E ISSN 1987 - 8257

კანარგო Печать E-mail
17.10.2009 21:20
”კანარგოს” სახელმწიფოსთან პროდუქციის წილობრივი განაწილების 4 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე 607,113 აკრის ფართობს მოიცავს.

ნავთობისა და გაზის ოპერაციები ხორციელდება ”კანარგო ენერჯის” საოპერაციო კომპანიის ”კანარგო ჯორჯიას” მიერ, რომლის მენეჯმენტიც ქართულია და ორასზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. ”კანარგო ჯორჯიას” გააჩნია საკუთარი საბურღი დანადგარები.

 



სწორედ ”კანარგო ჯორჯიამ” გამოიყენა პირველად საქართველოში ბურღვის არაერთი უახლესი ტექნოლოგია, მათ შორის ჰორიზონტალური ბურღვა. 1996 წლიდან ”კანარგომ” ჯამში 6 ჰორიზონტალური ჭაბურღილი გაბურღა ნინოწმინდის საბადოზე, რასაც მოპოვების მნიშვნელოვანი გაზრდა მოჰყვა. ”კანარგოს” მიერ მოხდა ორი ახალი საბადოს დაძიება მანავის და ნორიოს ტერიტორიაზე, თუმცა ეს საბადოები პოტენციალის შემდგომ შეფასებას საჭიროებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, “კანარგოს” მოპოვებული აქვს საქართველოში ნავთობის საერთო მოცულობის 60%-მდე და გაზის 100%.

ინოწმინდის საბადოზე დღესაც დარჩენილია ნავთობის მნიშვნელოვანი ამოსაღები მარაგები, რომლის შეფასების პროცესიც მიმდინაროებს.
 

გამოქვეყნდა 20.10.2009 19:33
 
© 2018 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.