E ISSN 1987 - 8257

კვირა 15 Печать E-mail
14.04.2011 11:32

სარჩევი

1. გლობალურ ბირჟებზე 7 აპრილს სანავთობო ფიუჩერსების ფასი გაიზარდა
2. ბათუმის ნავთობტერმინალიდან იანვარ-მარტში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელი შემცირდა
3. აზერბაიჯანული გაზი შესაძლოა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდეს
4. „სოკარ ჯორჯია გაზს" სოფელ ბაილარის გაზიფიცირება 450 ათასი ლარი დაუჯდა
5. ენერგოკომპანიები KFW-ის გრანტის ფარგლებში „იაფი" სესხით ისარგებლებენ
6. „ინტერ რაომ" 104 მილიონი აშშ დოლარი ბიუჯეტში 15 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადოს
7. „ხადორჰესი 2"-ის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს
8. 10-მეგავატიანი ქარის ელექტროტურბინის მშენებლობისათვის 24 ათასი დოლარი დაიხარჯა
9. ლონდონის ქუჩებში 90 ჰიბრიდული ავტობუსი იმოძრავებს
10. უელსში ზღვის მიმოქცევის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური ამოქმედდება
11. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
12. პუბლიკაციები
13. ღონისძიებები

 

 

ნავთობი და გაზი

გლობალურ ბირჟებზე 7 აპრილს სანავთობო ფიუჩერსების ფასი გაიზარდა
მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე სანავთობო ფიუჩერსების ფასი გაიზარდა. სააგენტო RBC-ის ინფორმაციით, 7 აპრილის სავაჭრო სესიის შედეგებით, ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე სანავთობო ფიუჩერსის IPE Brent Crude ფასი გაიზარდა და 122,67 (+0,37) აშშ დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკის New York Mercantile Exchange-ზე სანავთობო ფიუჩერსის Brent Crude ფასმა კი 110,30 (+1,47) აშშ დოლარი შეადგინა
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46778



ბათუმის ნავთობტერმინალიდან იანვარ-მარტში ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელი შემცირდა
ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2011 წლის იანვარ-მარტში 1 108 202 ტონა ნავთობპროდუქტი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38%-ით ნაკლებია.
როგორც GBC-ის ბათუმის ნავთობტერმინალიდან აცნობეს, აღნიშნული მოცულობიდან, 293 965 ტონა ნავთობპროდუქტები 2011 წლის მარტშია გადაზიდული, 360 965 ტონა - თებერვალი, 453 418 ტონა - იანვარი.
იანვარ-მარტში გადაზიდული მთლიანი მოცულობიდან 969 279 ტონა ნედლ ნავთობზე, 62 422 ტონა ბენზინზე, 25 945 ტონა დიზელზე, 4 002 საავიაციო ნავთსა და 46 551 ტონა სხვა საწვავის გადაზიდვაზე მოდის. 
2010 წელს ნავთობტერმინალის მეშვეობით სულ  6,115 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა განხორციელდა. 
ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მეშვეობით აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის გადაზიდვა ხორციელდება. ოპერაციებს ამერიკული კომპანია ExxonMobil-ი ახორციელებს. კომპანია წელიწადში რკინიგზის მეშვეობით საშუალოდ 10 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს. 
ბათუმის პორტისა და ტერმინალის მფლობელი ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზია".
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46591



აზერბაიჯანული გაზი შესაძლოა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდეს
თურქეთის მილსადენის კომპანია Botas-ი ბერძნულ DEPA-თან აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აგრძელებს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც 1000 კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ფასი თურქეთისთვის 120 დოლარიდან 250 აშშ დოლარამდე გაიზარდა, Botas-მა ბერძნული მხარისგან მოითხოვა, სატრანზიტო ფასების შესაბამისობაში მოყვანა.
ბერძნული მხარე არ თანხმდება ამას და გაზის მიწოდებას კვლავ ძველი ტარიფით მოითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ ბერძნული მხარე დათმობაზე არ წავა, თურქეთის ენერგეტიკის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართვას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, თურქული მხარე სავარაუდოდ სასამართლო პროცესს მოიგებს.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46545



