E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ჰიდროტექნიკური მშენებლობა Печать E-mail
20.01.2015 19:17

საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხო მუშაობის პირობებიდან გამომდინარე მოსაზრებები ენგურჰესის ძალოვანი კვანძის ადგილმდებარეობის შეცვლის ტექნიკური შესაძლებლობის თაობაზე

გ.ცინცაძე
(საქართველო)

ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ პრეტენზია განაცხადა ენგურჰესის ძალოვანი კვანძის მართვის თაობაზე, რომელიც გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. ანალოგიური განცხადებები პოლიტიკური ტემპერატურიდან გამომდინარე, წინა წლებშიც პერიოდულად ჩნდებოდა პრესაში, მაგრამ რუსულ-აფხაზური სამოკავშირეო ხელშეკრულება საკითხს უკვე სხვა სიბრტყეში აყენებს. ენგურჰესი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ ობიექტს და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედს, რადგან საქართველოს ენერგოპოტენციალში მისი წილი დაახლოებით 40% შეადგენს. კავკასია ძნელად პროგნოზირებადი რეგიონია და ამიტომ პერსპექტივაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

დღესდღეობით, შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია კარნახობს, რომ ვიდრე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება მისი იურისდიქცია, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები პერსპექტივაში ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში კრიზისული სიტუაციების გამოსარიცხად. ამ მიმართულებით ერთ-ერთი გზაა ენგურჰესის ძალოვანი კვანძის გეოგრაფიული ადგილმდებარეობაში შეცვლა.


 

გამოქვეყნდა 21.01.2015 13:02
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.