E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

თბოენერგეტიკა Печать E-mail
26.12.2015 04:29

საწვავის მიღება კანალიზაციის წყლიდან

მ.გელენიძე, დ.გელენიძე, ზ.თადუმაძე, ც.გელენიძე
(საქართველო)

სტატია ეძღვნება კანალიზაციის წყლის გასაწმენდი, მისგან წყალბადით გამდიდრებული საწვავის მისაღები და ნახშირორჟანგის შემცველობის შემამცირებელი ელექტრორკალური რეაქტორის კონსტრუირებას.

ამისათვის  გადაწყდა სამი პრობლემა: კანალიზაციის წყლის გაწმენდა, მისგან წყალბადით გამდიდრებული საწვავის მიღება და ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება. 

კანალიზაციის წყლის გაწმენდის პრობლემა გადაწყდა იმით, რომ წყალში ანთებული გრძელი რკალი ზემოქმედებს კანალიზაციის წყალზე კომბინირებულად: ქიმიურად, კავიტაციით, ულტრაფიოლეტური გამოსხივებით, ძლიერი განათებით, ულტრაბგერული რადიაციით და ძლიერი ელექტრული და მაგნიტური ველით.

კანალიზაციის წყლიდან წყალბადით გამდიდრებული საწვავის მიღებისა და ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირების პრობლემა გადაწყდა იმით, რომ გრძელი რკალით კანალიზაციის წყლის დაშლისას იქმნება ძლიერი დამჟანგველი გარემო და კანალიზაციის წყლის ყოველ შემცველ ელემენტს ჟანგავს და გარდაქმნის საწვავად.

 

 

 

გამოქვეყნდა 26.12.2015 13:22
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.