E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

საერთო ნაწილი Печать E-mail
17.03.2011 16:33

კარკასული შენობების თავისუფალი რხევების პერიოდების განსაზღვრა პირდაპირი ლინეარიზების მეთოდის გამოყენებით

ვ.ამბარცუმიანი, ლ.ლევონიანი
(სომხეთი)

გამოკვლეულია კარკასული შენობის თავისუფალი არაწრფივი რხევები. მათი დინამიკური საანგარიშო სქემა წარმოდგენილია თავისუფლების ხარისხის სასრული რიცხვის სისტემის სახით. გამოყენებულია პირდაპირი ლინეარიზაციის მეთოდი. მიღებულია ურთიერთ დამოკიდებულებების გამოსახულებები არაწრფივი რხევების პერიოდებისა და გადაადგილებისგან გამოწვეული აღდგენითი ძალის სხვადასხვა რეალურ სიდიდეებს შორის.



ენერგოდაზოგვა მრავალფუნქციური შენობის თბო-სიცივით მომარაგების მულტიზონალური სქემით განხორციელების პირობებში

ს.ბარამიძე, დ.კიღურაძე, ო.კიღურაძე
(საქართველო)

ჩატარებულია მრავალფუნქციური შენობის თბო-სიცივით მომარაგების მულტიზონალური სქემით განხორციელების პირობებში ენერგოდაზოგვის სიდიდის გაანგარიშება. განხილულია შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს სითბოს “გადატანას” იმ სათავსებიდან, სადაც სითბოს “სიჭარბეა”, იმ სათავსებში, სადაც სითბოს “დეფიციტია”. აღნიშნული პროცესი მიიღწევა საერთო წყლის კონტურში ჩართული პარალელურ რეჟიმში მომუშავე რევერსიული თბური  ტუმბოების გამოყენებით. ენერგიის მნიშვნელოვანი დაზოგვა (40-50%) მიიღწევა განსაკუთრებით გარდამავალ სეზონისათვის (გაზაფხული, შემოდგომა).



გაცვეთილი დეტალების პლაზმური განმტკიცება და აღდგენა

გ.გელენიძე, თ.გოჩიტაშვილი, გ.გოგია
(საქართველო)

აღწერილია გაცვეთილი დეტალების ელექტრორკალური და პლაზმური ტექნოლოგიით აღდგენის კომბინირებული მეთოდი. ტექნოლოგია ითვალისწინებს აღსადგენი დეტალის ზედაპირის წინასწარ პლაზმით გახურებას, შემდგომ ცვეთამედეგი ელექტროდებით ელექტრორკალურ დადუღებას, დადუღებული უსწორმასწორო ზედაპირის პლაზმატრონით მოდნობასა და მოსწორებას და ბოლოს პლაზმური ალის ინტენსივობის მდოვრედ შემცირებით დეტალში წარმოქმნილი დაძაბულობის მოხსნას. ეს უზრუნველყოფს აღდგენილი ზედაპირის უფრო მეტ ცვეთამედეგობას, ვიდრე ის  აღდგენამდე იყო.

გამოქვეყნდა 18.03.2011 13:28
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.