტრანსფორმატორებსა და სინქრონულ გენერა-ტორებში. ილ.8, ლიტ. 5 დას.


შპს "მტკვარი-ენერგეტიკის" 300 მგვტ სიმძლავრის №9 ენერგობლოკის მოდერნიზაცია აირტურბინული ზედნაშენით და მასში ბუნებრივი აირის ნაწილობრივი ჟანგვით. მ.ყიფშიძე, ვ.ჯამარჯაშვილი, თ.ჯიშკარიანი, გ.არაბიძე. "ენერგია". თბილისი. 2004. №4(32). გვ. 16-17. ქართ. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.

განხილულია შპს "მტკვარი-ენერგეტიკა" 300 მგვტ სიმძლავრის №9 ენერგობლოკის მოდერნიზაციის საკითხი აირტურბინული ზედნაშენით და მასში ბუნებრივი აირის ნაწილობრივი ჟანგვით და მიღებული წვის ნაწარმის შემდგომი დაწვით საცეცხლე კამერაში. ნაჩვენებია, რომ ენერგობლოკის მოდერნიზაცია აირტურბინული დანადგარის ზედნაშენის გამოყენებით საშუალებას მოგვცემს შედარებით დაბალი კაპიტალდაბანდებების გზით და არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებით მივიღოთ დამატებითი ელექტროენერგია მაღალი მქ კოეფიციენტით.

შემოთავაზებული ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბუნებრივი აირი, რომელიც ტრადიციულ ორთქლტურბინიან დანადგარში სათბობად გამოიყენება, წინასწარ განიცდის კონვერსიას აირტურბინული მოდულის წვის კამერაში ნახშირჟანგისა და წყალბადის წარმოქმნამდე მისი ნაწილობრივი დაჟანგვის გზით 1100-13000ჩ ტემპერატურის პირობებში. კონვერსიის მიღებული აირის ნარევი ფართოვდება აირის ტურბინაში და შემდეგ იწვება ორთქლის ქვაბის საცეცხლეში.

თანმდევ ნახაზზე ნაჩვენებია ორთქლაირიანი ენერგობლოკის პრინციპიალური სქემა აირტურბინულ ზედნაშენში ბუნებრივი აირის ნაწილობრივი ჟანგვის პროცესის გამოყენებით.

დადგენილია, რომ კომბინირებული ენერგობლოკის დანერგვა აირტურბინული ზედნაშენით და ბუნებრივი აირის ნაწილობრივი ჟანგვით შესაძლებლობას მოგვცემს 50-60 მგვტ-ით გავზარდოთ ენერგობლოკის სიმძლავრე. ილ. 1, ლიტ. 3 დას

უცხოური ინვესტიციების ფორმები და მათი თავისებურებები. ელჩინ გილალ ოღლი გულიევი. "ენერგია". თბილისი. 2009. #3(51). გვ. 28-31. რუს. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.

განხილულია უცხოური ინვესტიციების სხვადასხვა ფორმა და მათი თავისებურებები. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება და განვითარება აზერბაიჯანში ხორციელდება ეკონომიკური ეფექტიანობის გარდაუვალი კრიტერიუმის ზეგავლენის ქვეშ. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და სწრაფი ტემპებით ინტეგრირდება მსოფლიო ეკონომიკაში. ხელი მოეწერა ნავთობზე კონტრაქტებს 20-ზე მეტ მსხვილ კომპანიასთან. ამ მიმართულებით საჭიროებას მოითხოვს ინვესტიციური პროექტების ეფექტიანობის შეფასების დადგენა.

ინვესტიციების კომპონენტები დაჯგუფებულია შემდეგნაირად: ბუნებრივ რესურსებში შეღწევა; საწარმოო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე; ეკონომიკის საერთო მდგომარეობა; დაბეგვრის სისტემა; კანონმდებლობის ინფლაციის დონე. თითოეული საკითხი განხილულია დაწვრილებით.

