კვირა 04 Печать
03.02.2011 18:06

სარჩევი

1. ქ. ფოთის გაზით მომარაგება დაიწყო
2. ფოთში მაგისტრალური გაზსადენი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა
3. შარშან ბაქო-თბილისი -ერზერუმით საქართველოს გავლით 4,355 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა
4. შარშან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებით 42,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
5. სოფელ დიმში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულებულია
6. სოფელ კუწახტაში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
7. ქარის ენერგიის დეველოპერი “გამესა” გეგმავს €50 მილიონის ინვესტიციას შოტლანდიაში
8. აშშ-ს გარემოსდაცვითი საგენტო თანხმდება 15% ეთანოლის შემცველობის  ბენზინის გაყიდვაზე
9. დიდი ქალაქები ყოველთვის არ აბინძურებენ გარემოს ყველაზე მეტად
10. პუბლიკაციები
11. ღონისძიებები

 


 
ნავთობი და გაზი

ქ. ფოთის გაზით მომარაგება დაიწყო
24 იანვარს “სოკარ-ჯორჯიას გაზის ” მიერ ქ. ფოთში გაზსადენის მშენებლობის პირველი მონაკვეთის დასრულებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს საქართველოსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, კომპანია “სოკარ”-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრეზიდენტები მიკაელ ისმაილოვი და ვაგიფ ალიევი, შპს. “სოკარ ენერჯი ჯორჯია” გენერალური დირეექტორი მაჰირ მამედოვი ესწრებოდნენ.

http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=516

ფოთში მაგისტრალური გაზსადენი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა
ფოთში მაგისტრალური გაზსადენი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ფოთში 3-4 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობამ 100 000-ს უნდა მიაღწიოს. "იმისათვის, რომ ფოთი სრულფასოვან ქალაქად ჩამოყალიბდეს, აუცილებელია შეიქმნასწარმოება, ეს კი კომუნიკაციების გარეშე ვერ მოხერხდება. აქაურებისთვის არის ისტორიული დღე, რადგან ფოთში არასდროს ყოფილა გაზი და ნორმალური წყალსადენი," - განაცხადა სააკაშვილმა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44864

შარშან ბაქო-თბილისი -ერზერუმით საქართველოს გავლით 4,355 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა
2010 წელს სამხრეთ კავკასიური მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზერუმი), შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული 4,355 მლრდ კუბ. მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, 2009 წელს ამავე მილსადენით გატარებულმა მოცულობამ 4,787 მლრდ კუბ. მეტრი შეადგინა.
კორპორაციის ცნობით, ამავე პერიოდში ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით სომხეთში ტრანსპორტირებულია 1,44 მლრდ კუბ. მეტრი აირი, რაც 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44876

შარშან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებით 42,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენებით 42,4 მლნ ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, შარშან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტში 38,379 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობია გადაზიდული. ეს მაჩვენებელი 2009 წელს 38,271 მლნ ტონას შეადგენდა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44880


ელექტროენერგეტიკა


სოფელ დიმში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულებულია
კომპანია ”ენერგოპრო ჯორჯიამ” ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.
სოფლის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომანიამ 446 400 ლარი დახარჯა და 1488 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანადიცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები პარალელურად მიმიდნარეობს პრაქტიკულად ყველა რეგიონში. საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტს ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=520

სოფელ კუწახტაში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
კომპანია სს ”კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” ახმეტის რაიონის სოფელ კუწახტაში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა და 80 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც ხდება ამორტიზირებული კაბელების გამოცვლა ახალი იზოლირებული სადენებით, და საჭიროებისდ შემთხვევაში იდგმება ახალი რკინა-ბეტონის ბოძები. რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.
საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტს ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=522

