E ISSN 1987 - 8257

კვირა 46 Печать E-mail
18.11.2010 17:36

სარჩევი

 

1.      ქართულ კომპანიებს USAID-ის მიერ დაფინანსებულ ენერგოპროექტში მონაწილეობა შეეძლებათ

2.       BTC-ის მეშვეობით იანვარ-ოქტომბერში 31,2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა

3.      „კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" „მტკვარი ჰესის" მშენებლობას აგრძელებს

4.       ბრიუსელშისაქართველოს ენერგეტიკული კონფერენციაიმართება

5.       პრეზიდენტი ჰიდროენერგეტიკაში 7-8 წელიწადში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელოდება

6.      შოტლანდია გამოყოფს ინვესტიციას 70 მლნ ევროს ოდენობით ოფშორული ქარის სადგურებისთვის

7.      ევროპას გამოცდილების გაზიარება სურს !!!

8.      პუბლიკაციები

9.     ღონისძიებები

 

 

ნავთობი და გაზი

ქართულ კომპანიებს USAID-ის მიერ დაფინანსებულ ენერგოპროექტში მონაწილეობა შეეძლებათ

ქართულ კომპანიებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ენერგოპროექტში მონაწილეობა შეეძლებათ. USAID-მა კომპანიების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. „ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის" (PGIP ) ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებსნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" დასახელმწიფო ელექტროსისტემასთან" ერთად შეასრულებენ. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადებიელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის" ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 9 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. USAID-მა საქართველოს მთავრობას რამდენიმე ენერგოობიექტის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 123,260 მლნ აშშ დოლარის გრანტი გამოუყო. კერძოდ, ელექტროგადაცემის განახლება, რეკონსტრუქციისა და ოპერირებისთვის 33 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული, მაგისტრალური გაზსადენის ფოთის 30 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის - 82 მლნ აშშ დოლარი, ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისებისთვის - 9,555 მლნ აშშ დოლარი, სუფთა ენერგიის ინიციატივის დასაფინანსებლად - 1,5 მლნ აშშ დოლარი, პროგრამის მხარდაჭერისთვის - 760 ათასი აშშ დოლარი. საქართველოსა და USAID - შორის 120 მლნ აშშ დოლარის ოდენობით საგრანტო ხელშეკრულება მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაფორმდა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43062

 

BTC-ის მეშვეობით იანვარ-ოქტომბერში 31,2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მეშვეობით 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში 31,2 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა განხორციელდა.  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ინფორმაციით,  მხოლოდ ოქტომბერში მილსადენით 3,21 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა.  გასული წლის პირველ 10 თვეში BTC-ის მეშვეობით 30,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, ხოლო სულ მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან (2006 წლის 1 სექტემბერი) 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით 138 მლნ ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული.  მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე BTC-ის მეშვეობით 30,13 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა. ხოლო ნავთობსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 2010 წლის ოქტომბრამდე ჯეიჰანის პორტიდან მსოფლიო ბაზრებზე 135,75 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. TC-ის მილსადენის დღე-ღამური სიმძლავრე 1,2 მლნ ბარელს შეადგენს. მილსადენის მთლიანი სიგრძე 1 768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი - აზერბაიჯანის, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43194

 

ელექტროენერგეტიკა

„კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" „მტკვარი ჰესის" მშენებლობას აგრძელებს

კომპანია „კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" „მტკვარი ჰესის" მშენებლობას აგრძელებს. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ჰესის მოედანზე მიმდინარეობს. როგორც „კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურაში" განმარტავენ, დღემდე ჰესის დასაწნევი გვირაბის გათხრა და გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობდა. „კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურამ" 15 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ელექტრო ტრანსფორმატორის მონტაჟი დაასრულა, რომელიც ასპინძის რაიონიდან მშენებლობის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანია უახლოეს მომავალში წყალსაშვის, სადერივაციო არხის, მზღუდავის და კაშხლის მშენებლობას დაიწყებს. 38-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურას" მიერ დაფუძნებული კომპანია "მტკვარი" ახორციელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კავკასუს ჰიდრო კონსტრაქშენი" ასრულებს. "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" "მტკვარიჰესის" მშენებლობის დასრულებას 2012 წლისთვის გეგმავს და მშენებლობაში 70 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რასაც კომპანიის აქციონერებისაგან მიიზიდავს. სს "კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" Liberty Consumer-ის შვილობილი კომპანიაა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43092

