სარჩევი
1. ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი 2. ВР-იმ, SOCAR-მა და BOTAŞ-მა გაზის ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს 3. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ძველი დავალიანებების გაცემას განაგრძობს 4. ჩეხური კომპანია „ენერგო პრო“ საქართველოში ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს 5. თბილისის მერი გიგი უგულავა მერების შეთანხმების ყოველწლიურ სესიას დაესწრო 6. ბრაზილიის ენერგო მომარაგების პროგნოზი 2015 წლისთვის 7. კლიმატის ცვლილების კონფერენცია დურბანში 8. გოგა ხაჩიძემ გარემოსდაცვითი განათლების პროექტის შედეგები შეაჯამა 9. “ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსი” 10. მზის ტექნოლოგიები 11. 2010 წლის აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი
ნავთობი და გაზი
ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი
ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. პროექტი დააფინანსა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განხორციელებულ იქნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ, მშენებლობითი სამუშაოებისთვის აუქციონის წესით შერჩეულ იქნენ ქართული და საერთაშორისო კომპანიები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს წარმატებით დასრულდა.
წყარო: http://www.menr.gov.ge/en/News/2011/2142
ВР-იმ, SOCAR-მა და BOTAŞ-მა გაზის ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს
ბრიტანულმა ВР-მ, SOCAR-მა (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) და თურქეთის ოპერატორმა კომპანიამ BOTAŞ, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ტრანსპორტირების შესახებ თოთხმეტივე დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს „ტრენდის" ინფორმაციით, გაფორმებული ხელშეკრულება ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით ოპერაციების გაგრძელებასა და „შაჰ-დენიზის" საბადოს სრულ დამუშავებას ითვალისწინებს.
„შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც მოხდა, „შაჰ-დენიზის" საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების სამართლებლივ მხარეს უზრუნველყოფს, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება", - აცხადებენ BP-ში.
წყარო: http://news.boom.ge/geo/11/20111129/1511961/
ელექტროენერგეტიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ძველი დავალიანებების გაცემას განაგრძობს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით სსე-ს რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი დღეს თანამშრომლებს შეხვდნენ და გადახდის პროცედურებს გააცნეს. მიმდინარე წელს სსე 917 017 ლარს გადაიხდის. დავალიანებას მიიღებენ სსე-ის როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი თანამშრომლები, რომელთაც აღნიშნულ წლებში სახელფასო, სამივილინებო ან საქვეანგარიშო დავალიანება დაუგროვდათ.
სსე-ს გასულ წლებში დაგროვილი დავალიანება 3 მლნ ლარს აღემატება. კომპანიამ 2008 წლიდან დღემდე 474 921 ლარი დაფარა. დავალიანების გასტუმრება ეტაპობრივად განხორციელდება და 2013 წელს დასრულდება. დავალიანებების მქონე პირთა მონაცემები შესაბამის რეგიონალურ ქსელებში გროვდება და სსე-ის სათაო ოფისს გადმოეცემა, სადაც ხდება საბუთების მომზადება გადარიცხვისთვის.
წყარო: http://www.menr.gov.ge/News/2011/2139
ჩეხური კომპანია „ენერგო პრო“ საქართველოში ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
„ენერგო-პროს“ წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინიტრი ნიკა გილაური შეხვდა, რომელიც ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, „ექსპორტ ბანკი-ს" მეშვეობით საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ენერგეტიკაში. ამასთან, ჩეხეთის კერძო სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროთია დაინტერსებული.
წყარო: http://www.radiokalaki.ge/index.php?cid=39&act=view&id=8077
განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა
თბილისის მერი გიგი უგულავა მერების შეთანხმების ყოველწლიურ სესიას დაესწრო
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მერების შეთანხმების (Covenant of Mayors) ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევრო-კომისია, ევროპარლამენტი, რეგიონების კომიტეტი და მერების შეთანხმების ოფისი. დამსწრეებსა და გამომსვლელებს შორის იყვნენ ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა ქალაქის მერები.
წყარო: http://new.tbilisi.gov.ge/
ბრაზილიის ენერგო მომარაგების პროგნოზი 2015 წლისთვის
ბრაზილიის ენერგო მომარაგებაში ქარისგან მიღებულმა ენერგიამ შეიძლება 2015 წლისთვის მეორე ადგილი დაიკავოს. ეს გახლავთ თემა, რომელზეც მთელს ბრაზილიაში ბევრს საუბრობენ. ქარის ენერგიის წილის ზრდა სიურპრიზი უკვე აღარავისთვის აღარ არის, მას შემდეგ რაც ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა მისი ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის 11.5 გიგავატი სიმძლავრის ქარის ელექტრო სადგურების მშენებლობის დასრულებას, მათ შორის 1.5 გიგავატი უკვე დასრულებულია.
წყარო: http://www.renewableenergyworld.com/rea/news/article/2011/11/wind-could-become-brazils-second-power-generation-source-in-2015?cmpid=WindNL-Thursday-December1-2011
კლიმატის ცვლილება
კლიმატის ცვლილების კონფერენცია დურბანში
სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოდან გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია მიიღებს. შეხვედრა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოთა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომაგდენლებს აერთიანებს.
დურბანში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მისაღწევად 192 ქვეყნის დელეგატები და ექსპერტები იმსჯელებენ. მოლაპარაკებებზე მხარეები იმსჯელებენ კონვენციისა და კიოტოს პროტოკოლის დანერგვის შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ბალის სამოქმედო გეგმაზე, რაზეც მხარეები 2007 წელს მხარეთა კონფერენციის მე-13 შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ასევე, მოლაპარაკებები გაგრძელდება კანკუნის შეთანხმებაზე, რომელიც მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული იქნა 2010 წლის დეკემბერში. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია კიოტოს ოქმის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან კიოტოს ოქმის მოქმედების ვადა 2012 წელს სრულდება.
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-17 შეხვედრა 28 ნოემბერს დაიწყო და 9 დეკემბრამდე გრძელდება.
წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=40&info_id=1659
გოგა ხაჩიძემ გარემოსდაცვითი განათლების პროექტის შედეგები შეაჯამა
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე თბილისის სკოლების 30 მასწავლებელს შეხვდა და მათთან ერთად მთელი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა, რომელიც მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
გარემოს დაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმ სკოლების დაჯილდოვება გაიმართა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროექტში "ბაღის ფრინველთა საათი". მინისტრმა წარმატებულ პედაგოგებს სერთიფიკატები და პროექტის შედეგების ამსახველი მასალები გადასცა.
წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=1651
პუბლიკაციები
მზის ტექნოლოგიები
საგამომცემლო სახლ ”ერსქენის” სახელმძღვანელო მზის ენერგიის გამოყენების შესახებ გათბობისა, გაგრილებისთვის, ასევე ელექტროენერგიის წარმოებაში.
ავტორი: დევიდ თორპი
წყარო: http://www.earthscan.co.uk/?TabId=102739&v=513523
2010 წლის აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან და ავტო-ტრანსპორტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ყოველწლიური ანგარიში (2010).
http://aarhus.ge/index.php?lang=eng&page=114
ღონისძიებები
“ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსი”
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 5-9 დეკემბერს ენერგოავტობუსი ესტუმრება გურიას, ოზურგეთის რაიონს.
წყარო: www.eecgeo.org
|