E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ჰიდრავლიკა Печать E-mail
17.03.2011 16:48

ნაკადის მიერ ნატანის მზიდუნარიანობის განსაზღვრა განზომილებათა თეორიის გამოყენების საფუძველზე

პ.ბალჯიანი, ო.კელეჯიანი
(სომხეთი)

ნაკადის მიერ ნატანის ტრანსპორტირების მზიდუნარიანობის გაანგარიშებების მეთოდების ანალიზმა ავტორებს მისცა საშუალება დაედგინად იმ ძირითადი პარამეტრების დასახელება, რომლებიც განაპირობებენ ნაკადის მიერ ნატანის გადაადგილების უნარიანობას S ან ნატანის ხარჯის სიდიდეს Qტ.

მთის მდინარეების ნატანის გადაადგილების მზიდუნარიანობის სიდიდე დღეისთვის ნაკლებად არის დადგენილი. საველე და ნატურულ დაკვირვებათა გამოკვლევის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია ნაკადის, ნატანისა და კალაპოტების პარამეტრების ის საკითხები, რომლებიც განსაზღვრავენ ნატანის ხარჯის სიდიდეს. განზომილებათა თეორიის გამოყენებით, მიღებულია კრიტერიალური განტოლება ნაკადის მიერ ნატანის მზიდუნარიანობის განსაზღვრისთვის.



მაგისტრალურ ნავთობსადენებზე ავარიის შედეგად მდინარის ესტუარებში შესაძლო ეკოლოგიური სტრესების პროგნოზირება

დ.ნამგალაძე, ი.ლომიძე, ლ.შატაკიშვილი
(საქართველო)

განხილულია მაგისტრალურ ნავთობსადენებზე ავარიის შედეგად მდინარის ესტუარებში შესაძლო ეკოლოგიური სტრესების პროგნოზირების საკითხები, კერძოდ ესტუარში ჩაღვრილი ნავთობის ჭავლის ტრაექტორიის განსაზღვრა. ესტუარში, რომელიც წარმოადგენს მდინარის ერთტოტიან, ზღვის მიმართულებით გაფართოვებად შესართავს, ჩაღვრილი ნავთობის ჭავლის ტრაექტორიის განსაზღვრის პირველ ეტაპზე გამოყენებულია მდინარეში სიჩქარის განაწილების წრფივი იდეალიზაცია. ამ შემთხვევაში ჭავლის ტრაექტორიას რთული ფორმა გააჩნია, იგი ჯერ ჩადის ქვევით, ხოლო შემდეგ, როდესაც აღწევს წერტილს, სადაც ნაკადი იცვლის მიმართულებას, იცვლება ჭავლის სიმრუდის რადიუსი. ჭავლი აკეთებს მარყუჟს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდის ნაკადის ზედაპირზე. მათემატიკური პროგრამა “Maple 95” არ იძლევა ცხად მათემატიკურ ამონახსნს, რადგანაც ჭავლის მარყუჟის არსებობა ქმნის გარკვეულ განუზღვრელობებს. ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად დაიწერება მათემატიკური პროგრამა “Maple 95”-ის მოდიფიცირებული ქვეპროგრამა, რომლის თანახმად ჭავლის კოორდინატების გაანგარიშება წარმოებს უბნების მიხედვით. კერძოდ, პროგრამა წყვეტს ანგარიშს და იწყებს ხელახალ გაანგარიშებას, როგორც კი ჭავლის ტრაექტორია იცვლის მიმართულებას. განსხვავება მიღებულ შედეგებსა და ნატურულ მონაცემებს შორის არ აღემატება 15-20%-ს. ამრიგად, ცხადია, რომ წინასწარი საინჟინრო შეფასებისათვის, შემოთავაზებული მეთოდი სავსებით მისაღებია.



ბლანტი სითხის არასტაციონარული ბრტყელპარალელური დაწნევითი მოძრაობის გამოკვლევა წნევის მუდმივი სხვაობის არსებობის პირობებში

ა.სარუხანიანი, ა.მარქარიანი, ა.მანუკიანი
(სომხეთი)

განიხილება ბლანტი სითხის არასტაციონარული ბრტყელპარალელური დაწნევითი მოძრაობა წნევის მუდმივი სხვაობის არსებობის პირობებში.

მიღებულია ბრტყელპარალელური დაწნევითი მოძრაობის არასტაციონარული ჰიდრომექანიკური პარამეტრების ცვალებადობის კანონზომიერებები წნევის მუდმივი სხვაობის არსებობისთვის. ეს კანონზომიერები წნევის მუდმივი სხვაობის არსებობის პირობებში საშუალებას იძლევა დადგინდეს მიმდინარე პროცესების ხასიათი.

მიღებულ გრაფიკებიდან ჩანს, რომ რეინოლდსის დაბალი რიცხვების დროს დაუმყარებელი პროცესი მიისწრაფვის სტაციონარულ რეჟიმისკენ, ხოლო მათი დიდი მნიშვნელბისას - დიდი ხნით თავის მდგომარეობას ინარჩუნებს არასტაციონარული რეჟიმი.



წყალმიმღები ნაგებობების ზედა ბიეფის გარეცხვის დროის ანალიტიკური განსაზღვრა

ლ.თოქმაჯიანი, პ.ბალჯიანი, ა.მარქარიანი
(სომხეთი)

მთის მდინარეებზე განლაგებული წყალმიმღები ნაგებობების ზედა ბიეფში ხშირად იმყოფება დასილულ მდგომარეობაში. ამის გამო, ქვიშისა და ხრეშის დიდი რაოდენობა გადის არხებში, რითაც წარმოიქმნება ავარიული სიტუაცია. გარეცხვის პროცესის მათემატიკური მოდელირების საფუძველზე დამუშავებულია წყალმიმღების ზედა ბიეფის საშუალედო და მთიანი გარეცხვის დროის განსაზღვრა. ამის საშუალებით შესაძლებელი ხდება ეფექტურად დაიგეგმოს ჰიდროკვანძის საექსპლუატაციო რეჟიმი.

წარმოდგენილი ნახაზებზე მოცემულია ზედა ბიეფის გარეცხვის საერთო სქემები, აგრეთვე გამრეცხი პროცესის პროფილური და გეგმითი სქემები.

მოყვანილია პრაქტიკული რეკომენდაციები ავტორის მიერ შემოთავაზებული მეთოდიკის გამოყენების მიზნით.

გამოქვეყნდა 18.03.2011 13:38
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.