E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ჰიდრავლიკა Печать E-mail
23.04.2012 16:41

ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფში ნახტომსშემდეგი ნაკადით კალაპოტის ფსკერის ლოკალური გარეცხვის ორმოს უდიდესი სიღრმეებისა და კალაპოტის ფერდოს ჩამორეცხვის უდიდესი სიგანეების ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდიკა 

ა.გიოშვილი
(საქართველო)

მეთოდიკა გამოიყენება ქვედა ბიეფში წყალსაცემის საზღვრებში სრულად მოთავსებული ჰიდრავლიკური ნახტომის საშუალებით ბიეფების ფსკერული რეჟიმით შეუღდების პირობებში, ჰორიზონტალური წყალსაცემის ან რისბერმის შემდეგ კალაპოტის ფსკერის ლოკალური გარეცხვის ორმოს დროზე დამოკიდებული უდიდესი Yრ სიღრმეების, მათი ზღვრული Yრმ მნიშვნელობის, ფსკერის ლოკალური გარეცხვის ორმოს შუალედური და სტაბილიზებული ფორმის შესაბამისი სიღრმეების მიღწევისათვის საჭირო   და ტ1 დროის პერიოდების, ასევე გარეცხვის ორმოს და მის ქვემოთაც დინების მიმართულებით, სადაც ჯერ კიდევ შესამჩნევია ნახტომით გენერირებული ტალღების ტრანსფორმაციით გამოწვეული წყლის ზედაპირის ტალღური რხევა კალაპოტის ფერდოს ჩამორეცხვის უდიდეს ლ სიგანეთა მნიშვნელობების, ნაპირგასწვრივი ტალღური დინებით ფერდოდან ჩამორეცხილი გრუნტის საშუალო QშL ხარჯის, ტ დროის განმავლობაში ფერდოდან ჩამორეცხილი გრუნტის ჭშ მოცულობის, მისი მაქსიმალური ჭშმ მნიშვნელობის და ფერდოს გარეცხვის სტაბილიზაციის ტ2 დროის პერიოდის დასადგენად.




ზღვის სანაპირო ზოლის (პლაჟის) დინამიკური მდგრადობის პროგნოზირების მეთოდიკა

ა.გიოშვილი
(საქართველო)

მოყვანილია ზღვების, ტბების, წყალსაცავებისა და სხვა პლაჟის გარეცხვის ლ სიგანის სანაპირო ზოლის მდგრადობის დასადგენი ფორმულა.

შტორმული ტალღებით პლაჟის გარეცხვის შემთხვევაში, ფორმულა სანაპირო ზოლში ტალღის   ამპლიტუდისა და ნატანის ნაწილაკების საშუალო დიამეტრის (დ=დ95%) მნიშვნელობებით პლაჟის გარეცხვის ლ სიგანის დადგენის საშუალებას იძლევა.

მოცემულია სანაპირო ზოლზე ტალღების მრავალჯერადი მოქმედების შედეგად (გარეცხვის პროცესის დასრულებისას) ჩამოყალიბებული, დინამიკურად მდგრადი პლაჟის ი0 ქანობის მნიშვნელობა.

ამპლიტუდის მქონე ტალღებით სანაპირო ზოლის გარეცხვისას პლაჟის წყალქვეშა უბნის თავდაპირველი ი ქანობის მოსალოდნელი სამი შემთხვევისათვის (ი=ი0, ი<ი0 და ი>ი0) მიღებულია პლაჟის წყალზედა უბნის სიგანის განმსაზღვრელი დამოკიდებულებები.

წარმოდგენილ ნახაზებზე მოცემულია ი=ი0; ი<ი0 და ი>ი0 მქონე ქანობების პლაჟების გარეცხვის სქემები. 




სითხეში ჩაძირული წრის და რკალების მცოცავი რეჟიმით გარსდენის კომპიუტერული მოდელირება

დ.კიღურაძე, კ.გიგიტელაშვილი, ო.კიღურაძე
(საქართველო)

სითხის ან აირის მოძრაობის კომპიუტერული მოდელირებისათვის გამოყენებულია პროგრამული პაკეტი FLUENთ და GAMBIთ. 

განხილულია სითხეში ჩაძირული სხვადასხვა ფორმის ფიგურების (წრე, წრის 3/4, 1/2½და 1/4 რკალები) გლიცერინით, მცოცავი რეჟიმით გარსდენის კომპიუტერული მოდელირების სურათები. რეინოლდსის რიცხვის საშუალო მნიშვნელობაა  , ხოლო ნაკადი სიჩქარის დიაპაზონია 1-4.7 მმ/წმ. რკალების გარსდენისას დაფიქსირებულია თითო წყვილი გრიგლი, რომელთა ცენტრებს შორის მანძილი შესაბამისობაშია ექსპერიმენტით მიღებულ მონაცემებთან (ნახევარ წრის გარსდენა). მცოცავი რეჟიმით დინებისას წრის და მისი სხვადასხვა რკალის ნაკადის რევერსი პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს დინების ჰიდროდინამიკურ სურათზე.  

ჰიდროდინამიკური პროცესების ვიზუალური წარმოდგენა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწავლების პროცესისათვის. ლექციებისა და სემინარების ჩატარების დროს ვიზუალური გამოსახულებები და ანიმაციური სურათები მნიშვნელოვნად ამაღლებენ მასალის ათვისების უნარს. ასევე საგულისხმოა მსმენელებში ჰიდროდინამიკური ინტუიციის ფორმირების ხელშეწყობა.

გამოქვეყნდა 24.04.2012 14:23
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.