სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი Печать
17.10.2009 20:55
ხარისხისა  და  საიმედოობის  გარანტი

“სოკარ”- (SOCAR-State Oil Company of Azerbaijan republic) ანუ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში.

კომპანია “სოკარ”-ის ერთიანი მწარმოებლურობა წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს, რომლის ნაწილის გადამუშავების შედეგად მიღებულ ნავთობპროდუქტებს  და ნედლ ნავთობს კომპანია ექსპორტირებას უკეთებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ბოლო წლებში დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა და ტექნიკურმა გადაიარაღებამ, საგრძნობლად გაზარდა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

“სოკარ”-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”, რომლის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”.
  “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” საქართველოს ნავთობინდუსტრიაში 2006 წლის სექტემბერში შევიდა. მისი საქონელბრუნვა ყოველთვიურად რამოდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” ძალზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ნამდვილი პროფესიონალებით. კომპანიის ხელმძღვანელობა, მისი დირექტორის, ბ-ნ დავით ზუბიტაშვილის სახით ყველაფერს აკეთებს, რომ გადაჭრილი იქნას ის ამოცანები, რომლებიც კომპანიის წინაშე დგას. ამ ამოცანების ძირითადი არსი კი მდგომარეობს შემდეგში, რომ კომპანიამ უზრუნველყოს ხარისხიანი, სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ექსპორტირება და რეალიზაცია საქართველოს შიგა ბაზარზე.

კომპანიის წარმატების ნათელი დადასტურებაა ის აღიარებები, რასაც კომპანიამ მიაღწია ბოლო პერიოდში. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა, 2007წლის შედეგების მიხედვით კომპანია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” გამარჯვებულად ცნო შემდეგ ნომინაციებში:

  1. 2007 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია.
  2. ნავთობკომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში 2007 წელს.
  3. საზოგადოებაზე მზრუნველი კომპანია.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შემოქმედ ხელოვანთა კავშირ ”განმანათლებელი”-ს მიერ ხელოვნების, კულტურის და სპორტის ქომაგთა დაჯილდოვების ცერემონიალზე კომპანია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”-ს მიენიჭა ტიტული “სოფლის მაშენებელი 2007-მეცენატი” შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებისთვის:
  1. წლის საუკეთესო საინვესტიციო პროექტი.
  2. მსხვილი საბიუჯეტო შენატანი.
  3. მაშტაბური სოციალური პროგრამა.
წარმატებული  გამოდგა  კომპანიისათვის  2008  წელიც. ნავთობპროდუქტების  მწარმოებელთა,  იმპორტიორთა  და  მომხმარებელთა  კავშირმა კომპანია  ,,სოკარ  ჯორჯია  პეტროლეუმი’’  კვლავ  ცნო  გამარჯვებულად  შემდეგ  ნომინაციებში:
  1. 2008  წელს  ნავთობპროდუქტების  სექტორში  სახელმწიფო  ბიუჯეტში ყველაზე  მსხვილი გადამხდელი  ორგანიზაცია.
  2. ნავთობკომპანია,  რომელმაც  ყველაზე  მეტი  ინვესტიცია  განახორციელა  საქართველოში  2008  წელს.
  3. საზოგადოებაზე  მზრუნველი, ქველმოქმედი  ორგანიზაცია
2009    წლის  დასაწყისში  კომპანიამ  ყველა  თავის  თანამშრომელს  გაუკეთა  ჯამრთელობის  დაზღვევა.

2008    წლის  ოქტომბერში  კომპანიაში  დაფუძნდა  პროფკავშირული  ორგანიზაცია,  რომელიც  გაერთიანდა  საქართველოს  ნავთობის,  გაზის  და ნახშირის  მრეწველობის  მუშაკთა  დარგობრივ  პროფკავშირში.  კომპანიის პროფკავშირი  კომპანიის  ხელმძღვანელთა  დიდი  დახმარებითა  და  ხელშეწყობით  ხშირად  აწყობს  კულტურულ  და  სპორტულ  ღონისძიებებს კომ-პანიის  თანამშრომელთათვის.  ამის  ნათელი  მაგალითია  კორპორატიული საღამო,  რომელიც  საახალწლოდ  მოუწყო  კომპანიის  ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს,  აგრეთვე  ქალთა  საერთაშორისო  დღისადმი  მიძღვნილი საღამო.

“სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”-ს შემუშავებული აქვს სამომავლო გეგმები, რომლებიც ნავთობპროდუქტების საქონელბრუნვის მნიშვნელოვან გაზრდას ითვალისწინებს. ამ მიზნით იგეგმება სანავთობო ბაზების აშენება და მათი ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა.  გარდა ამისა, საქმიანი, პარტნიორული და ყოველდღიური კონტაქტები “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”-სა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის საშუალებას იძლევა განხორციელდეს საწვავის შეუფერხებელი, უწყვეტი მოწოდება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში. წლეულს დაიწყო კომპანიის საცალო ქსელის განვითარება. კომპანიის ბენზინგასამართი სადგურები ფუნქციონირებენ თბილისსა და მის გარეუბნებში; გარდაბანში, ბოლნისში, რუსთავში, ფოთში, გურჯაანში, ბათუმში, ზესტაფონში, დმანისში. სულ დღესდღეობით ფუნქციონირებს 23 ავტოგასამართი სადგური. უმოკლეს ვადაში უნდა გაიხსნას 7ავტოგასამართი სადგური. სულ საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება 40-მდე ავტოგასამართი სადგურის გახსნა, რომლებშიც ყველა პირობა იქნება გათვალისწინებული და დაცული მომხმარებელთა თანამედროვე სტანდარტების დონეზე მომსახურებისათვის. ოპერატიული მონიტორინგის განხორციელების მიზნით გახსნილია ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მასზე შემოსული ყველა პრეტენზია თუ შენიშვნა ექვემდებარება უსწრაფეს შეფასებას და რეაგირებას. გარდა ამისა კომპანიასთან ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, სადაც აუცილებელ ტრენინგებს და სასწავლო კურსებს გადის ყველა მსურველი,ვინც კომპანიაში იწყებს მუშაობას. დღესდღეობით სასწავლო კურსები მენეჯერის, სმენის უფროსის და მოლარე-ოპერატორის  თანამდებობაზე გავლილი აქვს 300-მდე ადამიანს დღევანდელი მონაცემებით კომპანიაში 350-მდე ადამიანი მუშაობს. უმოკლეს ვადაში მათი რიცხვი 400-მდე გაიზრდება. კომპანიას ჰყავს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული მომხმარებელი. მოკლე ხანში დაინერგება თანამედროვე, ინტეგრირებული ტალონური და საბარათე სისტემები. ამისათვის ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველასპროსპექტზე გაიხსნა ,,სოკარ  ჯორჯია პეტროლეუმი’’-ს სერვისცენტრი. კომპანია ცდილობს კონკურენცია გაუწიოს თავის სფეროში მოღვაწე კომპანიებს. ამის ნათელი მაგალითია ის რომ 2008 წლის  მონაცემებით, “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”-ს A-92 მარკის ბენზინის 57,7 % და L-62 მარკის დიზელის 57,9 %, ეკავა საქართველოს ბაზარზე. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების პირობებშიც კი, კომპანია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” ცდილობს პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. კომპანია ცდილობს არ ჩამორჩეს საქართველოს კულტურული ცხოვრების მაჯისცემას და აქტიურად მონაწილეობს ყველა ღონისძიებასა და საქმეში, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ქველმოქმედება და ქართული საქმის კეთება კომპანიის სავიზიტო ბარათია. 
გამოქვეყნდა 27.01.2010 11:53