E ISSN 1987 - 8257

მიმოხილვითი სტატიები Печать E-mail
21.10.2009 17:29
მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

რ.არველაძე

ჰიდროენერგეტიკული რესურსების ხვედრითი ტექნიკური პოტენციალის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში. ამ პოტენციალში საკმაო ნაწილი სწორედ მცირე ენერგეტიკაზე მოდის, რომელიდც განახლებადი ენერგეტიკის კატეგორიას მიეკუთვნება. "საქართველოს მდინარეების მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრის" მიხედვით, მცირე მდინარეების თეორიული ყოველწლიური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 40 მლრდ.კვტ.სთ-ს, ხოლო ტექნიკური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი კი - 19,5 მლრდ.კვტ.სთ-ს. აქედან, დრევანდელი პირობების გათვალისწინებით, რეალურად ათვისებად პოტენციალად შეიძლება ჩაითვალოს 8 მლრდ.კვტ.სთ. აქედან ცხადია, თუ რაოდენ დიდი რეზერვი გააჩნია ჩვენს ქვეყანას.

მცირე ჰესების პროექტირების განხორციელების ვადები მერყეობს 4-დან 30 თვემდე. ეს ვადები გაცილებით მცირეა საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესების პროექტების განხორციელების ვადებზე, რაც დიდ უპირატესად შეიძლება ჩაითვალოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს ენერგიის განახლებადი წყაროებისა და, პირველ რიგში, მცირე ჰესების განვითარებისათვის ხელშეწყობა, რადც აუცილებლად უნდა აისახოს შესაბამის კანონებში.


გამოქვეყნდა 07.04.2010 13:40
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.