E ISSN 1987 - 8257

განახლებადი ენერგია Печать E-mail
28.12.2016 21:24

ენერგიის შენახვის პრინციპის დაურღვევლად, ჰიდრორესურსების გამოყენებით მომუშავე ქარისა და მზის ენერგიის მამრავლებელი და ენერგოგარდამქმნელი ცვლადნიშნულიანი ჰიდროაგრეგატებით

ვ.ჯამარჯაშვილი,  გ.გიგბერია,
რ.პატარია, მ.ლორთქიფანიძე
(საქართველო)

ინოვაციური პროექტის – ქარის და მზის ენერგიის მამრავლებელი, რომელიც არ არღვევს ენერგიის შენახვის პრონციპს, არსი მდგომარეობს არსებულ ჰესთან ნაკლები ნიშნულის მქონე ჰიდრორესურსების და საკუთრივ წყალსაცავის გამოყენებაში, ქარის და მზის ენერგიით ჰიდრორესურსით სატუმბო აგრეგატით წყლის აქაჩვაში ჩვენ მიერ შექმნილი ბიეფიდან სააკუმულაციო ბიეფში – წყალსაცავში. ამით უზრუნველყოფილი ხდება ახალი იდეის პრაქტიკული რეალიზაცია. 

ანალოგიურ სიტუაციას ადგილი აქვს ენერგოგარდამქნელების ცვალებადნიშნულიანი ჰიდროაგრეგატების შემთხვევაში, რადგან ჰიდროენერგიის გარდაქმნის პირველ საფეხურზე ელექტროენერგიის წარმოება ხდება საკუთრივ ცვალებადნიშნულიანი ჰიდროაგრეგატებით, ხოლო მეორე საფეხურზე არსებული ჰესის ჰირდოაგრეგატებით.

ახალი იდეის რეალიზაციის დროს გამოიყენება არსებული ჰესის წყალსადენები მის ჰიდროაგრეგატებში წყლის მისაწოდებლად, არსებული ჰესის ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობა და ა.შ., რაც, ცხადია, ზრდის ახალი ენერგოგარდამქნელის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.




გამოქვეყნდა 29.12.2016 13:38
 
© 2022 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.