მთავარი ინოვაციები ენერგო ეფექტურობის ცენტრი – საქართველო


E ISSN 1987 - 8257

ენერგო ეფექტურობის ცენტრი – საქართველო Печать E-mail
17.10.2009 21:51


ამჟამად ენერგო ეფექტურობის ცენტრი–საქართველო (EEC-Georgia), ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის და ადგილობრივი განვითარებისათვის BP-სა და მისი ერთერთი პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით ახორციელებს “საქართველოს თემებისათვის ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში - ენერგო ავტობუსის” პროექტს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ორიეტირებულია სოფლის მოსახლეობაზე  და მის ძირითადად მიზანს წარმოადგენს მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგო დამზოგი  ტექნოლოგიების პოპულარიზაცია-დანერგვა.

“ენერგოავტობუსი” წარმოადგენს მოძრავ საინფორამციო ცენტრს, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ალტერნატიული ენერგო წყაროებსა და ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების მოქმედ მოდელებს: მზის მიკრო ელექტროსადგურს, მზის წყლის გამათბობელს, ქარის მიკრო გენერატორს, ბიოგაზის დანადგარს, მიკრო-ჰესსა და შეშის ეფექტურ ღუმელებს, სხვადასხვა თბოსაიზოლაციო და სამშენებლო მასალებს, კარ-ფანჯრების დათბუნების საშუალებებს, ენერგოდამზოგ ნათურებს და სხვ.

მოდელების გამოფენის პარალელურად “ენერგოავტობუსში” ეწყობა ვიდეო ფილემებისა და სლაიდების ჩვენება, რომელიც დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ ალტერნატიული ენერგიის და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების პრაქტიკულ მაგალითებს.

დათვალიერების გარდა, ავტობუსის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დამატებითი ინფორამცია ამა თუ იმ ტექნოლოგიაზე (ბროშურები, ლიფლეტები), უტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგივისა და ენერგიის ეფექტური გამოყენების შესახებ, რაც ხელს უწყობს ამ ტექნოლოგიების ფართო დანერგვას და ქვეყანაში ენერგო რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის ტარდება ტრეინინგები ყველა იმ რაიონულ ცენტრსა და სოფელში, სადაც ჩადის “ენერგოავტობუსი”. აღნიშნული ტრეინინგების დროს სკოლის მოსწავლეები ისმენენ სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პრეზენტაციას ალტერნატიული ენერგიის წყაროების და ენერგოეფექტურობის შესახებ, ეცნობიან კომპიუტერულ თამაშებს – “ააგე საკუთარი სახლი” და “შეცვალე ნათურა”, რის შედეგადაც ისინი სტუმრობენ ავტობუსს. ყოველ სკოლას გადაეცემა ბროშურების, პოსტერების და ლიფლეტების კომპლექტი CD-სთან ერთად, რომელზეც ჩაწერილია ფილმები და ზემოთ აღნიშნული თამაშები.

სკოლებში ტრეინინგის დროს მოსწავლეები აგრეთვე ეცნობიან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თემაზე საქართველოს სკოლების მოსწავლეთა შორის საუკეთესო ესსესა და ნახატის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პიროებებს.

პროექტის ფარგლებში აგრეთვე ტარდება კონკურსი საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს შორის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების თემაზე გამოქვეყნებული საუკეთესო ტელე, რადიო სიუჟეტისა და საგაზეთო/ფოტო რეპორტაჟის გამოსავლენად.

კონკურსი ტარდება ყოველწლიურად. გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 2010 წლის თებერვალში ორგანიზებულ “მდგრადი ენერგეტიკის – ენერგოავტობუსის დღის” ღონისძიებებზე.

“ენერგოავტობუსუს” საწყისი ეტაპი
თბილისი
რეგიონალური მოგზაურობის დაწყებამდე “ენერგოავტობუსი” სტუმრობდა თბილისის სხვადასხვა უბანს. პროექტის ექსპერტები მოქალაქეებისათვის ატარებდნენ კონსულტაციებს ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის შესახებ.
 





რეგიონებში მოგზაურობა ენერგო ავტობუსმა კახეთით დაიწყო და ესტუმრა საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ყვარელის, თელავის და ახმეტის რაიონებს.  ასევე ესტუმრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რაიონებს: სტეფაწმინდა, დუშეთი და თანეთი. გაულ კვირას კი სტუმრობდა ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონებს.  ენერგოავტობუსი აგრძელებს მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ენერგო ეფეტურობის ცენტრი –საქართველო ახორციელებს  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  “ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს, “დევნილი მოსახლეობის მიერ სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება”.

