E ISSN 1987 - 8257

კვირა 03 Печать E-mail
26.01.2011 12:54

სარჩევი

1.      გლობალურ ბირჟებზე 19 იანვარს სანავთობო ფიუჩერსების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა

 

2.      საწვავის ფასები - პროგნოზი არასახარბიელოა

 

3.      2010 წელს სამხრეთ კავკასიური მილსადენით 4355.6 მლნ კუბური მეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდა

 

4.      ენერგორესურსების გამოყენების ასოციაცია ენერეგტიკული შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

 

5.      საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში შესაძლოა არაბული ინვესტიციები ჩაიდოს

 

6.      სსე: მიმდინარე წელს ქვესადგურების 90 პროცენტი რეაბილიტირებული იქნება

 

7.      ახალი წელი, ახალი პროექტები

 

8.      კომპანია General Electric ახალ იდეებს ეძებს

 

9.      ევროკომისიის პრეზიდენტი პროგრესით უკმაყოფილოა

 

10.  აშშ- აქვს პოტენციალი 2050 წლისთვის ტრანსპორტის ემისია 65%-ით შეამციროს

 

11.  პუბლიკაციები

 

12.  ღონისძიებები

 

 

 

 

 

ნავთობი და გაზი

გლობალურ ბირჟებზე 19 იანვარს სანავთობო ფიუჩერსების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე სანავთობო ფიუჩერსების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. სააგენტო RBC-ის ინფორმაციით, 19 იანვრის სავაჭრო სესიის შედეგებით, ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე სანავთობო ფიუჩერსის IPE Brent Crude ფასი გაიზარდა და 98,16 (+0,36) აშშ დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკის Nეწ York Mercantile Exchange-ზე კი სანავთობო ფიუჩერსის ფასი Brent Crude შემცირდა და 90,86 (-0,52) აშშ დოლარი შეადგინა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44766

 

საწვავის ფასები - პროგნოზი არასახარბიელოა

საწვავი კვლავ ძვირდება. მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი უკვე $95- მიუახლოვდა, რაც ბოლო 2,5 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასმა კიდევ ორი დოლარით მოიმატა. მსოფლიო ბაზრის ტენდენციებიც ჯერჯერობით ფასის ზრდაზე მიანიშნებს.

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ნავთობის გაძვირება ამერიკული ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებით იყო გამოწვეული. ამას დაერთო დადებითი ინფორმაცია ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ბოლო მონაცემებიდან ჩანს, რომ აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა ნავარაუდევზე სწრაფად გრძელდება, მოიმატა დასაქმების მაჩვენებლებმაც. ეკონომიკური ზრდის მოლოდინი საწვავის გაძვირებას აძლევს სტიმულს.

http://www.ambebi.ge/ekonomika/30729-satsvavis-fasebi-prognozi-arasakharbieloa.html

 

2010 წელს სამხრეთ კავკასიური მილსადენით 4355.6 მლნ კუბური მეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდა

სამხრეთ კავკასიური მილსადენით (SCP) თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან 2010  წელს 4355,6 მლნ კუბური მეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდა. 2009 წელს ამავე მილსადენით გატარებულმა მოცულობამ 4787.9 მლნ კუბური მეტრი შეადგინა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით ამავე პერიოდში სომხეთში ტრანსპორტირებულია 1440.0 მლნ კუბური მეტრი აირი, რაც 12%-ით ნაკლებია 2009 წელს ტრანსპორტირებულ გაზთან შედარებით.

http://gogc.ge/index.php?m=262&newsid=446

 

ელექტროენერგეტიკა

ენერგორესურსების გამოყენების ასოციაცია ენერეგტიკული შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

ენერგორესურსების გამოყენების ასოციაცია ენერეგტიკული შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის (ECI) შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

ასოციაციამ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის მიზანი იყო დუშეთის რაიონის ენერგეტიკული პასპორტის შემუშავება. კერძოდ, ენერგეტიკული რესურსების გამოყენებისა და პოტენციალის გამოვლენა, ენერგო

უსაფრთხოების გაუმჯობესება და რეგიონში ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქცინირებისათვის ბაზის შექმნა.

ECI პროექტის საგრანტო პროგრამის მეორე ტურში, 10-100 ათასი აშშ დოლარის გრანტი ცხრა ორგანიზაციამ მიიღო. პროექტის ფარგლებში გაცემული გრანტების ოდენობა 500 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

5,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი" 3-წლიანია, რომელიც ენერგეტიკის პოლიტიკის ანალიზისა და დიალოგის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ხორციელდება.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44759

 

 

საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში შესაძლოა არაბული ინვესტიციები ჩაიდოს

საქართველოს ჰიდროსექტორში შესაძლოა არაბული ინვესტიციები ჩაიდოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, შესაბამისი დაინტერესება არაბულმა მხარემ მასთან, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრებისას გამოთქვა.