„სოკარ ჯორჯია გაზს" სოფელ ბაილარის გაზიფიცირება 450 ათასი ლარი დაუჯდა
კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი" ქვემო ქართლში, სოფელ ბაილარის გაზიფიცირება დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, განხორციელდა 9 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა, რაზეც 450 ათასი ლარი დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები პარასკევს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.
სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში განხორციელდა.
"გაზი ყველა სოფელში" თითოეულ სოფელში მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის შეყვანას გულისხმობს, რის შემდეგაც გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, გაზის მიღება სოფლის ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის 72%-ის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46611




ელექტროენერგეტიკა

ენერგოკომპანიები KFW-ის გრანტის ფარგლებში „იაფი" სესხით ისარგებლებენ
ენერგოკომპანიები გერმანიის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში „იაფი" სესხით ისარგებლებენ.
KFW-მ 5,1 მლნ ევროს გრანტი მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყო. გრანტი საქართველოში მცირე ჰესების განვითარებაზე დაიხარჯება.
როგორც GBC-ის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განუცხადა, მუნიციპალურმა ფონდმა აღნიშნული თანხა ტენდერით შერჩეული ბანკებს - „თიბისი ბანკი" და „ვითიბი ბანკი ჯორჯია" გადასცა, რომლებიც თავის მხრივ ენერგოკომპანიებს დაბალპროცენტიან სესხებს გამოუყოფს.
მისი თქმით, მხარეებს შორის გასულ კვირას გაფორმებული ხელშეკრულებით პროექტი გრძელვადიანია.
ხეთაგურის განმარტებით, სესხის მიღებაზე პირველმა განაცხადი ჰიდროელექტროსადგურმა „ხადორი 2" გააკეთა, რომელსაც რეაბილიტაციისთვის 2,2 მლნ ევროს სესხი უკვე დაუმტკიცდა. მინისტრის ინფორმაციით, მუშაობა ამ დროისათვის „ალაზანჰესის" და „რიცეულაჰესის" ოპერატორი კომპანიის სასესხო განაცხადზე მიმდინარეობს.  
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46770




„ინტერ რაომ" 104 მილიონი აშშ დოლარი ბიუჯეტში 15 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადოს
რუსულმა კომპანიამ „ინტერ რაო" ახალ ენერგოაქტივში 104 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში 15 ოქტომბრამდე, ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, რა პროექტებზე დაიხარჯება ეს თანხები, მთავრობა გადაწყვეტილებას თანხის სრულად ჩამორიცხვის შემდეგ მიიღებს.
„ინტერ რაომ" ჰიდროელექტროსადგურები „ხრამი 1" და „ხრამი 2" სახელმწიფოსგან გამოისყიდა, რომელიც მანამდე მათ მართვაში 25-წლიანი ვადით იმყოფებოდა.
მისი თქმით, რუსულ კომპანიას „ხრამი 1" და „ხრამი 2" რამდენიმე პირობით გადაეცა. კერძოდ, „ინტერ რაომ" ვალდებულებად მდინარე ხრამზე 3 ჰესისაგან შემდგარი კასკადის მშენებლობა აიღო. კასკადის საერთო დადგმული სიმძლავრე 90/100 მგვტ-ია, პროექტის საინვესტიციო ღირებულება - 193 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობა წელს დაიწყება და სავარაუდოდ 2015 წელს დასრულდება.
ასევე, ინვესტორმა 1997 წელს მთავრობის მიერ ჰესების რეაბილიტაციისთვის, იაპონიის ერთ-ერთი ბანკიდან აღებული 20 მლნ აშშ დოლარის კრედიტი უნდა დაფაროს, არსებულ ჰესებს რეაბილიტაცია ჩაუტაროს და საპროექტო გამომუშავების მინიმუმ 85%-ით დატვირთოს.
ხეთაგურის განცხადებით, მხარეებს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიდო.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46742



„ხადორჰესი 2"-ის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს
ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 2" რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს. თანხის გამოყოფის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს, "თიბისი" ბანკსა და "ვითიბი ბანკს" შორის ხელშეკრულება ორშაბათს გაფორმდა, რომლის  თანახმადაც  სამინისტრო ბანკებისთვის  2,2 მლნ ევროს  დაბალპროცენტიან, შეღავათიანი სესხს გამოყოფს. თანხა „ხადორი 2"-ის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის გარდა იგეგმება 2 ახალი აგრეგატის დამონტაჟება, რის შედეგადაც ჰესის გამომუშავება საათში 1,6 მგვტ-დან 5,4 მგვტ-მდე გაიზრდება.
სამინისტროს ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ბანკებს შორის ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის განვითარების ბანკს (KFW) შორის გაფორმებული იმ დოკუმენტის  თანახმად  დაიდო, რომელიც მცირე ჰესების განსავითარებლად  საქართველოსთვის გრანტის სახით 5,1 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებას ხელმოწერის ცერემონიას მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჭიჭინაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, გაეროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის საელჩოს და KFW წარმომადგენლები, ასევე „თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილე  მარიამ მეღვინეთუხუცესი და „ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ესწრებოდნენ.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46671