პროექტის ძირითადი მიზანია:

  • დევნილი მოსახლეობისათვის აშენებულ დასახლებებში არსებული შენობების განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის სოციალური, ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების შეფასება:
  • დევნილი მოსახლეობის მიერ ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სუფთა ენერგიის წყაროების დანერგვის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სუფთა ენერგოტექნოლოგიების აღჭურვილობის შეძენა-დამონტაჟებაზე;
  • ცნობიერების ამაღლება დევნილ მოსახლეობას შორის ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლოებების შესახებ მათი ენერგო მოთხოვნილებების  დასაკმაყოფილებლად.

ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის:
ენერგომოხმარების სტატისტიკური და სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება: დევნილთა განსახლების ადგილების მიხედვით; მომხმარებული ენერგიის ოდენობისა და ენერგიაზე მოთხოვნილებების შესწავლა; დევნილთა განსახლების სხვადასხვა ადგილებისათვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების პოტენციალის განსაზღვრა.
შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგების დონორ ორგანიზაციასთან  და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურების კონსულტაციების საფუძველზე დევნილთა განსახლების ობიექტების შერჩევა და ტიპიური შენობებისათვის ენერგოაუდიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს ენერგო მოხმარების მდოგმარეობის შესწავლასა და ანალიზს და ენერგოდამზოგი ღონისძიებების პაკეტის შემუშავებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმლია მომზადდეს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რეკომენდაციები და სატედერო დოკუმენტაცია სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვისათვის დაევნილთა დასახლებებში.

პროექტი ითვლისწინებს ერთ-ერთ ობიექტზე სადემონსტრაციო პროექტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს შენობის გათბობის და განათების გაუმჯობესებას, დათბუნებას და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.

კიდევ ერთი პროექტი რომელსაც ახორციელებს “ენერგო ეფექტურობის ცენტრი – საქართველო” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  ფინანსური მხარდაჭერით  “ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროგრამის ფარგლებში წარმოადენს “მიკრო ჰიდროაგრეგატი ტურბინა-ლემნისკოპტერის ბაზაზე”.

პროექტის ძირითადი მიზანია მიკრო ჰიდროაგრეგატის (3 კვტ დადგმული სიმძლავრით) დამზადება არატრადიციული მუშა თვლების მქონე სამ-სექციანი ტურბინის – “ტურბინა-ლემნისკოპტერის” ბაზაზე (შემდგომში “აგრეგატი”), შესაბამისი საველე გამოცდების ჩატარება და ტექნიკური დოუკმენტაციის მომზადება.

აგრეგატის სიახლე მდგომარეობს მუშა თვლის ფრთების ტრაექტორიაში, რომელთა თითოეული წერტილი ჩვეულ წრეწირზე მოძრაობის ნაცვლად აღწერს სამგანზომილებიან არასიმეტრიულ ლემნისკატას (). ასეთი ტრაექტორია, რომელიც ურთიერთშეუღლებული კონუსური კბილანების საშუალებით მიიღება, განაპირობებს ფრთების სვლის ‘სასარგებლო’ ნაწილის ზრდას და, შესაბამისად, წყლის ნაკადის კინეტიკური ენერგიიდან მეტი სასარგებლო სიმძლავრის მიღებას.

კერძოდ, გამოცდების შედეგად უნდა დადასტურდეს აგრეგატის მუშა მოდელის შემდეგი შესაძლებლობები:

  1. ელექტროენერგიის გამომუშავების უნარი მდინარის კალაპოტის ფორმის მაქსიმალურ შენარჩუნებით;
  2. ნაკადის კინეტიკური ენერგიის (კალაპოტის განივი პროფილის) ოპტიმალურ გამოყენება;
  3. მაქსიმალური მდგრადობა ფსკერული და შეტივტივებულ ნატანისა და ჩქარი ნაკადით წალეკვის მიმართ;
  4. აგრეგატის მოხახუნე დეტალების ეფექტური დაცვა წყლის ზემოქმედებისგან (ჰერმეტულობა);
  5. ადგილზე მონტაჟის/დემონტაჟის და გამართვის სიმარტივე;
  6. მაქსიმალურად უწყვეტი მუშაობა წყლის დონის მკვეთრი ცვალებადობის პირობებში.

აღნიშნული პროექტი ერთწლიანია,  რომელიც დასრულდება 2010  წლის აპრილში.

გამოქვეყნდა 31.01.2011 13:34
 
© 2018 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.