"შეხვედრებზე აქცენტი საქართველოს ჰიდროპოტენციალზე გავაკეთეთ. საქართველო დღეს ელექტროენერგიის ექსპორტს ყველა მეზობელ ქვეყანაში: რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ახორციელებს. რა თქმა უნდა, არსებობს დიდი პოტენციალი იმისა, რომ ამ სექტორში ინვესტიცია არაბული ქვეყნებიდანაც იქნას მოზიდული", - განუცხადა აბუ-დაბიში ვიზიტით მყოფმა გილაურმა ჟურნალისტებს.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44750&action=add_comment

 

 

სსე: მიმდინარე წელს ქვესადგურების 90 პროცენტი რეაბილიტირებული იქნება

სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებით, ქვესადგურების 90%-ის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვესადგურებში ახალი ელექტრომოწყობილობების მონტაჟი და ძალოვანი ტრანსფორმატორების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, სსე-ში ელექტროსისტემაში ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის დანერგვის მიზნით ახალი პროექტი მუშავდება, რომელიც საპილოტე რეჟიმში წელს ამოქმედდება.

ზუმბურიძის განცხადებით, 2010 წელს ქვესადგურშიგარდაბანი 500" მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები ასევე ქვესადგურებშინავთლუღი 220", „ფერო 220", „მენჯი 220" დაბათუმი 220" განხორციელდა.

მისივე თქმით, სამუშაოებისახელმწიფო ელექტროსისტემის" 2010 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=44449

 

განახლებადები და ენერგოეფექტურობა

ახალი წელი, ახალი პროექტები

ახალი წელი ახალი პროექტებით დაიწყო კალიფორნიაში. კომპანია SunPower 711 მგვტ სიმძლავრის მზის ფოტოელემენტებს კალიფორნიის ერთ-ერთ უბანში დამონტაჟებს. გარდა ამისა, კალიფორნიაში მეორე, 325 მგვტ სიმძლავრის მზის სადგურიც დამონტაჟდება. ორივე პროექტის განხორციელება 2013 წლიდან დაიწყება. სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 540,000 სახლის უზრუნველსაყოფად იქნება საკმარისი.

მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება ავსტრალიაშიც. ერთ-ერთ პროვინციაში 300 მლნ. დოლარის ღირებულების 100 მგვტ-იანი მზის სადგური დამონტაჟდება.

http://www.energyefficiencynews.com/i/3709/

 

 

კომპანია General Electric- ახალ იდეებს ეძებს

კომპანია General Electric ახალ იდეებს ეძებს და ამ მიზნით გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო პროექტის შესარჩევად. ყველა პროექტის სახელწოდება ერთი და იგივე უნდა იყოს -მომავლის ეკო სახლი”. კომპანიის მესვეურები ვარაუდობენ, რომ მათ წინადადებას მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვება და მსოფლიოს მასშტაბით უამრავ საინტერესო იდეას და პროექტს მიიღებენ. კომპანია გასულ წელსაც ეძებდა ორიგინალურ იდეებს გადამცემ ქსელთან დაკავშირებით და ჯამში 4000-ზე მეტი საპროექტო წინადადება მიიღო, თუმცა მათგან საუკეთესო ჯერ კიდევ არაა გამოვლენილი.

http://www.energyefficiencynews.com/i/3695/

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტი პროგრესით უკმაყოფილოა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ევროპაში ენერგიის განახლებადი წყაროები საკმარისად არაა ათვისებული, შესაბამისად გასულ წელს თითქმის უმნიშვნელოდ გაიზარდა ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი. აღნიშნული ფაქტით პრეზიდენტი უკმაყოფილოა და თვლის, რომ 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა ასეთი ტემპით საგრძნობლად გაჭირდება.

http://www.energyefficiencynews.com/i/3684/B

 

 

კლიმატის ცვლილება

აშშ- აქვს პოტენციალი 2050 წლისთვის ტრანსპორტის ემისია 65%-ით შეამციროს

გლობალური კლიმატის ცვლილების ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ აშშ- აქვს პოტენციალი 2050 წლისთვის ტრანსპორტის ემისია 17-65%-ით შეამციროს. ანგარიშში დაწვრილებითაა აღწერილი განსახორციელებელი ქმედებები და ასევე თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში.

http://www.energyefficiencynews.com/i/3719/

პუბლიკაციები

 

ენერგია 2050

ჯიმ სკაისა და პოლ ეკინსის ავტორობით გამოიცა ახალი წიგნიენერგია 2050”, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ, თუ რა გზებით აპირებს დიდი ბრიტანეთი 2050 წლისთვის ატმოსფეროში სათბური გაზების გამოყოფის შემცირებას 80%-ით.

http://www.earthscan.co.uk/?TabId=102453&v=512475

 

 

ღონისძიებები

 

ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსისპროექტი

ენერგოავტობუსი მიმდინარე წლის 24-28 იანვარს იმოგზაურებს ხაშურის რაიონში.

http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

 

სუფთა წარმოება და მდგრადი მსოფლიო

2011 წლის 18-20 მაისი

სან-პაულო, ბრაზილია

http://www.advancesincleanerproduction.net/

 

გამოქვეყნდა 26.01.2011 12:59
 
© 2022 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.