განახლებადები და ენერგოეფექტურობა

10-მეგავატიანი ქარის ელექტროტურბინის მშენებლობისათვის 24 ათასი დოლარი დაიხარჯა
საქართველოში პირველი ქარის ელექტროტურბინა გორის რაიონის სოფელ სკრაში ამოქმედდება.ელექტროტურბინა ექსპლუატაციაში ზაფხულში გაეშვება და გამომუშვებულ ელექტროენერგია ადგილობრივ გამანაწილებელ ქსელს მიუერთდება.
ქარის ელექტროტურბინა ქარის ენერგეტიკის სამეცნიერო ცენტრმა „ქარენერგო" ააშენა. როგორც GBC-ის ცენტრის დირექტორმა არჩილ ზედგინიძემ განუცხადა, პროექტის განხორციელებაზე 24 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა.
მისი თქმით, ტურბინის დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-ია, ხოლო წლიური საპროექტო გამომუშავება - 22 ათასი კვტ. საათი
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=46760



ლონდონის ქუჩებში 90 ჰიბრიდული ავტობუსი იმოძრავებს
ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონის ტრანსპორტის დეპარტამენტს 90 ჰიბრიდული ავტობუსის შესაძენად 13 მილიონი ფურნტი გამოუყო. ბრიტანეთის მთავრობის გეგმით 2012 წლის ბოლომდე ინგლისში 500 ჰიბრიდული ავტობუსი უნდა მოძრაობდეს. გეგმის განხორციელებას 45 მილიონი ფუნი დაჭირდება.
http://www.energyefficiencynews.com/i/3978/



უელსში ზღვის მიმოქცევის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური ამოქმედდება
დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანამშრომლები რამოდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდნენ პემბროკეშირის ყურეს. კვლევების თანახმად ყურეში შესაძლებელია მიმოქცევის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის აგება. სადგურის მაქსიმალური სიმძლავრე 1.2 მგ.ვტ-ით განისაზღვრა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში გამომუშავებული ელექტროენერგიით წმ. დავითის დასახლებაში 1000 სახლის ელექტრომომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.
http://www.energyefficiencynews.com/i/3990/



კლიმატის ცვლილება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ ერთობლივი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტო ხელს შეუწყობს სტუდენტებისათვის დაცულ ტერიტორიებზე ექსკურსიების და ლაშქრობების მოწყობას, დაინტერესებული მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ვიზიტს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში და მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1445



პუბლიკაციები

მდგრადი რესურსების გამოყენების წარმოდგენა
ავტორი კალუმ ჰილი
წიგნში შესანიშნავად არის გადმოცემული რესურსების მარაგის მოთხოვნისა და ზემოქმედების დაწვრილებითი განხილვა. ამ წიგნში მკითხველი ეცნობა ინდუსტრიულ რევოლუციას, თერმოდინამიკას, მნიშვნელოვან ლითონებსა და სტრატეგიების შემსუბუქების გზებს.
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102564&v=513243



ღონისძიებები
მდგრადი ენერგეტიკის კვირეული
თბილისი
11-15 აპრილი, 2011
http://www.facebook.com/note.php?saved&&note_id=193352074021969



განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა
2010 წლის 14-15 აპრილი, 11:00-17:00სთ. თბილისი, საქართველო
მისამართი: ვაგზლის მოედანი ¹2; თბილისი ცენტრალის მოსაცდელი დარბაზი
(სალაროების მიმდებარე ტერიტორია)
www.eesgeo.org



ენერგოეფექტურობის  პროგრამა  საქართველოს  თემებისათვის - "ენერგოავტობუსის” პროექტი
საქართველო, წალკის რაიონი
11 – 15 აპრილი 2011
http://www.eecgeo.org/ge/energy-bus-project.html

გამოქვეყნდა 23.05.2011 11:50
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.