E ISSN 1987 - 8257

ინოვაცია Печать E-mail
18.10.2009 14:34
1. ჟინვალის ცვალებადნიშნულიანი ჰიდროელექტროსადგურები (ბიზნეს-გეგმა)

ი.ორჯონიკიძე, ვ.ჯამარჯაშვილი, გ.გიგიბერია, ა.მირიანაშვილი, დ.დგებუაძე

შემოთავაზებული ტექნოლოგიით წყალსაცავიან ჰესებზე გამოყენებული იქნება მკვებავი მდინარის ჰიდროენერგია, რომელიც არსებულ ჰესზე იკარგება დროის იმ პერიოდში, როდესაც წყალსაცავში ადგილი აქვს წყლის დონის ცვალებადობას მაქსიმალურიდან მინიმალურამდე და, პირიქით, ე.ი. წყალსაცავის ჩამოცლისა (შემოდგომა-ზამთარი) და შევსების (გაზაფხული) თვეებში.

ინოვაციური ცვალებადნიშნულიანი ჰესი (ცნჰესი) წყალაღებას აწარმოებს მკვებავი მდინარის წყალსაცავში შერთვის ადგილთან აგებული წყალმიმღები ნაგებობიდან. შემდეგ სადერივაციო წყალსატარით წყალი მიეწოდება სადაწნეო რეზერვუარს, განთავსებულს წყალსაცავის მინიმალური საექსპლუატაციო ნიშნულის გასწორში. რეზერვუარიდან სატურბინე მილსადენი უშუალოდ მიერთებული იქნება ჰიდროაგრეგატთან, რომელიც დამონტაჟებული იქნება წყალსაცავზე მოტივტივე პლატფორმაზე. ცნჰესი იმუშავებს ცვალებად წნევაზე. სადაწნეო დერივაციის შემთხვევაში დასაწნეო რეზერვუარის მოწყობა შესაძლოა არ გახდეს საჭირო.

ინოვაციური ტექნოლოგია დაცულია საქართველოს პატენტით და დღეისათვის არაა განხორციელებული.
ცნჰესზე წარმოებული ელექტროენერგიის გენერაცია დაფუძნებულია ეკოლოგიურად სუფთა ენერგომატარებელზე. ამასთანავე, გამომუშავებული ელექტროენერგიის მეტი წილი (∼66%) ემთხვევა პერიოდს, როდესაც ქვეყნის ელექტროსისტემაში გვაქვს ენერგიის დეფიციტი და, შესაბამისად, ენერგოსისტემაში ადგილი აქვს სიმძლავრეების შეყვანას თბოსადგურების მეშვეობით.

ცნჰესზე წარმოებული ელექტროენერგიის ტრადიციულ ჰესზე გამომუშავებული ენერგიის ღირებულებაზე ნაკლები იქნება.

შემოთავაზებული ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში შესაძლებელია წყალსაცავიან ჰესებზე: ჟინვალჰესი, ენგურჰესი, სიონჰესი და პერსპექტივაში _ ხუდონის, ნამახვანისა და ა.შ.



2. ტექნოპარკის საპროექტო წინადადება ბორჯომ-პარკისთვის

ი.ორჯონიკიძე, რ.პატარაია, ვ.ჯამარჯაშვილი, ა.მირიანაშვილი

პროექტი ითვალისწინებს მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკული რესურსების კომპლექსურ გამოყენებას ელექტროენერგიის მისაღებად. ელექტროენერგიის მიღების ზოგადი სქემა შემდეგია: მზისა და ქარის ენერგოდანადგარებით წარმოებული ენერგია მიეწოდება წყლის ტუმბოს. ამ უკანასკნელის დანიშნულებაა აწიოს მდინარის ჩამონადენი წყალი სიმაღლე H1-ზე, სადაც მოწყობილია პირველი მარეგულირებელი აუზი. ამ აუზიდან წყალი სადაწნეო მილსადენებით H2 (H2>H1) მეტრის დაწნევით მიეწოდება ჰიდროაგრეგატებს ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით, რადგან H1<H2-ზე, ანუ მზისა და ქარის ენერგიით ასატუმბი წყლის სიმაღლე ნაკლებია ჰიდროტურბინის დაწნევაზე. ერთი და იგივე წყლის მოცულობის გატარების შემთხვევაში, მიიღება ჭარბი როგორც სიმძლავრე, ასევე ელექტროგამომუშავება (ვ.ჯამარჯაშვილი, 1997; 2003).
გამოქვეყნდა 07.04.2010 13:41
 
© 2021 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.