 

 

 ბრიუსელშისაქართველოს ენერგეტიკული კონფერენციაიმართება

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 5 ნოემბერსსაქართველოს ენერგეტიკული კონფერენციაგაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების მინისტრი იონ არიტონი, ბულგარეთის ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი ტრაიკო ტრაიკოვი, BP-ის ევროპულ საქმეთა დეპატამენტის დირექტორი ჰოვარდ ჩეიზი.  პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა და ისაუბრებს  ქვეყნის სატრანზიტო როლზეჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების შესაძლებლობებზე და   საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ  რეფორმებზე.

http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=430

 

პრეზიდენტი ჰიდროენერგეტიკაში 7-8 წელიწადში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელოდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროგნოზით, მომავალი 7-8 წლის განმავლობაში საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში 5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც მან ორშაბათს, თავისუფალ უნივერსტიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ინვესტიცია კაშხლების, ახალი ტურბინების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას მოხმარდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტია 600-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა სვანეთში, სოფელ ნენსკაში. "ნენსკა" იქნება ენგურის ნახევარი სიმძლავრის კაშხალი, რაც 600-დან 800 მილიონ დოლარამდე მოზიდული ინვესტიციაა", - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა "ხუდონჰესის" მშენებლობაზეც ისაუბრა და მშენებლობის დაწყების უკიდურეს ვადად 2012 წლის დასაწყისი დაასახელა. „ეს იქნება დამატებით 800-900 მეგავატი, რისთვისაც 800-დან 1 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო, - აღნიშნა სააკაშვილმა. ჰიდროენერგეტიკაზე საუბრისას პრეზიდენტმა "ნამახვანჰესის" მშენებლობასაც გაუსვა ხაზი, რაც დაახლოებით 700-800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვს. მისივე განცხადებით, კორეულ-თურქული კონსორციუმი კაპიტალდაბანდების საკითხს აგვარებს და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ჰესის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=43112

 

განახლებადები და ენერგოეფექტურობა

შოტლანდია გამოყოფს ინვესტიციას 70 მლნ ევროს ოდენობით ოფშორული ქარის სადგურებისთვის

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სელმონდმა განაცხადა, რომ გამოიყოფა ინვესტიცია 70 მლნ ევროს ოდენობით ოფშორული ქარის სადგურების განვითარებისათვის. განახლებადი ენერგიის წყაროების ინფრასტრუქტურის ეროვნული ფონდი უზრუნველყოფს  ტექნიკისა და ქარხნების მხარდაჭერას ამ პროექტისათვის. 

http://www.energyefficiencynews.com/i/3534/

 

კლიმატის ცვლილება

ევროპას გამოცდილების გაზიარება სურს !!!

ევროკომისიის გადაწყვეტილებით ევროპაში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრი, სადაც მსურველებს გაუზიარებენ გამოცდილებას ნახშირბადის ემისიის შემცირებასთან დაკავშირებით. პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ პროექტი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

http://www.energyefficiencynews.com/i/3389/

 

პუბლიკაციები

განახლებადი რევოლუცია

საჯედ კამალის ავტორობით გამოიცა ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც ამოვიკითხავთ, თუ როგორ ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას, როგორ გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის წყაროები და როგორ შევქმნათ მდგრადი მომავალი.

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102476&v=512542

 

 

ღონისძიებები

უზბეკეთის ნავთობისა და გაზის  15- საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია

ტაშკენტი, უზბეკეთი

17 – 19 მაისი 2011

http://www.oguzbekistan.com/2011/

 
მსოფლიოს მომავლის ენერგიის კონფერენცია
აბუ-დაბი
17 – 20 იანვარი 2011
http://www.earthscan.co.uk/tabid/467/Default.aspx

 

ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი

საქართველო, კახეთი, ყვარელის რაიონი

15 – 19 ნოემბერი 2010

http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

გამოქვეყნდა 18.11.2010 17:40
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.