E ISSN 1987 - 8257

ხრამჰეს I Печать E-mail
28.01.2010 12:29

ხრამჰესების კასკადის პირველ საფეხურია სეზონური რეგულირების,  შერეული ტიპის მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგური _ ხრამჰეს I.  სადგურზე გამოიყენება მდინარე ხრამის წყალჩამონადენი.   სათავე ნაგებობანი განთავსებულია წალკის ხეობის დასაწყისში, ხოლო ელექტროსადგურის ძალური კვანძი აშენებულია ღრმა ხეობაში, მდინარე ხრამის ყოფილ კალაპოტში.

 

სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1947 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 112.8 (3 37.6) მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 184 მილიონი კილოვატსაათი.

 

იმყოფება კერძო საკუთრებაში დროებითი მართვის უფლებით.

გამოქვეყნდა 28.01.2010 12:29
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.