E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ენერგოეფექტურობა Печать E-mail
17.03.2011 16:36

 საერთაშორისო ენერგეტიკული ურთიერთობის კოორდინაციული ცენტრი

ი.ჩოლოყაშვილი
(საქართველო)

შემოთავაზებულია ავტორის მიერ შემუშავებული მოსაზრებები ერთიანი ენერგეტიკული კონცეფციის ფორმულირების შესახებ. მათ დასამუშავებლად საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარებული ქვეყნების ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევა. ერთიანი ენერგეტიკული კონცეფციის საბოლოო მიზნად უნდა იქნას საერთაშორისო ენერგეტიკული ურთიერთობის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა.

ასეთი ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითად საკითხებად უნდა იქცეს შემდეგი: ცალკეული ქვეყნების (რეგიონების) ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით კონცეპტუალური მიდგომის შემუშავება; საერთაშორისო კანონმდებლობითი ბაზის შექმნა ენერგეტიკის განვითარების დარგში ქვეყნებს შორის დამოკიდებულებების ჩამოყალიბების მიმართებაში; ენერგეტიკის დარგში ერთიანი მსოფლიო სტანდარტების შემუშავება; მყარი ბაზის შექმნა ცალკეული ქვეყნების ენერგოპოტენციალის განვითარების მიზნით.

მაგალითის სახით მოყვანილია კანონპროექტი, მიღებული ევროკავშირის მიერ 2009 წლის ივნისში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.



ელექტროსისტემაში აქტიური დატვირთვის ოპტიმალური განაწილება კასკადური ჰიდროელექტროსადგურების გათვალისწინებით

გ.მახარაძე, თ.ჯიქია
(საქართველო)

განხილულია ელექტროსისტემაში აქტიური დატვირთვის ოპტიმალური განაწილების ამოცანა კასკადური ჰესების გათვალისწინებით.

სადგურთა სახარჯო მახასიათებელთა მათემატიკური გამოსახულებების საფუძველზე შედგენილია მიზნის ფუნქცია, შეზღუდვის განტოლებათა და მისი უტოლობათა სისტემა. ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულია ლაგრანჟის განუსაზღვრელ მამრავლთა მეთოდი.

   მიღებულია ელექტროსისტემაში ელექტროსადგურებს შორის აქტიური დატვირთვის განაწილების ოპტიმიზაციის ამოცანის განტოლებათა სისტემა წყალსაცავიანი ჰესებთან კასკადში მომუშავე სეზონური ჰესების გათვალისწინებით, რომელთა მუშაობა რამდენამდე დაკავშირებულია  მარეგულირებელი ჰესების მუშაობის რეჟიმთან.

საკვანძო სიტყვები: შეზღუდვის განტოლებები, სათბობის ხარჯის მინიმიზება, ფუნქციის ექსტრემუმი, აქტიური დატვირთვა, მაბალანსირებელი თბოსადგური.



საქართველოში მცირე სიმძლავრის მომხმარებლების ელექტრიფიკაცია მზის სინათლის ენერგიის გამოყენებით

შ.ნემსაძე, ნ.ჯაში
(საქართველო)

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ელექტროენერგიის განახლებადი წყარო – მზის სინათლის ენერგიის ელექტროენერგიაში. მსოფლიოს წამყვანი ფირმების Splar Liting International, Sharp, Conchiglia–ს მიერ წარმოებული კრისტალური სტრუქტურის მქონე სილიციუმისაგან დამზადებული მზის მოდულები 10-12% მქ კოეფიციენტით ხასიათდება. მზის პანელები გამოიყენება, როგორც ენერგიის წყარო ფოტოელექტრულ ელექტროსისტემებში. გავრცელებულია ორი ტიპის ფოტოელექტრული სისტემა: ავტონომიური და სამრეწველო ქსელთან მიერთებული.

შერჩეულია საშუალო დონის მომხმარებელი, რომელიც დღეში მოიხმარს 8350 ვტ.სთ ენერგიას და გავიანგარიშებია, თუ რა ფართობზე უნდა იყოს განთავსებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დონის მომხმარებელს ელექტროენერგიით.

გამოქვეყნდა 18.03.2011 13:30
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.