notice
სეისმურად აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა Печать
17.07.2018 16:57

2018 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური  კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის: "სეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა" შედეგების საბოლოო პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის  ხელმძღვანელი გახლავთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კილასონია (2015-2017 წწ.), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ ხელიძე (2018 წლიდან), შემსრულებელი -  ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა დონდოლაძე.  პროექტის მიზანს წარმოადგენდა: სეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყე-რებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა.


პრეზენტაცია გახსნა კავშირი „მეცნიერება და ენერგეტიკის“ გამგეობის თავმჯომარემ პროფ. მერაბ ლორთქიფანიძემ. მან აღნიშნა ის დიდი დამსახურება, რომელიც მიუძღვოდა სეისმიკისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში აწ განსვენებულ პროფ. ჯემალ კილასონიას. თბილად გაიხსენა მასთან გატარებული წლები ენერგეტიკისა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მისი ადამიანური თვისებები, კეთილი და ვაჟკაცური ბუნება. სამწუხაროდ მას არ დასცალდა სამუშაოს ბოლომდე მიყვანა, რაც ღირსეულად დაასრულა მისმა თანამოაზრემ და მეგობარმა, ცნობილმა მეცნიერმა, გრიგოლ ხელიძემ. 

ამგვარად, სამეცნიერო საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოვიდა პროფ. გრიგოლ ხელიძე:

 

ჩამოქცევა-მეწყერული პროცესების წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებისა და კანონზომიერებების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ძირითად მოქმედ ძალებად, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ფერდობის მდგრადობა, მიჩნეულია: სამთო ქანების მასივის წონა, სეისმური ზემოქმედება, ფილტრაციული ნაკადის წნევა. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიწვიოს ძვრაზე სიმტკიცის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო მყინვარების მეზობლად მდებარეობის შემთხვევაში მათთან ურთიერთქმედება. მეწყერის განვითარების პროცესის მათემატიკური მოდელირების ალგორითმი განხორციელებულია სამ ეტაპად: პირველი-მთის მასივის სტატიკური დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა ცოცვადობის და მასივის ბზარიანობის გათვალისწინებით წრფივი დრეკადობის  თეორიის ფარგლებში, მეორე-სეისმური დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა დრეკად-პლასტიკური ამოცანის ფარგლებში, რომლისთვისაც პირველი ეტაპზე მიღებული შედეგები წარმოადგენს საწყის მონაცემებს, მესამე-მთის ქანების ჩამოქცევები, რომლებიც განხილულია ბლანტი სითხის ნაკადის სახით. წარმოდგენილია ჟინვალის წყალსაცავის ზონაში არსებული მეწყერების და ღვარცოფების თანამედროვე მდგომარეობა. მეწყერების მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები, აგრეთვე პროფილაქტიკისა და სტაბილიზაციისათვის გასატარებელი ღონისძიებებიები. შემოთავაზებულია მეწყერსაშიშროების ადრეული შეტყობინების სისტემის 5 დონიანი სქემა.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული იქნა მონაწილეობა ორ საერთაშორისო კონფერენციაში, ხოლო სამუშაოს შედეგების მიხედვით მომზადდა სამი სტატია რეცენზირებად ჟურნალებში.

{gallery}galery_2{/gallery}

Обновлено 15.03.2019 15:15