განახლებადები და ენერგოეფექტურობა

ქარის ენერგიის დეველოპერი “გამესა” გეგმავს €50 მილიონის ინვესტიციას შოტლანდიაში
ესპანური ქარის ენერგიის დეველოპერმა “გამესამ” გაამხილა გეგმა - მოახდინოს  €50 მილიონის ინვესტიცია შოტლანდიაში ტენოლოგიური ცენტრის გახსნით ქ. გლაზგოში. ფინანსური შეთანხმების საფუძველზე დაგეგმილმა ქარის ტექნოლოგის ცენტრმა გლაზგოში შესაძლოა შექმნას 130 სამუშაო ადგილი ინჟინრებისათვის. კომპანია ასევე მუშაობს შოტლანდიურ საწარმოსთან, ქ. დანდის საბჭოსთან, რათა განავითაროს წარმოების, ლოჯისტიკის და მომსახურების ცენტრი ქ. დანდიში.

http://www.energyefficiencynews.com/i/3741/

აშშ-ს გარემოსდაცვითი საგენტო თანხმდება 15% ეთანოლის  შემცველობის  ბენზინის გაყიდვაზე 
აშშ-ს გარემოსდაცვითმა სააგენტომ (EPA)Pგააფართოვა სატრანსპორტო საშუალებებში ეთანოლის შემცველი ბენზინის გამოყენების დიაპაზონი. გასული წლის ოქტომბერში EPA-მ დაამტკიცა დოკუმენტი15%-იანი ეთანოლის ბენზინის შემცველობის - E15-ის  გამოყენებაზე ისეთ სატრანსპორტო საშულებებში, რომელიც წარმოადგენს 2007 წლის და შემდგომ გამოშვებას. თუმცა სააგენტომ შეაჩერაგადაწყვეტილება E15 მოხმარებაზე უფრო ძველი გამოშვების ტრანსპორტისათვის. ამჟამად ადმინსტრატორმა ლიზა ჯეკსონმა ენერგეტიკის დეპარტამენტის E-15 ემისიების ეფექტის საფუძველზე მიიღოგადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საწვავი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ავტომობილებისათვის და მსუბუქი სატვირთო მანქანებისათვის, რომელიც წარმოადგენს 2001 წლის და შემდგომ გამოშვებას.

http://www.energyefficiencynews.com/i/3739/

კლიმატის ცვლილება

დიდი ქალაქები ყოველთვის არ აბინძურებენ გარემოს ყველაზე მეტად
დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი და შანხაი, მათი ატმოსფეროს დაბინძურების წილი ერთ სულ მოსახლეზე ნაკლებია, ვიდრე ისეთ ადგილებში, როგორიცაა დენვერი და როტერდამი.

ჟურნალ “გარემო და ურბანიზაცია”-ს განცხადებით მკვლევარებმა განიხილეს 33 ქვეყნის 100 ქალაქი იმისათვის, რომ შეეტყოთ თუ სად ხდება ყველაზე დიდი დაბინძურება და რატომ.

http://news.smh.com.au/breaking-news-world/big-cities-arent-always-biggest-polluters-20110126-1a4r9.html


პუბლიკაციები

მდგრადი რესურსების გამოყენების წარმოდგენა
ავტორი კალუმ ჰილი
წიგნში შესანიშნავად არის გადმოცემული რესურსების მარაგის მოთხოვნისა და ზემოქმედების დაწვრილებითი განხილვა. ამ წიგნში მკითხველი ეცნობა ინდუსტრიულ რევოლუციას, თერმოდინამიკას,

მნიშვნელოვან ლითონებსა და სტრატეგიების შემსუბუქების გზებს.

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102564&v=513243

ღონისძიებები
ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
ენერგოავტობუსი მიმდინარე წლის 31 იანვრიდან – 4 თებერვლამდე იმოგზაურებს ქარელის რაიონში.
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

კონგრესი ენერგოეფექტურობის დღესთან დაკავშირებით 2011
16 თებერვალი, 8:30-დან 15:30-მდე
ვაშინგტონი, კოლუმბიის რაიონი
“Dirksen Senate Office” შენობა, ოთახი G-50
http://www.ase.org/geed

 

გამოქვეყნდა 03.02.2011 18:13