ნავთობის სექტორის განვითარება საგრძნობლად უწყობს ხელს მრეწველობის დარგების მოდერნიზაციას აზერბაიჯანში, მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვას, რაც, გარკვეული დროის გავლის შემდეგ, ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას ისეთ საბაზო დარგებში, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, მანქანათ-მშენებლობა, ნავთობქიმია. ლიტ. 4 დას.


საინვესტიციო პროექტის შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები. ელჩინ გილალ ოღლი გულიევი. "ენერგია". თბილისი. 2009. #3(51). გვ. 32-35. რუს. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა თხოულობს ნავთობმომპოვებელ ორგანიზაციებისგან წარმოების ეფექ-ტიანობას, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის, ინიციატივისა და სხვა თვისებების გაზრდას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება ისეთ ანალიზს, რომლის საშუალებითაც მუშავდება საწარმოს განვი-თარების სტრატეგია, სწარმოებს მმართველობითი გადაწყვეტილებების დასაბუთება, ვლინდება წარმოების ეფექტიანობის ამაღლების რეზერვები.

განხილულია ნავთობგაზმოპოვების წარმოების ეფექტიანობის გადაწყვეტილების მიღების ამოცანა, ნაჩ-ვენებია პროდუქციის დროში გაყოფაზე შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობა. გამოკვლეულია ე.წ. "მგრძნობიარობის ანალიზი", როგორც რისკის პირობებში გადაწყვეტილების მიღების დასაბუთების ერთ-ერთი ფორმა. შესრულებულია ცდა, სხვადასხვა ფაქტორის ცვალებადობის გათვალისწინებით, გაანალიზდეს ჯამური მონაცემების ქცევა. ცხრ.1, ლიტ. 3 დას.


ბლანტი უკუმშველი სითხის დინების განვითარება ბრტყელი ცილინდრული კვეთის მილის შესავალ უბანზე.
ა.სარუხანიანი. "ენერგია". თბილისი. 2009. #3(51). გვ.47-51. რუს. ანოტ. ქართ. ინგლ. რუს.

განიხილება ლამინარული სტაციონარული მოძრაობა ბრტყელი ცილინდრული მილის საწყის უბანზე. მილის შესასვლელ უბანზე ადგილი აქვს სიჩქარეების ღერძულ-სიმეტრიულ განაწილებას. დადგენილია სიჩქარის ცვალებადობის კანონზომიერება საწყისი უბნის ცოცხალი კვეთის მიმართ. განიხილება წნევის ცვალებადობის საკითხი მილის გასწვრივ.

ამოცანის მიღებული საერთო ამოხსნა საშუალებას გვაძლევს ამოვხსნათ მისი კერძო შემთხვევები. ამისათვის შესასვლელ კვეთში სიჩქარეების საწყისი განაწილების მოცემულ მნიშვნელობებისთვის გამოითვლება
CK დამხმარე კოეფიციენტების მნიშვნელობები. თავის მხრივ, თუ ცნობილი იქნა სიჩქარეებისა და წნევების ცვალებადობის კანონზომიერება საწყისი უბნის სიგრძეზე, შესაძლებელი იქნება გამოითვალოს საწყისი უბნის სიგრძე და ენერგიის დანაკარგები. ილ. 1, ლიტ. 8 დას.



საქართველოს მიმდებარე რეგიონებში არსებული ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროები, სატრანზიტო გზები და პერსპექტივები. დ.ელიაშვილი

ენერგომატარებლების, მათ შორის ბუნებრივი აირის ექსპორტირება ერთ_ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია მსოფლიო ეკონომიკაში. ამ საკითხში სტრატეგიის შემუშავებისა და კონკრეტული პროგრამის ჩამოყალიბების პრობლემა მეტად აქტუალურია საქართველოსათვის, რომელიც არ მოიპოვებს   ბუნებრივ გაზს საკუთარი წყაროებიდან და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.

 

გამოქვეყნდა 23.10.2009 18:52
 
© 2019 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.