მთავარი ელექტრონული ჟურნალი EOL


E ISSN 1987 - 8257

ჟურნალის შესახებ Печать E-mail
16.10.2009 18:31
ელექტრონული ჟურნალი Energyonline (EOL) არის სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის რეგულარული ინტერნეტ-გამოცემა. EOL-ში ქვეყნდება სტატიები, რომლებიც ეხება ენერგეტიკისა და მომიჯნავე სფეროების ნებისმიერ საკითხს. ჩვენი გამოცემის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტებია ახალი მეცნიერული მეთოდები, შედეგები, ინოვაციური გადაწყვეტები, ტექნოლოგიური სიახლეები და გამოგონებები.

განსახილველად მიიღება ორიგინალური სამეცნიერო სტატიები, შესაბამისი პრობლემების მცირე და დიდი მოცულობის მიმოხილვები, მოკლე ცნობები და შენიშვნები. მასალა წარდგინდება დეტალურ და ობიექტურ რეცენზირებაზე.
EOL-ში არ განიხილება სამეცნიერო გამოცემებში ადრე გამოქვეყნებული სტატიები. დაჟინებული თხოვნაა სტატიების მომზადებისას ავტორებმა იხელმძღვანელონ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული "წესებით ავტორებისათვის". ყველა ტექსტური, რიცხობრივი და გრაფიკული პირობების მხედველობაში მიღებით. ავტორები არ იზღუდებიან გადმოცემის სტილითა და მანერით. ამავე დროს, სამეცნიერო სტატიებისა და შენიშვნების მომზადებისას ავტორებმა უნდა დაიცვან მასალის ზუსტი, ერთმნიშვნელობიანი და თანმიმდევრული გადმოცემა.

ავტორები, რომელთა შრომები გამოქვეყნდება EOL-ში, ღებულობენ საიტის სამეცნიერო-ინფორმაციულ ბაზაში შესვლის შესაძლებლობას, რაც ენერგეტიკული თემატიკის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. ავტორებს შეუძლიათ მიუთითონ EOL-ში გამოქვეყნებულ საკუთარ და თავისი კოლეგების შრომებზე, როგორც რეფერირებული ხასიათის წყაროზე/ჟურნალზე.

რედაქცია მოხარულია, რომ თქვენთან თანამშრომლობს.

სარედაქციო კოლეგია 2009.

გამოქვეყნდა 18.10.2009 07:57
 
© 2018 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.