E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

Nature protection Печать E-mail
20.01.2015 19:06

მოსაზრება ენერგოდამზოგავ და გარემოსდამცავ საშუალებათა პოპულარიზაციისა და რეალიზების ინტენსიური ზრდისათვის 

ი. ჩოლოყაშვილი 
(საქართველო)

ცხოვრებისეული რეალობა ამტკიცებს, რომ სიახლეთა დანერგვა რიგ შემთხვევებში არ მიმდინარეობს სასურველი ტემპით, რაც უმეტეს წილად მოსახლეობის ინფორ-მირებულობის დაბალი დონის ბრალია. ამიტომ ჩვენთვის სასურველ სფეროში სიახლეთა უფრო ინტენსიური დანერგვის მიზნით საჭიროა ინფორმირების დონისა და ხარისხის ამაღლება და ჩემი მოსაზრებით ამ მიზნის მისაღწევად უპრიანია შეიქმნას კომერციული-საგანმანათლებლო ცენტრი (შემდგომში - კსც), რომელიც იმუშავებს მოსახლეობაში ენერგოდამზოგავი და ეკოსისტემისათვის უსაფრთხო მასალების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობაზე, პოპულარიზაციაზე, რეალიზებაზე და შესაბამის სერვისებზე. ზემოხსენებული კსც გარდა ენერგოდამზოგავი და ეკოსისტე-მისათვის უსაფრთხო მასალების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების რეალიზებისა, ჩაატა-რებს ფართო საგანმანათლებლო-სასემინარო სამუშაოებს როგორც მოსახლეობისათ-ვის, ასევე სპეციალისტებისა და დაინტერესებული წრეებისათვის, მოამზადებს სერვის-მომსახურების პერსონალს, აგიტაციას გაუწევს მიღწევებს გარემოსდაცვით და ენერგო-ეფექტურობის სფეროში. კსც-ში გაიყიდება სამრეწველო სფეროდან შემოთავაზებული, თავის კლასში ყველაზე უფრო ენერგოეკონომიური ტექნიკა, ტრანსპორტი, ტექნოლო-გიები – აღნიშნული გარემოება თავისთავად რეკლამა იქნება და სამრეწველო სექტორი თავადვე იქნება დაინტერესებული კსც-თვის ამ ტიპის პროდუქციის მიწოდებაზე. ამასთანავე კსც მიზანმიმართულად იმუშავებს თვითმმართველობებთან და დაინტერესებულ სექტორებთან ერთად ენერგოდამზოგავი და ეკოდამცავი პროექტების განხორციელებაზე, ენერგოაუდიტების ჩატარებაზე, შენობების ენერგოპასპორტი-ზაციაზე და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების მიცემაზე, სურვილის შემთხვევაში კი ამ რეკომენდაციათა რეალიზებაზე. კსც აქტიურ მუშაობას განახორციელებს რათა ლობირება გაუწიოს საპარლამენტო, სამთავრობო და მუნიციპალურ დონეზე ენერგოდამზოგავი და გარემოსდაცვითი კანონპროექტების და რეგულაციების მიღებას. Yყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ იდეის სარეალიზაციოდ საჭირო იქნება სათანადო ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა, რისი საშუალებაც იმედია გამოინახება, მითუმეტეს რომ კსც პერსპექტიულია როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე მოსახლეობაში ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვით სფეროში ინტერესის ამაღლებაში და მათ ცხოვრებაში რეალიზებაში.


 

გამოქვეყნდა 21.01.2015 13:03
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.